სტარტი შეჩერდა ორბიტაზე თანამგზავრის წარუმატებელი გაშვების გამო, სწორედ იმ სერიის რაკეტით, რაც თვითონ რაკეტა-მატარებელია, რომელიც განკუთვნილია სადგურ “ტიანგონგ-1”-ის პირველი მოდულის კოსმოსში გასაგზავნად.
აპარატი “ტიანგონგ-1″ (“ცის სასახლე”) კოსმოდრომ “Jiuquan“-ზე ჯერ კიდევ ზაფხულში და მას შემდეგ გადიოდა წინასწარ ტესტირებებს. იქვეა რათქმაუნდა რაკეტა-მატარებელიც “Long March 2F“, რომელმაც 8,5 ტონიანი ტვირთი ორბიტაზე უნდა გაიყვანოს. გაშვება დაგეგმილი იყო აგვისტოში, მაგრამ ახლა ჩინეთის მთავრობა გაშვების თარიღად 27-30 სექტემბერს ასახელებს.
პაუზა როგორც ზემოთ ავღნიშნეთ გამოწვეულია იმით, რომ 18 აგვისტოს “Long March 2F“-ის გაუმართაობის გამო ორბიტაზე ვერ მოხვდა ექსპერიმენტული თანამგზავრი “შიცზიან 11-04” (SJ-11-04), რომლის დანიშნულებასაც არ ახმაურებენ.
“ტიანგონგ-1” წარმოადგენს ჩინეთის ერთადერთი კოსმოსური ხომალდი “Shenzhou“-ის მოდიფიცირებულ ვარიანტს. მანამ სანამ აპარატი გახდება 60 ტონიანი ორბიტალური სადგურის ნაწილი, რომელშიც შეძლებენ განთავსდნენ სამი კოსმონავტი, აპარატს მოუწევს უპილოტო “შენჩჟოუ-8”-სთან შეერთება. აპარატი, პილოტირებული კოსმოსური ფრენების (CMSEO) წარმომადგენლების თქმით, 26 აგვისტოდან იმყოფება კოსმოდრომში.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=4LDkocoZ9ZU
გამოყენებულია “სინხუა“-ს მასალები.


