Apple სმარტფონებისა და მობილურების უმსხვილეს მწარმოებლებს შორის რიგით მეოთხეა

სტივ ჯობსი WWDC-ის კონფერენციაზე. კომპანია IDC–მა გამოაქვეყნა, მიმდინარე წლის მესამე კვარტლში, მობილურების მსოფლიო ბაზარზე გაყიდვების სტატისტიკა. ივლისიდან სექტემბრამდე მწარმოებლებმა მოახერხეს 340,5 მლნ ტელეფონისა და სმარტფონის რეალიზება. ეს მაჩვენებელი 14,6%-ით მეტია გასული წლის მონაცემთან შედარებით, როცა ბაზრის მოცულობა არ აღემატებოდა 297,1 მლნ ერთეულს. ფინური ვენდორი Nokia მობილური აპარატების უმსხვილეს მწარმოებლად რჩება. კომპანიამ გაყიდვების რაოდენობა 1,8%-ით, 32,4%-მდე გაზარდა […]
AMD აფართოებს საკუთარ წილს გრაფიკული პროცესორების ბაზარზე

Intel ისევ ლიდერია. კომპანია Jon Peddie Research-მა მიმდინარე წლის მესამე კვარტლის, გრაფიკული პროცესორების ბაზრის რეზულტატების, ანალიზი გამოაქვეყნა. მწარმოებლებმა ივლისიდან სექტემბრამდე 116 მლნ ინტეგრირებული და დისკრეტული ვიდეოადაფტერის რეალიზება მოახდინეს, რაც 2010 წლის მეორე მეოთხედთან შედარებით 1%-ით დაბალი მაჩვენებელია. თუმცა, წლიური გამოთვლებით გაყიდვები 10%-ით გაიზარდა. Intel 55,6%-ით ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. რაც შეეხება AMD-ს, დღეისათვის ის აკონტროლებს ბაზრის 22,3%-ს. ერთი წლით ადრე ეს […]
Google-ს, HTC-ს, Motorola-სა და Samsung-ს ბრალი ედებათ პატენტის დარღვევაში

კომპანია Gemalto-ს სათავო ოფისი. კომპანია Gemalto-მ, რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში (ჰოლანდია) მდებარეობს, Google-ის, HTC-ის, Motorola-სა და Samsung-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. კომპანია ამტკიცებს, რომ მოპასუხეები არაკანონიერად იყენებენ ტექნოლოგიას, რომელიც JavaCard-თან არის დაკავშირებული და რომელიც შეზღუდული აპარატული რესურსების მქონე მოწყობილობებში მცირე Java-პროგრამების დაყენებისა და გაშვების საშუალებას იძლევა. საბედნიეროდ JavaCard სიმ-ბარათებში ფართოდ გამოიყენება. Gemalto-ის აზრით, დაპატენტებული ტექნოლოგია გამოიყენება როგორც OS Android-ში, ასევე მის ბაზაზე […]
Garmin-ASUS-ის ალიანსი იანვარში დაიშლება

სმარტფონი Garmin-ASUS Nuvifone G60. ალიანსი Garmin-ASUS 2011 წლის იანვარში დაიშლება, იუწყება ჩინური გაზეთი Economic Daily. შეგახსენებთ: Garmin და ASUS 2009 წლის თებერვალში გაერთიანდნენ იმ მიზნით, რომ შეექმნათ სმარტფონები მოწინავე ნავიგაციური შესაძლებლობებით. თუმცა საქმე სულ სხვა მიმართულებით განვითარდა: 2010 წლის მეორე კვარტალში Garmin-ASUS-მა მხოლოდ $27 მლნ-მდე მოწყობილობების რეალიზება მოახერხა, რაც მობილურების მსოფლიო ბაზარზე თითქმის არაფერს ნიშნავს. გარდა […]
ჩინურმა საძიებო სისტემა Baidu-მ კვარტალური მოგება გააორმაგა

Baidu აგრძელებს Google-ის შევიწროვებას ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია Baidu-მ შეაჯამა მიმდინარე ფინანსური წლის მესამე კვარტლის მუშაობის შედეგები. უმსხვილესმა ჩინურმა საძიებო სისტემამ სამი თვის განმავლობაში $337,2 მლნ-ის შემოსავალი მიიღო, რაც 76,4%-ით მეტია გასული წლის რეზულტატთან შედარებით. Baidu-ს სუფთა მოგება 112,4 %-ით გაიზარდა: თუ საძიებო სისტემამ ერთი წლით ადრე მიიღო დაახლოებით $73,5 მლნ, დღეისათვის ეს მაჩვენებელი შეადგენს $156,4 მლნს. კომპანია […]
ინტერნეტ-მაღაზია Amazon-მა შემოსავალი 40 პროცენტით გაზარდა

