30 ივნისს ITC მიიღებს გადაწყვეტილებას Apple–სა და RIM–ის წინააღმდეგ Kodak–ის სარჩელთან დაკავშირებით

Kodak–ის აღმასრულებელი დირექტორი, ანტონიო პერესი (Mark Ovaska–ს ფოტო). დასასრულს უახლოვდება Kodak–ის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვა, რომელიც Apple–სა და Research In Motion–ს (RIM) პატენტის უფლების დარღვევაში ადანაშაულებს. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის იანვარში Kodak–მა Apple-სა და RIM–ს სხვისი ტექნოლოგიის საკუთარ კომუნიკატორებში უკანონოდ გამოყენების გამო უჩივლა. იმავე წლის იანვარშივე ა.შ.შ–ს საერთაშორისო სავაჭრო კომისმიამ (ITC) უარყოფითი პასუხი გასცა Kodak–ის პრეტენზიებს, რადგან ის სრულიად უსაფუძვლოდ ჩათვალა. თუმცა […]
15 წლის განმავლობაში, პირველად, IBM–ის კაპიტალიზაციამ Microsoft–ს გაასწრო

IBM–ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, სამუელ პალმიზანო (Erica Berger / Corbis–ის ფოტო). გასული კვირის მიწურულს IBM–ის საბაზრო ღირებულებამ $208,1 მლრდ–ს მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ, პირველად, 15 წლის განმავლობაში კორპორაციამ შეძლო Microsoft–ის კაპიტალიზაციისთვის გაესწრო. გასულ პარასკევს «მაიკროსოფტის» საბაზრო ღირებულებამ, დაახოებით, $208,0 მლრდ შეადგინა. ამასთან, ორივე კომპანიის საბაზრი ღირებულება საკმაოდ ჩამორჩება Apple–ს — ინფორმაციული ტექნოლოგიების ლიდერის კაპიტალიზაცია, დაახლოებით $311,6 მლრდ–ს უტოლდება. დღეისათვის, სტივ ჯობსის […]
Microsoft + Nokia + BlackBerry vs Google & Apple

Microsoft–ის გენერალური დირექტორი, სტივ ბალმერი (2011 წლის იანვარი; Jon Snyder / Wired.com–ის ფოტო). ცნობილი გახდა, რომ Microsoft–ის Bing პასუხს აგებს ახალი BlackBerry–ების საძიებო სისტემაზე. აშკარაა, ამით Microsoft–მა აღაირა ის ფაქტი, რომ მობილურების მსოფლიო ბაზარზე მარტო ვერასოდეს შეძლებს დაეწიოს ისეთ გიგანტებს როგორებიც არიან Google და Apple. თუმცა შეძლებს კი Microsoft წარმატების მიღწევას, თუნდაც, Nokia–სა და BlackBerry–ს დახმარებით? გუშინ, BlackBerry World–ის კონფერენციაზე (3–5 მაისი, ორლანდო, […]
Galaxy S II-მა, კორეაში, წინასწარი გაყიდვების მოცულობით, iPhone 4–ს გაასწრო

ახალი ფლაგმანური სმარტფონის, Samsung Galaxy S II–ის გაყიდვები, სამხრეთ კორეაში, 25 აპრილს დაიწყო. გაყიდვების დაწყებიდან რამდენიმე დღით ადრე, სამი სამხრეთ–კორეული ოპერატორისგან, Samsung–მა 200 ათასი წინასწარი შეკვეთა მიიღო. პირველ 30 წუთში, დაახლოებით, 10 ათასი შეკვეთა გაფორმდა, ხოლო მომდევნო 64 წუთში მათი რაოდენობა გაორმაგდა. შედარებისთვის: აგვისტოში Apple–მა კორეელებისგან iPhone 4–ის, მხოლოდ, 110 ათასი შეკვეთა მიიღო. როგორც ჩანს, Galaxy S II–ის რეკორდს, საკმაოდ დიდი […]
ფიჭური აპარატების გაყიდვების მოცულობა 20 პროცენტით გაიზარდა

Kate Mitchell / Corbis–ის ფოტო. კომპანია IDC–იმ მობილური ტელეფონებისა და სმარტფონების, 2011 წლის პირველი კვარტლის, მსოფლიო ბაზრის მონაცემები გამოაქვეყნა. «ჭკვიან ტელეფონებზე» მოთხოვნების ზრდის ფონზე, ფიჭური აპარატების გაყიდვების მოცულობა 20%–ით გაიზარდა. თუ 2010 წლის პირველ კვარტალში 310,5 მლნ «ყურმილი» გაიყიდა, მიმდინარე წელს ამ მაჩვენებელმა 371,8 მლნ ერთეულს გადააჭარბა. ფინური Nokia ისევ უმსხვილეს მწარმოებლად რჩება, თუმცა ერთი წლის განმავლობაში მისი საბაზრო წილი 34,7–დან 29,2%–მდე შემცირდა. სამი […]
Samsung-მა Apple–ის პრეტენზიებს სასამართლოში შეტანილი საჩივრით უპასუხა

