Cisco-მ კვარტალური მოგება, თითქმის, 20 პროცენტით გაზარდა

კომპანია Cisco-ს აღმასრულებელი დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჯონ ჩემბერსი RSA-ს კონფერენციაზე (2009 წლის 22 აპრილი, სან-ფრანცისკო, ა.შ.შ; Justin Sullivan / Getty Images-ის ფოტო). კომპანია Cisco-მ მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მუშაობის შედეგები გამოაქვეყნა. ქსელური მოწყობილობების ცნობილი მწარმოებლის შემოსავალი 19,2%-ით გაიზარდა და $10,75 მლრდ-ს მიაღწია. ასევე 8%-ით გაიზარდა კომპანიის სუფთა მოგება: თუ ერთი წლით ადრე Cisco-ს […]
მომავალ წელს iPad-ის გაყიდვების რაოდენობამ შესაძლოა 48 მლნ ერთეულს მიაღწიოს

შეძლებს კი სტივ ჯობსის იმპერია ანალიტიკოსის ოპტიმისტური პროგნოზიზ გამართლებას? (რეიტერის ფოტო). ანალიტიკოსები Apple-ის პროდუქციის, პლანშეტურ კომპიუტერ iPad-სა და კომუნიკატორ iPhone-ის გაყიდვების უსწრაფეს ზრდას პროგნოზირებენ. Wedge Partners-ის სპეციალისტის ბრაიან ბლეირის აზრით, მომავალ წელს iPad-ის გაყიდვების რაოდენობამ შესაძლოა 45-48 მლნ ერთეულს მიაღწიოს. 2010 წელს, როგორც მოსალოდნელია, მთელს მსოფლიოში, დაახლოებით, 13,5 მლნ «აიპადი» გაიყიდება. ასევე, ბატონი ბლეირი ვარაუდობს, რომ […]
მობილური ტელეფონების გაყიდვა მესამედით გაიზარდა

Nokia-ს ფლაგმანური მაღაზია ჩიკაგოში (FoneArena.com-ის ფოტო). Gartner-ის ანალიტიკოსების შეფასებით, მსოფლიო ბაზარზე, მობილური აპარატების გაყიდვის მაჩვენებელი ორნიშნა პროცენტით გაიზარდა. ივლისიდან სექტემბრამდე, სულ, 417 მლნ მობილური ტელეფონი და სმარტფონი გაიყიდა. ეს მაჩვენებელი გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 35%-ით მეტია. სმარტფონების მიწოდება ორჯერ გაიზარდა: თუ ერთი წლით ადრე 41 მლნ კომუნიკატორი გაიყიდა, დღეისათვის ეს მონაცემი 80,5 მლნ ერთეულს […]
Panasonic სმარტფონების ბაზარზე გამოჩნდება

კომპანია Panasonic-ის პრეზიდენტი ფუმიო ოჰცუბო (2008 წლის აპრილი; AP-ის ფოტო). კომპანია Panasonic-მა განაცხადა, რომ სმარტფონების სწრაფადმზარდ ბაზარზე გამოსვლისთვის უკვე მზად არის. ელექტრონიკის იაპონური მწარმოებელი აღნიშნავს, რომ ამ სექტორის განვითარების ტემპები ზუსტად ვერ შეაფასა და მომავალში ეცდება ამ დანაკლისის შევსებას. Panasonic გეგმავს აპარატების აწყობას ოპერაციული სისტემა Google Android-ის მართვის ქვეშ. როგორც მოსალოდნელია, კომპანიის ახალი პროდუქტი, იაპონურ ბაზარზე, მომავალი წლის […]
iSuppli: პერსონალურ კომპიუტერებზე მოთხოვნა აგრძელებს ზრდას

კომპანია Apple-ის მაღაზია ჩიკაგოში (ილინოისი, ა.შ.შ. ვიკიპედიას ფოტო). კომპანია iSuppli-მ, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, პერსონალური კომპიუტერების მსოფლიო ბაზრის მოცულობა შეაფასა. iSuppli-ს მონაცემებით, ივლისიდან სექტემბრამდე, 88,1 მლნ დესკტოპი, ნოუთბუქი და ნეტბუქი გაიყიდა. 2009 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, როცა ბაზრის მოცულობა 79,9 მლნ ერთეულს არ აღემატებოდა, ზრდამ 10,3% შეადგინა. კვარტალური გამოთვლებით გაყიდვების რაოდენობა 7%-ით გაიზარდა: 2010 წლის […]
AOL მინუსშია

