Search

Twitter პირადი მიმოწერის საშუალებით ტვიტების გაზიარების საშუალებას იძლევა

  Twitter თავის მომხმარებელს ახალ ფუნქციას სთავაზობს, რომელიც პირად მიმოწერებში ტვიტების  გაგზავნის საშუალებას იძლევა (Direct Messages, განყოფილრბაში ”მესიჯები”). ეს ინფორმაცია კომპანიის ოფიციალური ბლოგის  მეშვეობით გავრცელდა. ტვიტების- პირად მიმოწერასა და აპლიკაცია TweetDeck -ში სხვა მომხმარებლებისთვის გასაზიარებლად საჭიროა დააჭიროთ ხატულას ”სხვა” და აირჩიოთ  «პირადი მესიჯების გაზიარება». Android -სა და iOS-ის მობილურ აპლიკაციებში ფუნქციით სარგებლობისათვის საჭიროა დიდ ხანს დავაჭიროთ შერჩეულ ტვიტს და ჩვენთვის საჭირო […]

Facebook-ს სურს ტექნოლოგიური სიახლეების ცენტრი გახდეს

Facebook  ცდილობს იყოს ტექნოლოგიური სიახლეების წყარო და არა უბრალოდ ბავშვების სურათებისა და მეგობრების ნახვის საშუალება. FB Newswire -ის გამოშვებიდან 7 თვის შემდეგ გიგანტურმა სოც. ქსელმა წარმოადგინა ბრენდული დამატება, რომელიც ყურადღებას ტექნოლოგიის ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენებზე  გაამახვილებს. FB Newswire -სა და Techwire -ს Storyful მართავს, ის გააზიარებს საინტერესო კონტენტს ტექნოლოგიის სფეროდან  Facebook -ზე, რომლებზეც მიმაგრებული იქნება სურათები და ვიდეობი , რომელთა გამოყენებასაც ჟურნალისტებიც შეძლებენ. […]

ბრაუზერის 6 დამატება, რომელიც გააუმჯობესებს Facebook -ზე თქვენს გამოცდილებას

ბრაუზერის დამატების დახმარებით თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ სიახლეების ზოლი, გაუგზავნოთ მესიჯები თქვენს მეგობრებს და განაახლოთ სტატუსი თქვენი ბრაუზერის ხელსაწყოთა პანელიდან. დამატებებს ასევე შეუძლიათ გააუმჯობესონ თქვენი გამოცდილება Facebook -ზე სპეციალური ინსტრუმენტების მეშვეობით, როგორიცაა მაგალითად სურათის გადიდება უბრალოდ კურსორის სურათთან მიტანით. იხილეთ მოსახერხებელი Facebook დამატებების სია : 1.  Social Fixer Social Fixer , როგორც დამატება ხელმისაწვდომია  ძირითადი ბრაუზერებისთვის Internet Explorer -ის გარდა, […]

Instagram-ში ფოტოზე (ვიდეო) წარწერის შეცვლა უკვე შესაძლებელია

სერვის Instagram – ის მომხმარებლები შეძლებენ ფოტოებსა თუ მოკლე ვიდეოებზე გაკეთებული მინაწერების რედაქტირებას მათი გამოქვეყნების შემდეგ. ადრე მომხმარებელი უკვე გამოქვეყნებულ ფოტოზე (ვიდეო) შეცდომით მიწერილ კომენტარს ვერ ცვლიდა და ვალდებული იყო ეს მასალა წაეშალა, თავიდან აეტვირთა და თავიდან დაეწერა კომენტარიც. რედაქტირება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დეტალი იყო Instagram-ის მომხმარებლების მიერ. ახალი ფუნქცია რედაქტირება (edit) თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ფოტოსურათის ქვევით, მენიუში . ამას […]

Facebook-ში ებოლას დასამარცხებლად შემოწირულობის ღილაკი გამოჩნდა

მსოფლიოში უმსხვილეს სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოჩნდა ღილაკი, რომელზე დაჭერითაც მომხმარებელი შეძლებს ებოლას დასამარცხებლად შექმნილ საქველმოქმედო ორგანიზაციებში თავისი წვლილის შეტანას – იტყობინება Facebook. Facebook გვერდის კედელზე, news feed -ის ზევით იქნებიან წარმოდგენილი : წინადადება-დავამარცხოთ ებოლა, ღილაკი შემოწირულობისათვის, საერთაშორისო წითელი ჯვარი და ორგანიზაცია Save the Children  . ეს ფუნქცია მომხმარებლისთვის ხელმისწავდომი 6 ნოემბრიდან გახდა. Facebook ასევე უფასო რეკლამის სახით რეკომენდაციას უწევს ორგანიზაცია იუნისეფს (UNICEF) […]

