Twisted Metal-ის რელიზი თებერვალში შედგება

ცნობილია სარბოლო ექშენის, Twisted Metal–ის ჩრდილო ამერიკული რელიზის ზუსტი თარიღი — 2012 წლის 14 თებერვალი. ინფორმაცია გაავრცელა პროექტის მთავარმა დიზაინერმა და ხელმძღვანელმა, დევიდ ჯეფმა (David Jaffe). Sony Computer Entertainment–ის (SCE) ამერიკულ განყოფილებას თამაშის გამოშვება 4 ოქტომბრისთვის უნდოდა, თუმცა დაუსახელებელი მიზეზების გამო თამაშის რელიზი გადაიდო. ევროპული რელიზის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ თამაში მხოლოდ PS3–სთვის იწერება; სტუდია — Eat Sleep Play. მომხმარებელს […]
Samsung Galaxy-ის ევროპაში გაყიდვა აიკრძალა

კომპანია Apple–მა, ევროპაში, Samsung–ის წინააღმდეგ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ კომპანიებს შორის უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს სასამართლო გარჩევები. სტივ ჯობსის იმპერია სამხრეთ კორეულ მწარმოებელს, iPad–დან და iPhone–დენ დიზაინის, სამომხმარებლო ინტერფეისისა და გაფორმების დაკოპირებაში ადანაშაულებს. «სამსუნგი» კი Apple–ს მონაცემთა უკაბელო გადაცემის, ენერგომოხმარების შემემცირებელი საშუალებისა და შეცდომების კორექციის პატენტის უფლების დარღვევაში სდებს ბრალს. მიმდინარე წლის აგვისტოში, გერმანიის სასამართლომ დროებით აკრძალა Samsung Galaxy […]
გამოვიდა Warhammer 40,000: Space Marine–ის დემოვერსია

გამოვიდა მესამე სახის ექშენის, Warhammer 40,000: Space Marine–ის დემოვერსია, იუწყება სტუდია Relic Entertainment. დემო ხელმისაწვდომია სამივე პლატფორმისათვის: PC, Xbox 360 და PS3. PC-ის მფლობელებს სიახლის გადმოწერა შეუძლიათ Steam–სისტემიდან, ამისთვის საკმარისია უბრალოდ დააჭიროთ ამ ბმულს. ჩვენს განკარგულებაშია ორი დონე, სადაც ჩვენ მოგვიწევს კოსმოსური ორკების განადგურება და რეაქტიული კოსმოდესანტური ზურგჩანთით ფრენა. რაც შეეხება თამაშის სრულფასოვან რელიზს, რომელზეც გამომცემლობა THQ ზრუნავს — 6 სექტემბერს […]
სტუდია Dontnod თამაშ Adrift–ზე მუშაობს

ფრანგული სტუდია Dontnod 2012 წლის მიწურულისთვის მესამე სახის სათავგადასავლო ექშენს, Adrift–ს გამოუშვებს. პროექტი PS3–სა და Xbox 360–ზე გამოვა, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ წინასწარი მონაცემებით, რადგან თამაშს ჯერჯერობით გამომცემელიც კი არ ჰყავს. უფრო ზუსტი და კონკრეტული ინფორმაცია, როგორც დეველოპერები გვპირდებიან, უახლოესი მომავლისთვის იქნება ცნობილი. მოთამაშეები მოხვდებიან 2084 წლის ნეო–პარიზში. თქვენ გელოდებათ ნამდვილი დისტოპია, შეთქმულებები და სრული ქაოსი. XXI საუკუნის დასაწყისში სოციალური […]
ყოველი მეხუთე ვებ–მომხმარებელი Amazon–ზე შედის

Amazon–ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ჯეფ ბეზოსი (Mario Tama / Getty Images–ის ფოტო). კომპანია comScore–მ წამყვანი ონლაინ–მარკეტებისა და ინტერნეტ–მომსახურების (რომლებიც გაყიდვებს ეხება) მომხმარებელთა საერთო რაოდენობა შეაჯამა. გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ივნისში Amazon–ს 282 მლნ «იუზერი» ეწვია, ანუ 15 წელს გადაცილებულ ინტერნეტ მომხმარებელთა 20,4%. მარტივად რომ ვთქვათ, ვებ–მაღაზიას პლანეტის ყოველი მეხუთე ადამიანი იყენებს, რომელსაც გააჩინა ინტერნეტთან წვდომა (მითითებულ ასაკობრივ კატეგორიაში). […]
მობილური კომპიუტერების ბაზარზე Apple ლიდერობას არავის უთმობს

