ორიგინალური ინსტრუმენტი, რომელიც სადგარზე მაგრდება, როგორც სინთეზატორი საშუალებას იძლევა ავაჟღეროთ ნოტები და აკორდები 5 ოქტავის დიაპაზონში.

ელექტროგიტარა Kelstone შექმნა ბელგიელმა მუსიკოსმა იან ვან კელსტმა, ეს არის გრიფი სიმებითა და დამხმარე მოწყობილობებით. მასზე დაკვრა ფეხზე დადგომის შემთხვევაშია შესაძლებელი.
კელსტონს საკმაოდ მდიდარი ჟღერადობა აქვს, რადგანაც ინსტრუმენტი აერთიანებს ჩვეულებრივ გიტარას ბას და ბარიტონ გიტარასთან. ორივე ხელის გამოყენება შეიძლება როგორც ერ ასვე ორ ერთდროულად დამონტაჟებულ ინსტრუმენტზე. კელსტი ირწმუნება, რომ მის გამოგონებაზე დაკვრის სწავლა უფრო ადვილია ვიდრე გიტარაზე და პიანინოზე.
ამ მუსიკალურ-საინჟინრო საოცრების ყიდვის მსურველებს მოუწევთ 915 ევროს გადახდა. პედალი ცალკე 85 ევროო, შალით 60-210 ევრო, ხოლო სადგამი 35 ევრო.
