Search

შექმნილია ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი რომლის გამტარუნარიანობაც 255 ტერაბაიტ წამამდეა

მეცნიერებმა ჰოლანდიიდან, ა.შ.შ და ჩინეთიდან შექმნეს ახალი ტიპის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რომელსაც შეუძლია გაატაროს ინფორმაცია 255 ტარაბაიტი წამში სიჩქარით. ავტორებმა კვლევების შედეგები ჟურნალ Nature Photonics-ში გამოაქვეყნეს. ახალი მასალის გამტარუნარიანობა თანამედროვე კაბელებზე 21-ჯერ მაღალია, რომელთა მაქსიმუმიც წამში დაახლოებით რვა ტერაბაიტს წარმოადგენს. მეცნიერების კვლევების თანახმად, ინფორმაციის სიჩქარის გადაცემის გაზრდის მოთხოვნილება, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ამის მიუხედავად, დიდი […]

ასტროფიზიკოსები ორმაგი ვარსკვლავის სისტემაში ზეახალის აფეთქებას დააკვირდნენ

ასტროფიზიკოსების საერთაშორისო კოლექტივი აკვირდებოდა ზეახალის აფეთქებისგან გამოწვეულ ცეცხლის ბურთის გაფართოებას. დაკვირვებების შედეგები ავტორებმა ჟურნალ Nature-ში გამოაქვეყნეს. მეცნიერებმა შეძლეს ცეცხლის ბურთის პარამეტრების განსაზღვრა – დიდი ბურთი მოელვარე ცხელი მატერიისგან და მისი გამოსხივებისგან შედგებოდა, რომელიც  თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის აფეთქების შედეგად წარმოიშვა – ვარსკვლავის, რომლის მასაც შეიძლება შევადაროთ ჩვენი მზისას რადიუსი კი დედამიწისას. ასეთი ობიექტის გაფართოებას თან ახლავს ძლიერი […]

ექიმებმა პირველად განახორციელეს „მკვდარი“ გულის ტრანსპლანტაცია

ავსტრალიელმა ქირურქებმა მსოფლიოში პირველებმა შეძლეს სამი პაციენტისათვის გადაენერგათ „მკვდარი“ გული, იტყობინება The Guardian. გულის ტრანსპლანტაციას, რომელმაც უკვე შეწყვიტა ცემა, მეცნიერებმა ეპოქალური მოვლენა უწოდეს: ახალი ტექნიკის წყალობით გაიზრდება გადასანერგად ვარგისი ორგანოების რიცხვი, რაც მინიმუმ 30 პროცენტით მეტი ადამიანის გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. ამ დროისთვის გულის ტრანსპლანტაციისას მხოლოდ „ცოცხალი“ ორგანოები გამოიყენება, ამ ორგანოებს კი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში მყოფი ადამიანების […]

აღმოჩენილია დიდი აფეთქების შემდეგ სამყაროს ექსპანსიის დამადასტურებელი ფაქტები

აღმოჩენილია უძველესი გამოსხივება (რელიქტური) და ასევე კოსმოსური ინფლაციის კვალი – სამყაროს ექსპონენციალური გაფართოება, რომელიც დიდი აფეთქების შემდეგ წამის მეასედში მოხდა. ასეთი განცხადებით გამოვიდა 70-ზე მეტი საერთაშორისო მეცნიერისგან შემდგარი გუნდი, რომლებიც პროექტ POLARBEAR-ში მუშაობენ. აღმოჩენის შესახებ ასტრონომები მოუყვნენ ჟურნალ Astrophysical Journal. POLARBEAR — ეს არის ატაკამას უდაბნოში (ჩილე) მიმდინარე ექსპერიმენტი, ტელესკოპ „ხუან ჩან“-ის მეშვეობით, ის განთავსებულია ჯეიმს […]

2014 წლის სექტემბერი ისტორიაში ყველაზე ცხელ თვედ აღიარეს

2014 წლის სექტემბერი, ისევე როგორც მისი წინა ხუთი თვე, აღმოჩნდა კლიმატოლოგიური დაკვირვებების ისტორიაში ყველაზე ცხელი. ამის გამო მიმდინარე წელს აქვს შანსი გახდეს ყველაზე ცხელი, რაც დასტურდება კლიმატური მონაცემების ნაციონალური ცენტრის ბოლო მონაცემებით (ა.შ.შ). ამის შესახებ იტყობინება ინტერნეტ გამოცემა Climate Central. ჯერ კიდევ აგვისტოში სიაში მესამე ადგილს იკავებდა (1998 და 2010 წლების შემდეგ). თუმცა სექტემბრის შემდეგ, […]

