ასტრობიოლოგები ამტკიცებენ, რომ იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე, შეიძლებოდა ორი ტიპის ბაქტერიები გადარჩენილიყო.

ყოველი ვარაუდი იმის შესახებ, რომ სიცოცხლე დედამიწაზე კოსმოსიდან იქნა “შემოტანილი”, გამომდინარეობს იქიდან, რომ თვითონ ამ სიცოცხლეს უპრობლემოდ უნდა შეეძლოს პლანეტათაშორისი მოგზაურობების გადატანა. მაგრამ თითქმის ყველა ექსპერიმენტი საპირისპიროს მოწმობს: ბაქტერიები, ვირუსები და უბრალოდ დნმ-ი უბრალოდ ვერ უძლებენ ღია კოსმოსის პირობებს, ვაკუუმს და მის რადიაციას. მხოლოდ რამოდენიმე მიკროორგანიზმები შეძლებდნენ მთვარიდან დედამიწაზე მოგზაურობის განხორციელებას.

ასევე ასტრობიოლოგებს, გასაოცარია, მაგრამ ხედვის არეალიდან გამოეპარათ არქეა. ამ უძველეს მიკროორგანიზმებს შეუძლიათ ექსტრემალურ პირობებში გაძლება, როგორიცაა ძალიან მაღალი ტემპერატურა ან დაბინძურებული წყალი, და ლოგიკური იქნებოდა, პირველ რიგში სწორედ მათთვის მოეწყოთ “კოსმოსური გამოცდა”. მეცნიერების ჯგუფმა ბუენოს-აირესის უნივერსიტეტიდან (არგენტინა) გადაწყვიტა ამ გაუგებრობის გარკვევა და ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელშიც იმიტირებული იყო ევროპის (იუპიტერის ერთ-ერთი მთვარე) მსგავსი სასიცოცხლო პირობები. ევროპა აირჩიეს იმის გამო, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე რეალური ვარიანტია, იმ პლანეტებიდან, რომლებზეც ვარაუდობენ, რომ სიცოცხლე არსებობს. ასტრონომები თვლიან, რომ მის ზედაპირზე არის მარილიანი წყლის დიდი ოკეანე, რომელიც მოქცეულია ყინულის მრავალი ფენის ქვეშ; ამიტომ ვარაუდობენ, რომ ამ ოკეანეში იქნება რაიმე ცოცხალი. “ევროპის” პირობებში პოთავსებული იქნა სამი სახის არქებაქტერია: Natrialba magadii, Haloferax volcanii და Deinococcus radiodurans.

მიკროორგანიზმები მუშავდებოდა იმ ინტენსიობის ულტრაიისფერი გამოსხივებით, რომელიც სავარაუდოდ არის ევროპის ზედაპირზე. შედეგად გადარჩა ყველა. როგორც ავტორები სტატიაში წერენ, ჟურნალ Astrobiology-ში, Haloferax volcanii-ის უჯრედები ბლომდე დაიღუპნენ. მაგრამ დანარჩენი ორი სახეობის ნაწილმა შეძლო ექსპერიმენტში გადარჩენა. Deinococcus radiodurans-ის შემთხვევაში რაც არ არის გასაკვირი — ეს მიკროორგანიზმი ითვლება ძალიან გამძლედ: მას შეუძლია გაუძლოს სიმშრალეს, სიცივეს, ვაკუუმს, ჰაერში ჟანგბადის მაღალ შემცველობას და გამა გამოსხივების ძალიან დიდ დოზებს.

მაგრამ პლანეტათაშორის მოგზაურობებში მას გამოუჩნდა კოლეგა —  Natrialba magadii, რომელიც აღმოაჩინეს კენიის ერთ-ერთ მარილიან ტბაში 1984 წელს. ნებისმიერ მათგანს შეეძლო გადაეტანა კოსმოსში მოგზაურობა და ყოფილიყვნენ დედამიწის პირველი კოლონიზატორები. თუმცა, ასეთი დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა: ექსპერიმენდი გრძელდებოდა სულ სამი საათის განმავლობაში, ამ დროის მანძილზე ვერანაირად ვერ მოხერხდებოდა პლანეტათაშორისი მოგზაურობა.

გამოყენებულია  Technology Review-ის მასალები.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.