წარმოდგენილია ექშენი Lost Planet 3

დათქმულ ვადაზე ცოტა ხნით ადრე, კომპანია Sony-მ, საკუთარ YouTube-არხზე, მესამე პირის შუთერის, Lost Planet 3-ის ტრეილერი გამოაქვეყნა. ამის კვალდაკვალ, გამომცემლობა Capcom-მა გაგვიზიარა პირველადი ინფორმაცია, თამაშის შესახებ. მაშასადამე, Capcom-ის დაკვეთით, სტუდია Spark Unlimited ქმნის Lost Planet-ის მესამე ნაწილს. სიახლე გამოჩნდება 2013 წლის დასაწყისში. პლატფორმების სია იგივე რჩება, როგორიც იყო მისი წინამორბედებისთვის: PC, Xbox 360 და PS3. თამაშის დეტალები არ […]

წარმოდგენილია პირველი მულტიფლეიერული დამატება Mass Effect 3-სთვის

შეუერთდით ომს დედამიწისთვის Mass Effect 3-ში! თამაშის მფლობელებს უკვე შეუძლიათ, სრულიად უფასოდ გადმოწერონ პირველი მულტიფლეიერული დამატება. The Mass Effect 3 Resurgence Pack გვთავაზობს შემდეგ სიახლეებს: ახალი იარაღები, ახალი პერსონაჟები ყველა კლასისათვის, მათ შორის Asari Justicar, Batarian, Geth და Krogan Battlemaster. Resurgence Pack ასევე შეიცავს 2 ახალ რუკას Firebase Condor და Firebase Hydra-ს. სტუდია BioWare-ის თამაში, […]

შუთერი, Hard Reset სექტემბრის შუა რიცხვებში გამოჩნდება

პირველი სახის შუთრი, Hard Reset, გაყიდვაში 2011 წლის 13 სექტემბერს გამოჩნდება. პოლონური სტუდიის, Flying Wild Hog პროექტი ონლაინ–დისტრიბუციის სისტემის, Steam–ის საშუალებით გავრცელდება. მისი ფასი — $30. როგორც დეველოპერები იუწყებიან, ჩვენ გველოდება მომავლის კიბერ–სამყაროში გასეირნება, სადაც, რობოტებთან ბრძოლის შედეგად, Homo Sapiens–ის უმეტესობა განადგურდა. გადარჩენილებმა თავი ქალაქ ბეზოარს შეაფარეს. ჩვენ (მაიორი ფლეტჩერი) მოგვიწევს მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა და მანქანების მიერდ ალყაში მოქცეული ქალაქის დაცვა. თამაშის […]

Star Wars: The Old Republic-ის ბეტა ტესტირება 2 სექტემბერს დაიწყება

MMO-თამაშის, Star Wars: The Old Republic–ის პირველი ბეტა ტესტირება სტარტს იღებს პარასკევს — 2 სექტემბერს. კომპანია BioWare, რომელიც თამაშის დამუშავებით არის დაკავებული, ეგრეთწოდებული ბეტა–უიქენდის მოწყობას გეგმავს. მოკლედ რომ ვთქვათ ტესტირება პარასკევიდან კვირის ჩათვლით ჩატარდება; ყოველ კვირას ტესტირების შემადგენლობა შეიცვლება: დეველოპერები მონაწილეებს შემთხვევითი წესით აირჩევენ. გსურთ მოსინჯოთ ძალები? დარეგისტრირდით პროექტის ოფიციალურ საიტზე. თამაშის სიუჟეტი აღწერს მოვლენებს, რომელიც ვითარდებოდა ფილმებში […]

Twisted Metal-ის რელიზი თებერვალში შედგება

ცნობილია სარბოლო ექშენის, Twisted Metal–ის ჩრდილო ამერიკული რელიზის ზუსტი თარიღი — 2012 წლის 14 თებერვალი. ინფორმაცია გაავრცელა პროექტის მთავარმა დიზაინერმა და ხელმძღვანელმა, დევიდ ჯეფმა  (David Jaffe). Sony Computer Entertainment–ის (SCE) ამერიკულ განყოფილებას თამაშის გამოშვება 4 ოქტომბრისთვის უნდოდა, თუმცა დაუსახელებელი მიზეზების გამო თამაშის რელიზი გადაიდო. ევროპული რელიზის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ თამაში მხოლოდ PS3–სთვის იწერება; სტუდია — Eat Sleep Play. მომხმარებელს […]

