Ubisoft-მა სამი პირობით-უფასო თამაში წარადგინა

Gamescom-ის ჩვენებაზე, კომპანია Ubisoft-მა ერთდროულად სამი ახალი თამაში წარადგინა. სამივე მათგანი პირობით-უფასო პროექტი გახლავთ და პირველ რიგში, გათვლილია ქსელში სათამშოდ. ბრაუზერული სტრატეგიული RPG, Might & Magic Heroes Online — ეს გახლავთ თამაში, ყველასათვის კარგად ნაცნობი გმირებით, თუმცა მრავალმომხმარებლიანი ელემენტებითა და მარტივი სურათით. ვირჩევთ გმირს, ვქმნით არმიას და ვიწყებთ მოგზაურობას ასჰანას ფანტასტიკურ სამყაროში. მთავარი მიზანი — რაც შეიძლება მეტი არტეფაქტების […]
Apple კონკურენტუნარიანი გარემოს მოსპობას და საკუთარი ისტორიული მოგების შენარჩუნების მიზნით, მომხმარებლის არჩევანშე შეზღუდვას ცდილობს

კომპანია Apple-მა დაასახელა თანხის ის ოდენობა, რომლის მიღება მას Samsung-სგან სურს. ვაშლების იმპერიის მტკიცებით, სამხრეთ კორეელების სმარტფონებში და პლანშეტებში თითქოს დაკოპირებულია iPhone-ს და iPad-ის დიზაინისა და ფუნქციონალის ელემენტები. Apple-ის აზრით, სწორედ ეს ფაქტი გახდა იმის მიზეზი, რომ სამსუნგმა შეძლო კომუნიკატორების მსოფლიო ბაზრის სათავეში მოქცევა. რა თქმა უნდა Samsung ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ აწარმოებს უნიკალურ პროდუქტს, კონკურენციის ხარისხის გაზრდის მიზნით. […]
Total War: Rome 2 დაანონსდა

პლანეტის უმთავრესი სტრატეგიული სერიალის, Total War–ის შემქმნელი, ბრიტანული სტუდია The Creative Assembly, ახალ პროექტზე მუშაობს. ცნობილი გახდა, რომ დამუშავების პროცესშია მორიგი სტრატეგია, Total War: Rome 2 (როგორც იქნა!), რომელიც მხოლოდ PC-ზე გამოვა. გამოსვლის საორიენტაციო თარიღი — 2013 წლის მეორე ნახევარი. როგორც სათაურიდან ჩანს, ჩვენ გველოდება უძველესი რომი, სადაც ბოლოს 2004 წელს ვიყავით, როცა Rome: Total War გამოვიდა. Shogun 2–ის ვიწრო გეოგრაფიული ფოკუსისგან განსხვავებით, Rome […]
JXD S5110: Android 4.0-ის მართვის ქვეშ ფუნქციონირებადი ჯიბის სათამაშო კონსოლი

ჩინურმა კომპანია JinXing Digital–მა ჯიბის სათამაშო კონსოლი, JXD S5110 გამოუშვა, რომელიც ვიზუალურად ძალიან გავს PlayStation Vita–ს. მოწყობილობის „გული“ — ARM Cortex-A9–ის გიგაჰერცული პროცესორი, Mali400–ის გრაფიკული კონტროლერით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 512 მბ–ს უტოლდება; ჩაშენებულ ფლეშ–მოდულის — ტევადობა 4 ან 8 გბ–ს. კორპუსის წინა მხარეს განთავსებულია მართვისა „ორგანოები“ და სენსორული დისპლეი, „მულტითაჩ“ ინტერფეისის მხარდაჭერით. ეკრანის ზომა 5 დიუმს უტოლდება, გაფართოება — 800×480 წერტილს. გარდა ამისა, კონსოლის […]
iPhone 4S-ის ევროპაში გაყიდვა დაიბლოკება

ალბათ, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს Samsung–ის მუქარა Apple–ის მიმართულებით, რომელიც რადიკალური ზომების მიღებას ითვალისწინებდა. როგორც ჩანს მუქარა ძალაშია და სამხრეთ კორეელები არ აპირებენ უკან დახევას. iPhone 4S–ის გაცნობა ნორმალურად ვერც კი მოვასწარით, რომ, ორი სარჩელით, Samsung–მა უკვე მიმართა სასამართლოს. მოთხოვნა: iPhone 4S–ის საფრანგეთისა და იტალიის ბაზრიდან ამოღება. ინფორმაცია, მომხდართან დაკავშირებით, Samsung–ის ოფიციალურ ბლოგზე გამოქვეყნდა. ყველასათვის ნათელია Samsung Electronics–ის ქმედება — მან სპეციალურად შეიტანა […]
დრონების ახალი ფუნქცია Wi-Fi–ის განვითარებაში

