MMORPG თამაშის, Rift–ის რელიზი შედგა

მრავალმომხმარებლიანი როლური თამაში Rift გაყიდვაში გამოჩნდა. დღეს შედგა ჩრდილო–ამერიკული რელიზი, ხოლო ევროპელებისთვის სერვერზე წვდომა 4 მარტიდან იქნება შესაძლებელი. სტუდია Trion Worlds–ის პროექტი მხოლოდ PC-ზე გამოვიდა. თამაშის ევროპულ რელიზზე ფრანგული კომპანია Ubisoft ზრუნავს. Rift — ეს არის ისტორია ტელარას ჯადოსნურ ქალაქზე. დღეისათვის ის განადგურების პირას არის, რადგან ქალაქის დამცველი ბეჭედი შესუსტდა, რის შედეგადაც გაჩნდა პორტალები, საიდანაც საშინელი მონსტრები გამოდიან. […]
RPG თამაში, Two Worlds III–სი 2012 წელს გამოვა

მორიგი კეთილის გამარჯვება ბოროტის წინააღმდეგ: კომპანია Reality Pump (პოლონეთი) Two Worlds III–ს ამუშავებს, იუწყება გამომცემლობა Topware Interactive. Topware–ის ოპერაციული დირექტორის, ჯეიმს სიმენის თქმით თამაშის რელიზი 2012 წელს შედგება ზუსტად იმავე პლატფორმებზე რაზეც მეორე ნაწილი: PC, «მაკინტოში», Xbox 360 და PS3. «სპეციალურად Two Worlds III–თვის ჩვენ გავაფართოვეთ დეველოპერთა ჯგუფი და ავიყვანეთ ხალხი ახალი 3D–მოდელების, ანიმაციებისა და CG-რგოლების […]
Telltale Games: «იურული პერიოდის პარკი» აპრილში გამოვა

სტივენ სპილბერგის (Steven Spielberg) ცნობილი ფანტასტიკის, «იურული პერიოდის პარკის» მიხედვით აპრილში საინტერესო ქვესთ–თამაში გამოვა. სამადლობელი წერილიები შეგიძლიათ კალიფორნიის შტატში (ა.შ.შ) Telltale Games–ის სტუდიაში გააგზავნოთ. დეველოპერები იუწყებიან, რომ თამაში Jurassic Park მხოლოდ PC-სა და «მაკინტოშზე» გამოვა. ქვესთი, სავარაუდოდ, რამდენიმე ეპიზოდად დაიყოფა. ეს Telltale–ის ტრადიციული ფორმატია, თუმცა სერიების რაოდენობას ჯერჯერობით არ ასახელებენ. მთლიანი თამაშის ღირებულება შეადგენს $29,99. თამაშის […]
ზომბი–ჰორორის, Dead Island–ის დამუშავება გრძელდება

ზომბი–ჰორორის, Dead Island–ის დამუშავება გრძელდება, იუწყება გამომცემლობა Deep Silver. პროექტზე მუშაობა 2007 წელს დაიწყო, რის შემდეგაც თამაში უბრალოდ გაქრა. თუმცა 2009 წელს პოლონურმა სტუდია Techland–მა მოულოდნელად განაცხადა, რომ «დამუშავება სრული დატვირთვით მიმდინარეობს და პროექტი მშვენივრად გრძნობს თავს». რა თქმა უნდა! ამის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, ისევ ჩამოწვა «მდუმარება», და ბოლოს: ჩვენ ისევ მოგვაწოდეს ინფორმაციის ნაგლეჯი. […]
ა.შ.შ–ს ვიდეოთამაშების ბაზარი «მინუსშია»

კომპანია NPD–მ ა.შ.შ–ს ვიდეოთამაშების ბაზრის იანვრის რეზულტატები შეაჯამა. გასულ თვეს, ა.შ.შ–ში, 1,14 მლრდ–ის კონსოლები, თამაშები და შესაბამისი აქსესუარები გაიყიდა. ეს მაჩვენებელი 2010 წლის იანვართან შედარებით 4%–ით ნაკლებია, როცა ბაზრის მოცულობა $1,18 მლრდ–ს შეადგენდა. ყველაზე ნაკლებად გაყიდვადი კონსოლების სეგმენტი აღმოჩნდა, რომელიც 8%–ით, $353,7–დან $324 მლნ–მდე შემცირდა. თამაშებზე მოთხოვნა 5%–ით დაეცა — $576 მლნ $606,8 მლნ–ის წინააღმდეგ. […]
Operation Flashpoint: Red River-ის რელიზი აპრილში შედგება