იაპონელი მამაკაცი 3D პრინტერზე იარაღის ამობეჭდვისათვის 2 წლით დააპატიმრეს

28 წლის იაპონელ ესიტომო იმურას (Yoshitomo Imura) მიუსაჯერ 2 წლიანი ციხის განაჩენი 3D პრინტერზე იარაღის ამობეჭდვისა და მისი შენახვისათვის. ამის შესახებ იტყობინება Agence France-Presse. 2014 გაზაფხულზე იმურამ მიიქცია პოლიციის ყურადღება იმით, რომ მან ინტერნეტში დადო ვიდეოინსტრუქცია, თუ როგორ უნდა ააწყო იარაღი 3D პრინტერზე დაბეჭდილი დეტალებისაგან. დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებმა მისი საცხოვრებელი ბინიდან იარაღის ხუთი ნიმუში ამოიღეს. მსოფლიოში […]

ამერიკულმა საიდუმლო უპილოტო აპარატმა ორბიტაზე თითქმის ორი წელიწადი გაატარა

პერსპექტიული ორბიტალური ამერიკული თავდაცვითი უპილოტო საფრენი აპარატი X-37B თითქმის ორწლიანი ფრენების შედეგად დაეშვა კალიფორნიაში. ამის შესახებ იტყობინება Space.com უპილოტო აპარატი ადგილობრივი დროით 09:24 საათზე დაეშვა ავიაბაზა ვანდერბერგზე. მრავალჯერადი აპარატის გაშვება მოხდა 2012 წლის 12 დეკემბერს, მან ორბიტაზე 674 დღე გაატარა, სატესტო ორბიტალური აპარატების მისიის ფარგლებში (Orbital Test Vehicle). აღნიშნული მისიის ფარგლებში ამ დროისთვის განხორციელდა სამი უპილოტო […]

არგენტინამ წარმატებით გაუშვა პირველი თანამგზავრი

ARSAT-1 — პირველი არგენტინული სატელეკომუნიკაციო თანამგზავრია, რომელიც აწყობილია ლათინური ამერიკის ტერიტორიაზე, ადგილობრივი ტექნოლოგიების გამოყენებით და წარმატებით გაეშვა გვინეადან კურუ-ის კოსმოდრომიდან. ორბიტაზე (სიმაღლე 36 ათასი კილომეტრი) ARSAT-1 გაიყვანა ევროპულმა რაკეტა მატარებელმა „არიან-5“. არგენტინის პრეზიდენტმა კრისტინა ფერნანდესმა აღნიშნა, რომ ASRAT-1-ის გაშვების შემდეგ, მისი ქვეყანა შევიდა სახელმწიფოების ელიტურ კლუბში, რომლებსაც შეუძლიათ საკომუნიკაციო თანამგზავრების აშენება. ამ კლუბის წევრები ასევე არიან […]

ასტროფიზიკოსები ვარაუდობენ, რომ ბნელი მატერიის კვალს მიაგნეს

ბრიტანელმა ასტროფიზიკოსებმა განაცხადეს, რომ მზის ბირთვში აღმოაჩინეს აქსიონები – რომლებიც ითვლება ბნელი მატერიის შემადგენელ ნაწილაკებად. კვლევების შედეგების გამოქვეყნებას ავტორები გეგმავენ 2014 წლის 20 ოქტომბერს ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში. სპეციალისტებმა კოსმოსური ტელესკოპი XMM-Newton-ის მეშვეობით აღმოაჩინეს სუსტი რენტგენული გამოსხივების კვალი დედამიწის მაგნიტურ ველში. ასეთი ტიპის გამოსხივების წყარო, მეცნიერების თქმით, შესაძლოა მზის აქსიონები იყოს, […]

ახლადაღმოჩენილი, საინტერესო სუბატომური ნაწილაკი Ds3

ახლად აღმოჩენილი სუბატომური ნაწილაკი, საშუალებას მოგვცემს შევისწავლოთ, თუ როგორ ფუნქციონირებენ ბუნების ყველაზე მძლავრი ურთიერთქმედებები. მცირედის შესწავლას ძალიან დიდი ჯგუფის ძალისხმევა დასჭირდა. ახალი მეოზონი Ds3-ის შემთხვევაში, Physical Review Letters და Physical Review D-ში მისი აღმოჩენის შესახებ 800 ავტორმა განაცხადა. ყოველდღიურობაში საკმაოდ კარგად ვიცნობთ გრავიტაციას და ელექტრომაგნეტიზმს. თუმცა, სუბატომურ დონეზე, ნაწილაკების ქცევას ძლიერი და სუსტი ბირთვული ძალები აკონტროლებენ. ძლიერი […]