Apple-ს სვლაა (Aeromental-2–ის ფოტო). კომპანია Samsung–მა შეასრულა დანაპირები და ინტელექტუალური საკუთრების ქურდობის ბრალდების საპასუხოდ Apple–ის წინააღმდეგ სასამართლოში სამი საჩივარი შეიტანა. შეგახენებთ, რომ კონფლიქტი Apple–ის მხრიდან დაიწყო, სტივ ჯობსის იმპერიამ სამხრეთ–კორეული კომპანია პლანშეტური კომპიუტერებსა და Galaxy სმარტფონებში დიზაინისა და სამომხმარებლო ინტერფეისის დაკოპირებაში დაადანაშაულა. «სამსუნგმა» მაშინვე მიანიშნა, რომ ამ პრეტენზიაზე პასუხის გაცემას არ დააყოვნებდა. დღეისათვის Apple–ის წინააღმდეგ სარჩელი სამხრეთ–კორეაში, გერმანიასა და იაპონიაშია შეტანილი. ჯობსის […]
Samsung Apple–ის ბრალდებას პლაგიატში სიმეტრიულად უპასუხებს

Samsung Galaxy S (მარცხნივ) და Apple iPhone (BlogSpot.com–ის ფოტო). კომპანია Samsung–მა განაცხადა, რომ Apple–ს საპასუხო პრეტენზიებს წაუყენებს ბრალდებაზე, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების ქურდობას ეხება. შეგახსენებთ, რომ სტივ ჯობსის იმპერიამ სამხრეთ–კორეული კომპანია პლანშეტური კომპიუტერებსა და Galaxy სმარტფონებში დიზაინისა და სამომხმარებლო ინტერფეისის დაკოპირებაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, «სამსუნგს» ბრალი ედება, მთელ რიგ, პატენტის უფლების დარღვევაში. შესაბამისი სარჩელი კალიფორნიის (ა.შ.შ) ჩრდილოეთ ოლქის სასამართლოშია გაგზავნილი. «საკუთარი […]
redsn0w untethered jailbreak iOS 4.3.1

ელოდებოდით ლამაზ და ადვილ ჯეილბრეიქს iOS 4.3.1 ვერსიისათვის? დღეს თქვენ გაგიმართლათ: Dev-Team-მა გამოაქვეყნა redsnow 0.9.6rc9 ორივე Windows და Mac OS X პლატფორმებისთვის, რაც ჩვეულებრივ მოკვდავებსაც აძლევს საშუალებას გაათავისუფლოს მათი მოწყობილობები ეფლის ხელბორკილებისგან 🙂 მხარდაჭერილია მხოლოდ iPhone 3G, iPhone 3GS (GSM); iPod touch 3G, 4G; iPad 1 და Apple TV 2G. ალბათ მოელოდით iPad2-ის ჯეილბრეიქსაც, მაგრამ […]
Apple ინტერნეტ–მაღაზია Amazon–ს სასამართლოში უჩივის

კომპანია Amazon-მა ძლივს მოასწრო გაეხსნა საკუთარი app store Google Android–ის პლატფორმებისთვის, რომ უკვე ეს კონკრეტული შემთხვევა სასამართლო გარჩევის მიზეზი გახდა. Apple, როგორც იუწყებიან, Amazon–ს უჩივის ბრალდებით, რომ ის გაშვებულ სერვისში «არაკანონიერად იყენებს App Store–ს სავაჭრო მარკას», ასევე მოპასუხე დადანაშაულებულია არაჯანსაღ კონკურენციასა და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანაში. კომპანია Apple მაღზია Amazon–ში ტერმინ App Store–ს აკრძალვასა და ფულადი კომპენსაციის გადახდას მოითხოვს. «ბრალდებულ» ჯეფ ბეზოსს ამ თემასათან დაკავშირებით […]
Toshiba: ჩვენი პლანშეტი უკეთესია, ვიდრე iPad 2!

Toshiba-ს ავსტრალიური ქვეგანყოფილების გენერალურმა მენეჯერმა რობ უილკინსონმა (Rob Wilkinson) კომენტარი გააკათა პლანშეტური კომპიუტერის Apple iPad 2-ის გამოსვლის შესახებ. უილკინსონის განცხადებით Toshiba-s პლანშეტი, რომელიც არის Android 3.0 ვერსიის ბაზაზე ჯობია «აიპადს» მთელი რიგი პარამეტრებით. შეგახსენებთ, რომ Toshiba-მ თავისი პლანშეტი წარმოაგინა Mobile World Congress 2011-ის გამოფენაზე. მოწყობილობას აქვს 10,1-დიუმიანი დისპლეი, ორბირთვიანი ARM-პროცესორი (პლატფორმა nVidia Tegra), 32 გბ მეხსიერება, Wi-Fi, GPS და ა.შ. […]