ტაქტიკური შუთერის, Operation Flashpoint: Red River–ის ევროპული რელიზი 21 აპრილს დაიწყება, ხოლო ჩრდილო–ამერიკული 26 აპრილს, იუწყება გამომცემლობა Codemasters. თამაშის სიუჟეტი დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი შუთერისგან: ა.შ.შ–ს საზღვაო ქვეითთა კორპუსი მიემართება ტაჯიკეთში, სადაც 2013 წელს სამოქალაქო ომი უნდა დაიწყოს. ასევე, მეზობელ ჩინეთში ხმა აიმაღლეს იანკებმაც, ამიტომაც საჰაერო ძალები იძულებული არიან შევიდნენ დანგრეულ ქალაქში. Red River ხასიათდება როგორც საბრძოლო […]
როგორ გავხდეთ მილიონერები?!

კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია იმათთვის, ვინც Facebook–ში უკვე აიღო მოსავალი და ისევ ელოდება «შემოდგომის» დადგომას. დღეიდან, სოციალური ქსელის მომხმარებლებს შეუძლიათ თავი დაანებონ მიწის ჩიჩქნას და გახდნენ «მილიონერები!» — MONOPOLY Millionaires, თამაში რომელიც EA-ს შიდა სტუდიაში შეიქმნა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს Wii–ზე, Xbox 360–სა და PS3–ზე გამოვიდა პროექტი MONOPOLY Streets, რის შემდეგაც Electronic Arts–მა გადაწყვიტა მიემართა სოციალური […]
კონსოლური შუთერი Inversion 2012 წლის თებერვალში გამოვა

პირველი სახის შუთერი, Inversion 2012 წლის 7 თებერვალს გამოვა, იუწყება გამომცემლობა Namco Bandai Games. თამაში მხოლოდ PlayStation 3–სა და Xbox 360–კონსლებისთვის მუშავდება. დეველოპერი — 2007 წელს გამოსული TimeShift–ის შემქმნელი, ამერიკული სტუდია Saber Interactive. თამაშის აღწერა შეიძლება მარტივად: Gears of War გრავიტაციული იარაღებით. თუმცა თამაში მთავარი ღირსშესანიშაობა, მაინც დახვეწილი ფიზიკური მოდელია, რის საფუძველზეც აიგება პროექტის ძირითადი […]
გამოჩნდა Dawn Of War II: Retribution–ის ყველასათვის ხელმისაწვდომი ბეტა–ვერსია

გამომცემლობა THQ–მ რეალური დროის სტრატეგიის, Dawn Of War II: Retribution–ის ბეტა–ვერსიის ხელმისაწვდომობის პირობები ახსნა. არსებობს ორი გზა. ისინი, ვინც Steam–ის სტემაში თამაშის წინა ვერსიის გამოსვლისას დარეგისტრირდნენ, «ბეტას» ზედმეტი დამატებითი პირობების გარეშე მიიღებენ: საკმარისია სისტემაში ჩართვა და თამაშის გადმოქაჩვა. დანარჩენებისთვის აუცილებელია მიაკითხონ საიტ Dawn of War Community–ს, შექმნან ექაუნთი და მხოლოდ ამის შემდეგ მოითხოვონ ბეტა–ვერსიის აქტივაციის გასაღები. ტესტირება 24 […]
Activision-მა 2011 წლის თამაშების სია განაახლა

Activision Publishing–ის დირექტორმა, ერიკ ჰირშბერგმა (Eric Hirshberg), გამოაქვეყნა თამაშების სია, რომელთა რელიზი 2011 წლისთვის არის დაგეგმილი. წლის უმსხვილეს პროექტად გამომცემლები Call of Duty: Modern Warfare 3–ს მიიჩნევენ, რომლის რელიზი ნოემბერში არის დაგეგმილი. მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა ჰირშბერგმა ამ პროექტს ნაკლები ყურადღება მიაქცია, მან მულტფილმებისა და კინოფილმების მოტივებზე აგებული თამაშების მთელი არმია ჩამოთვალა. «ჩვენ, კინოლიცენზიებით, ორი […]