მძლავრი და ხარისხიანი კავშირი სჭირდებათ არა მხოლოდ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, არამედ სწრაფი ინტერნეტი და სტაბილური მიღება ერთ–ერთი ძირითადი ფაქტორია სამაშველო სამსახურებისთვისაც. მათ, ისე როგორც არავის, სჭირდებათ უპრობლემო და ხარისხიანი წვდომა მონაცემთა შიდა ბაზებთან კონლრეტული პრობლემების გადასაჭრელად. ლოზანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ინტელექტუალური სისტემების ლაბორატორიამ შეიმუშავა პროექტი სახელწოდებით SMAVNET (Swarming Micro Air Vehicle Network), რომელიც Wi-Fi–ის განვითარების საშუალებას იძლევა. სიგნალის […]
ამერიკულ უპილოტოებს ვირუსებმა შეუტია

მავნე პროგრამა, რომელმაც კრიჩის ავიაბაზის კომპიუტერებში შეაღწია, საიდანაც შეერთებული შტატების საჰაერო ძალების დრონების უმეტესობა იმართება, კლავიატურიდან შეყვანილ ყველა ინფორმაციას იპარავს. მასთან გამკლავება კი ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ვირუსი, რომელიც კეილოგერს მოიცავს, ორი კვირის წინ პენტაგონის უსაფრთხოების სისტემის, Host-Based Security System–ის საშუალებით აღმოაჩინეს. ავღანეთის ცაზე მფრინავ დრონებს პრობლემა ჯერჯერობით არ შექმნიათ, არც ინფორმაციის გაჟონვა დაფიქსირებულა, მიუხედავად ამისა საფრთხის რისკი მაინც […]
ერიკ შმიტდი: Motorola–ს შეძენა Android–ის ბაზარზე კონკურენციას ხელს არ შეუშლის

საძიებო სისტემის მონსტრის მიერ Motorola Mobility–ის შეძენამ, და რაც მთავარია მობილურ ტექნოლოგიებში 17 000–ზე მეტ პატენტზე წვდომამ, სმარტფონების, პლანშეტებისა და სხვა კომუნიკატორების ბაზარზე უმსხვილეს მოთამაშეებთან შედარებით, Google–ს ბევრად უფრო ხელსაყრელი პოზიციაზე ყოფნის საშიალება მისცა. კომპანია Gartner–ის ანალიტიკოსის, მაიკლ გარტენბერგის აზრით, 12,5 მ.ლ.რ.დ. დოლარად Google–ის მიერ Motorola Mobility–ის შეძენა, Android–მოწყობილობების სხვა მწარმოებლებისთვის ნამდვილი «ღამის კოშმარი» გახდა. ისეთი კომპანიებს, როგორებიც არიან Samsung და […]
შუთერი, Hard Reset სექტემბრის შუა რიცხვებში გამოჩნდება

პირველი სახის შუთრი, Hard Reset, გაყიდვაში 2011 წლის 13 სექტემბერს გამოჩნდება. პოლონური სტუდიის, Flying Wild Hog პროექტი ონლაინ–დისტრიბუციის სისტემის, Steam–ის საშუალებით გავრცელდება. მისი ფასი — $30. როგორც დეველოპერები იუწყებიან, ჩვენ გველოდება მომავლის კიბერ–სამყაროში გასეირნება, სადაც, რობოტებთან ბრძოლის შედეგად, Homo Sapiens–ის უმეტესობა განადგურდა. გადარჩენილებმა თავი ქალაქ ბეზოარს შეაფარეს. ჩვენ (მაიორი ფლეტჩერი) მოგვიწევს მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა და მანქანების მიერდ ალყაში მოქცეული ქალაქის დაცვა. თამაშის […]
Star Wars: The Old Republic-ის ბეტა ტესტირება 2 სექტემბერს დაიწყება

MMO-თამაშის, Star Wars: The Old Republic–ის პირველი ბეტა ტესტირება სტარტს იღებს პარასკევს — 2 სექტემბერს. კომპანია BioWare, რომელიც თამაშის დამუშავებით არის დაკავებული, ეგრეთწოდებული ბეტა–უიქენდის მოწყობას გეგმავს. მოკლედ რომ ვთქვათ ტესტირება პარასკევიდან კვირის ჩათვლით ჩატარდება; ყოველ კვირას ტესტირების შემადგენლობა შეიცვლება: დეველოპერები მონაწილეებს შემთხვევითი წესით აირჩევენ. გსურთ მოსინჯოთ ძალები? დარეგისტრირდით პროექტის ოფიციალურ საიტზე. თამაშის სიუჟეტი აღწერს მოვლენებს, რომელიც ვითარდებოდა ფილმებში […]