გამოვიდა Warhammer 40,000: Space Marine–ის დემოვერსია

გამოვიდა მესამე სახის ექშენის, Warhammer 40,000: Space Marine–ის დემოვერსია, იუწყება სტუდია Relic Entertainment. დემო ხელმისაწვდომია სამივე პლატფორმისათვის: PC, Xbox 360 და PS3. PC-ის მფლობელებს სიახლის გადმოწერა შეუძლიათ Steam–სისტემიდან, ამისთვის საკმარისია უბრალოდ დააჭიროთ ამ ბმულს. ჩვენს განკარგულებაშია ორი დონე, სადაც ჩვენ მოგვიწევს კოსმოსური ორკების განადგურება და რეაქტიული კოსმოდესანტური ზურგჩანთით ფრენა. რაც შეეხება თამაშის სრულფასოვან რელიზს, რომელზეც გამომცემლობა THQ ზრუნავს — 6 სექტემბერს […]

სტუდია Dontnod თამაშ Adrift–ზე მუშაობს

ფრანგული სტუდია Dontnod 2012 წლის მიწურულისთვის მესამე სახის სათავგადასავლო ექშენს, Adrift–ს გამოუშვებს. პროექტი PS3–სა და Xbox 360–ზე გამოვა, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ წინასწარი მონაცემებით, რადგან თამაშს ჯერჯერობით გამომცემელიც კი არ ჰყავს. უფრო ზუსტი და კონკრეტული ინფორმაცია, როგორც დეველოპერები გვპირდებიან, უახლოესი მომავლისთვის იქნება ცნობილი. მოთამაშეები მოხვდებიან 2084 წლის ნეო–პარიზში. თქვენ გელოდებათ ნამდვილი დისტოპია, შეთქმულებები და სრული ქაოსი. XXI საუკუნის დასაწყისში სოციალური […]

Binary Domain–ის რელიზი 2012–წლის თებერვალში შეგდგება

გამომცემლობა SEGA–მ მესამე სახის კონსოლური შუთერის, Binary Domain–ის რელიზის ზუსტი თარიღი დაასახელა: 14 თებერვალს თამაში ა.შ.შ–სა და კანადაში გამოვა, ხოლო 17–ში — ევროპაში. თამაში, ტოსიჰიტო ნაგოსის (Toshihiro Nagoshi) ხელმძღვანელობით, რომელიც გეიმერებისთვის კარგად არის ცნობილი Yakuza–ს სერიიდან, სტუდია SEGA Japan–ში იქმნება. Binary Domain მხოლოდ PS3–ზე და Xbox 360–ზე გამოვა. თამაშის სიუჟეტი მომავალში (2080 წელი) ვითარდება. ადამიანებსა და მოაზროვნე რობოტებს შორის მიმდინარეობს ომი გადარჩენისათვის. პრობლემის […]

Pro Evolution Soccer 2012 გამოვა ოქტომბერში

ცნობილია, საფეხბურთო სიმულატორის  Pro Evolution Soccer 2012-ის (PES 2012) ევროპული რელიზის თარიღი: გამომცემლობა Konami თამაშს გამოუშვებს 14 ოქტომბერს. დღესდღეობით გათვალისწინებულია მხოლოდ PC, PS3 და  Xbox 360 პლატფორმები. ხოლო, როდის გამოვა PES 2012 Nintendo Wii, 3DS, PS2 და PSP პლატფორმებისთვის ჯერჯერობით უცნობია. პროექტს ამზადებს შიდა სტუდია Konami Computer Entertainment Tokyo. ეს საფეხბურთო სიმულატორი არის,  FIFA 11-ის სერიის კონკურენტი, […]

Mario & Sonic at the London 2012 Olympic Games მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოვა

Mario & Sonic at the London 2012 Olympic Games–ის Wii-რელიზი მიმდინარე წლის ნოემბერში შედგება, იუწყება გამომცემლობა SEGA. გასაგებია, რომ პრექტი 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადას მიაძღვნა, თუმცა მარიო და სონიკი ოლიმპიურ დისციპლინებში შეჯიბრებას უკვე მიმდინარე წლიდან დაიწყებენ: ევროპაში თამაში 18 ნოემბერს, ხოლო ამერიკაში 15 ნოემბერს გამოვა. ასევე დამუშავების პროცესშია ვერსია კონსოლ  Nintendo 3DS–სთვის, მაგრამ ის 2012 წლის თებერვალში გამოჩნდება. ორივე […]