AOL-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ არმსტრონგი (WordPress.com-ის ფოტო). ვებ-კორპორაცია AOL-მა, ეხლახან, მიმდინარე ფინანსური წლის მესამე კვარტლის მუშაობის შედეგები გამოაქვეყნა. AOL-ის შემოსავალმა, სამი თვის განმავლობაში, შეადგინა $563,5 მლნ. ეს მაჩვენებელი, თითქმის მეოთხედით, ნაკლებია გასული წლის რეზულტატთან შედარებით — $763,9 მლნ. ვარდნა, პირველ რიგში, აიხსნება რეკლამებიდან მიღებული შემოსავლისა და dial-up-სერვისის აბონენტების შემცირებით. წლიური გამოთვლებით, რეკლამებიდან მიღებული შემოსავალი 27%-ით […]
ნახევარგამტარული მიკროსქემების კვარტალური გაყიდვა მეოთხედით გაიზარდა

(SIA-ს მონაცემები). ნახევრგამტარების ინდუსტრიის ასოციაციამ (SIA) გამოთვალა, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, მთელს მსოფლიოში, გაიყიდა $79,4 მლრდ-ის ნახევარგამტარული მიკროსქემები. 2009 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, როცა ბაზრის მოცულობა არ აღემატებოდა $62,9 მლრდ-ს, ზრდამ 26,2% შეადგინა. ასევე, თუ მესამე კვარტლის რეზულტატს შევადარებთ მეორე მეოთხედის მაჩვენებელს, გაყიდვები 6,1%-ით გაიზარდა: 2010 წლის მეორე კვარტალში, სულ, გაიყიდა $74,8 მლრდ-ის ნახევარგამტარული […]
Google ა.შ.შ.-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს უჩივის

Google-ის შემქმნელები: ლარი პეიჯი (მარცხნივ) და სერგეი ბრინი (რეიტერის ფოტო). Google ა.შ.შ.-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლო განხილვას ითხოვს. Google ჩინოვნიკებს პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსზე ორგანიზაციებს შორის სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დარღვევაში ადანაშაულებს. საუბარია კოლექტიური მუშაობის საშუალებებზე და სახელმწიფო სექტორისთვის ელექტრონული წერილების ინსტრუმენტებზე. Google აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ წამოაყენა ისეთი მოთხოვნები, სადაც გამარჯვება (გაიმარჯვა კიდევაც) მხოლოდ Microsoft-ს […]
Apple პლანშეტების ბაზრის 95 პროცენტს აკონტროლებს

swanksalot-ის ფოტო. Strategy Analytics-ის კვლევის თანახმად, Apple პლანშეტების მსოფლიო ბაზრის ერთპიროვნული ლიდერია. ანალიტიკოსების შეფასებით, გასულ კვარტალში, სულ 4,4 მლნ პლანშეტი გაიყიდა. ეს მაჩვენებელი 26%-ით მეტია 2010 წლის მეორე მეოთხედის რეზულტატთან შედარებით, როცა სულ 3,5 მლნ ერთეულის რეალიზება მოხდა. გასულ კვარტალში, სულ გაყიდული პლანშეტური კომპიუტერებიდან, iPad-ის წილი 4,19 ერთეულს შეადგენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Apple შესაბამისი […]
Motorola-მ, პირველად რამდენიმე წლის განმავლობაში, შემოსავლის ზრდა უჩვენა

კომპანია Motorola-ს მობილური განყოფილების გენერალური დირექტორი სანჯაი ჯა (2009 წლის სექტემბერი, სან-ფრანცისკო, კალიფორნია, ა.შ.შ.; ფოტო The Edge Malaysia). ამერიკულმა კომპანია Motorola-მ, 2006 წლის მიწურულიდან დღემდე, პირველად უჩვენა შემოსავლების ზრდა. Motorola-მ მესამე კვარტალში მიიღო $5,8 მლრდ-ის შემოსავალი. ეს მაჩვენებელი 6%-ით მეტია გასული წლის რეზულტატთან შედარებით, როცა კომპანიის შემოსავალი არ აღემატებოდა $5,4 მლრდ-ს. სუფთა მოგება გაიზარდა ცხრაჯერ […]