წლის ბოლოსთვის Wi-Fi ქსელებით დაახლოებით 0,5 მილიარდი ოჯახი ისარგებლებს

2014 წლის ბოლოს იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც Wi-Fi -ის გამოიყენებს დაახლოებით 451 მილიონს მიაღწევს. აცხადებს ანალიტიკური კომპანია Strategy Analytics. ეს მაჩვენებლი კი იმ ოჯახების დაახლოებით 65 პროცენტს წარმოადგენს , რომლებიც არიან ფიქსირებული ფართომასშტაბიანი  წვდომის ინტერნეტ მომხმარებლები. წლის ბოლოს კი ამ ოჯახების რაოდენობა მთელს მსოფლიოში 690 მილიონ მიაღწევს . იმ ქვეყნების სიაში, სადაც ყველაზე პოპულარულია სახლის Wi-Fi პირველ სამეულს ჰოლანდია, სამხრეთ კორეა და ნორვეგია იკავებენ […]

ტაილანდში The Pirate Bay – ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დააკავეს

The Pirate Bay -ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ტაილანდში ინტერპოლის მიერ იქნა დაკავებული. ამის შესახებ,  ქვეყნის პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით, Associated Press იტყობინება. ჰანს ფრედრიკ ლენნარტ ნეია ქსელში ცნობილი TiAMO -ს სახელით საემიგრაციო პოლიციის საგუშაგოს მიერ დაკავეულ იქნა ნონგკჰაის პროვინციაში, ქვეყნის ჩრდილო დასავლეთ ნაწილში ქალაქ ლაოსომის საზღვარზე. სამართალდამცავების თქმით ოთხშაბათს მოხდება მისი ექსდრატირება შვედეთში, სადაც 2009 წელს ნეია და The Pirate Bay -ის თანადამფუძნებლები საავტორო უფლებების […]

მარკ ცუკერბერგმა ტიმ კუკს მადლობა გადაუხადა სექსუალური ორიენტაციის გასაჯაროებისთვის

Apple -ის გენერალური დირექტორ ტიმ კუკის  საჯარო აღიარებას თავის სექსუალურ ორიენტაციაზე Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და მხარი დაუჭირა. ”მინდა მადლობა გადავუხადო მას იმის დემონსტრირებისთვის თუ რას ნიშნავს იყო რეალური, მამაცი და ჭეშმარიტი ლიდერი” – წერს ცუკერბერგი და ჩანაწერში  Bloomberg Businessweek-ისთვის მიცემულ კუკის ინტერვიუს ბმულს ამატებს. ა.შ.შ-ს დროით ხუთშაბათ დილას ტიმ კუკმა პირველად გაასაჯაროვა თავისი არატრადიციული […]

YouTube-ს შემოაქვს გადასახადი ვიდეორგოლების რეკლამების გარეშე საყურებლად

YouTube ფასიანი გამოწერის შესაძლებლობის დანერგვას გეგმავს, რაც მომხმარებელს  საშუალებას მისცემს ვიდეოები რეკლამების გარეშე ნახოს, განაცხადა ვიდეოსერვისის გენერალურმა დირექტორმა სუზან ვოჟიცკიმ Code/Mobile-ის კოფერენციაზე . ამას Re/code ღონისძიების ორგანიზატორები თავიანთი ვებ გვერდის მეშვეობით გვატყობინებენ. ეს ნაბიჯი მომხმარებელს სხვადასხვა სპეციფიკის ვიდეო კონტენტის გამოყენებისას ფართო არჩევანს შესთავაზებს, მითუმეტეს, რომ დღესდღეისობით მომხმარებლების უმეტესობა ვიდეოებს მობილური აპლიკაციების საშუალებით უყურებს, აცხადებს ვოჟიცკი. მობილურ მოწყობილობებზე ახლა […]

Google -მა ჯანმრთელობის მონიტორინგის აპლიკაცია Google Fit გამოუშვა

კომპანია Google -მა გამოუშვა აპლიკაცია Google Fit , რომლის საშუალებითაც მომხმარებელი შეძლებს აკონტრლოს თავისი ჯანმრთელობა და ფიზიკური აქტივობა. ამ ინფორმაციას Google თავის ოფიციალურ ბლოზე აქვეყნებს. აპლიკაცია Google Fit -ის შესახებ პირველად Google I/O – ს კოფერენციაზე ივლისში დაანონსდა. დღეიდან მომხმარებელს მისი გადმოწერა  უფასოდ შეეძლება Google Play მარკეტიდან  Android 4.0 Ice Cream Sandwich და შემდგომი ვერისების მოწყობილობებითვის. Android სმარტფონებში ან სატარებელ მოწყობილობებში (Google […]