Amazon–ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი Kindle-ით ხელში. კომპანია Amazon-მა ისევ გაზარდა შემოსავალი და სუფთა მოგება. მსოფლიოში წამყვანი ინტერნეტ-მაღაზიის მოგებამ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში შეადგინა $7,56 მლრდ. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ $5,45 მლრდ მიიღო, ანუ ზრდამ მიაღწია 40%-ს. სამი თვის განმავლობაში ვებ-მაღაზიამ ნახა $231 მლნ სუფთა მოგება, ანუ 51 ცენტი ერთ ფასიან ქაღალდზე. […]
ფინური ვენდორის სუფთა მოგება ისევ შემცირდა

კომპანია Nokia-ს აღმასრულებელი დირექტორი სტივენ ელოპი. კომპანია Nokia-მ ეხლახან გამოაქვეყნა მესამე კვარტლის მუშაობის შედეგები. მობილური ტელეფონების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელის შემოსავალი, წლიური გამოთვლებით, 5%-ით გაიზარდა და შეადგინა €10,27 მლრდ. შედარებისთვის: 2009 წლის მესამე მეოთხედში კომპანიამ მიიღო €9,81 მლრდ. თუმცა საგრძნობლად დაიკლო კომპანიის სუფთა მოგების მოცულობამ. თუ ერთი წლის წინ კომპანიამ ნახა €559 მლნ-ის სუფთა მოგება, დღეისათვის […]
ინტერნეტ-აუქციონმა eBay-იმ შემოსავალი მეოთხედით გაზარდა

eBay-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ჯონ დონაჰუ. კომპანია eBay-იმ მიმდინარე ფინანსური წლის მესამე კვარტლის მუშაობის შედეგები გამოაქვეყნა. უმსხვილესმა ინტერნეტ-აუქციონმა სამი თვის განმავლობაში მიიღო $2,25 მლრდ. წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავლის რაოდენობა თითქმის არ შეცვლილა: 2009 წლის მესამე მეოთხედში — $2,24 მლრდ. ამავდროულად აუქციონის სუფთა მოგება გაიზარდა მეოთხედით. თუ ერთი წლის წინ კომპანია გამოიმუშავა $350 მლნ, ანუ […]
რუსეთში, «ბილაინის» ტელეფონი А100 უფრო კარგად იყიდება, ვიდრე Sony Ericsson-ის ყველა მოდელი

«ბილაინის» ტელეფონი А100. ტელეკომ-კომპანია «ვიმპელკომმა» (ბრენდი «ბილაინი») რუსეთის მობილური აპარატების ბაზრის 5%-ის დაკავება შეძლო, აცხადებს კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი მარკეტინგული კუთხით მარტინა ფურუსერა გაზეთ «ვედომოსტში» მიცემულ ინტერვიუში. შეგახსენებთ: მობილური ტელეფონი «ბილაინ» А100, რომელსაც მხოლოდ «ვიმპელკომისთვის» აწარმოებს ჩინური ZTE Corporation, რუსეთის ბაზარზე ივნისში გამოჩნდა, ხოლო უკვე შემოდგომისთვის კომპანია 30 ათას ეგზემპლარს ყიდდა კვირაში (120-13- ათასი თვეში). Mobile Research Group-ის […]
Sharp ტოვებს PC ბაზარს

ნეტბუქი Sharp Mebius PC-NJ70A. იაპონური კომპანია Sharp წყვეტს პერსონალური კომპიუტერების წარმოებას, იუწყება რესურსი Nikkei.com. უფრო ზუსტად, საუბარია მხოლოდ x86 მიკროარქიტექტურის პროცესორიან კომპიუტერებზე. კომპანია არ აპირებს მომავალში მსგავსი ნოუთბუქებისა და ნეტბუქების წარმოებას. მსგავსი ტიპის ბოლო პროდუქტი, მინი-ლეფტოპი Mebius PC-NJ70A, წარდგენილი იყო 2009 წლის შემოდგომაზე. საინტერესოა იპაონური ვენდორის მიღწვევები კომპიუტერულ ინდუსტრიაში: 90-იან წლებში კომპანიამ გამოუშვა მსოფლიოში ყველაზე მსუბუქი და […]