Apple-ის დამფუძნებელი, სტივ ჯობსი, MacBook Air–ის ახალ მოდელის პრეზენტაციაზე (Josh Lowensohn / CNET–ის ფოტო). კომპანია DisplaySearch–მა, 2011 წლის მეორე კვარტლის, მობილური კომპიუტერების მსოფლიო ბაზარზე ძალთა გადანაწილება შეაფასა. გამოქვეყნებული სტატისტიკა გულისხმობს ნოუთბუქებისა და პლანშეტების გაყიდვების მოცულობას. სამი თვის განმავლობაში, მთელს მსოფლიოში, 64,4 მლნ პორტატული PC გაიყიდა, რაც 2010 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 28%–ით მეტია. მოთხოვნა პლანშეტებზე, წლიური გამოთვლებით, […]
Binary Domain–ის რელიზი 2012–წლის თებერვალში შეგდგება

გამომცემლობა SEGA–მ მესამე სახის კონსოლური შუთერის, Binary Domain–ის რელიზის ზუსტი თარიღი დაასახელა: 14 თებერვალს თამაში ა.შ.შ–სა და კანადაში გამოვა, ხოლო 17–ში — ევროპაში. თამაში, ტოსიჰიტო ნაგოსის (Toshihiro Nagoshi) ხელმძღვანელობით, რომელიც გეიმერებისთვის კარგად არის ცნობილი Yakuza–ს სერიიდან, სტუდია SEGA Japan–ში იქმნება. Binary Domain მხოლოდ PS3–ზე და Xbox 360–ზე გამოვა. თამაშის სიუჟეტი მომავალში (2080 წელი) ვითარდება. ადამიანებსა და მოაზროვნე რობოტებს შორის მიმდინარეობს ომი გადარჩენისათვის. პრობლემის […]
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო, Standard & Poor’s Google–ის აქციების გაყიდვას გვირჩევს

Google–ის დამაარსებელი, სერგეი ბრინი (Kim Kulish / Corbis–ის ფოტო). Standard & Poor’s–მა, რომელიც ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან სარეიტინგო სააგენტოს წარმოადგენს, Google–ის აქციების შეძენის რეკომენდაცია მისი გაყიდვის გადაწყვეტილებით შეცვალა. მიზეზი — საძიებო ვებ–კორპორაციის მიერ Motorola Mobility–ის შეძენა. შეთანხმების თანახმად, Google თავის მორიგ შენაძენს $12,5 მლრდ–ს გადაუხდის. ეს მაჩვენებელი Motorola Mobility–ის საბაზრო კაპიტალიზაციას 63%–ით აღემატება; ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა ორივე კომპანიის ხელმძღვანელობამ. Standard […]
Microsoft–მა გახსნა ბლოგი — «Windows 8–ის შექმნა»

სტივენ სინოფსკი (Microsoft–ის ფოტო). კორპორაცია Microsoft–მა გახსნა ბლოგი სახელწოდებით «Windows 8–ის შექმნა», სადაც, როგორც დაგეგმილია, რეგულარულად განთავსდება ინფორმაცია OS-ის დამუშავების შესახებ. პირველი პოსტი გამოაქვეყნა Microsoft–ის პლატფორმა Windows–ის განყოფილების პრეზიდენტმა, სტივენ სინოფსკიმ. მისი თქმით, ახალი ოპერაციული სისტემა იქნება საუკეთესო პლატფორმა ძველი თუ უახლესი გამომთვლელი მანქანებისათვის. Microsoft–ში კი აცხადებენ, რომ ეს იქნება ყველაზე დახვეწილი OS კომპანიის არსებობის ისტორიაში. სინოფსკიმ ასევე აღნიშნა, რომ Windows […]
Nokia წყვეტს Symbian-სმარტფონების გაყიდვას

Nokia–ს ჩრდილო ამერიკული განყოფილების ხელმძღვანელი, კრის ვებერი (All Things Digital–ის ფოტო). Nokia წყვეტს Symbian–მოწყობილობების გაყიდვას ა.შ.შ–სა და კანადის ბაზარზე. ამის შესახებ, Nokia–ს ჩრდილო ამერიკული განყოფილების ხელმძღვანელის, კრის ვებერის (Chris Weber) განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყებიან «სანდო ვებ–რესურსები». მისი თქმით, კომპანია Symbian–სმარტფონებისა და S40–პლატფორის მქონე აპარატების მიწოდების შეწყვეტას გეგმავს. ამასთან დასძინა, რომ ჩრდილო ამერიკული ბაზარი კომპანიისთვის ერთ–ერთ პრიორიტეტულ ბაზრად რჩება: ამ ნაწილისთვის დაგეგმილია Windows Phone 7–ის […]