E3 2011: Microsoft Xbox 360-სთვის ახალ საჭეს გამოუშვებს

კორპორაცია Microsoft–მა E3–ის (Electronic Entertainment Expo) ჩვენებაზე ახალი სათამაშო მანიპულატორი, Wireless Speed Wheel დაანონსა, რომელიც Xbox 360–ის კონსოლებისთვის არის განკუთვნილი. სიახლე წარმოადგენს ორიგინალური კონსტრუქციის საჭეს. მანიპულატორი აღჭურვილია მართვის სტანდარტული ღილაკებით, D-pad პანელით, ასევე აქსელერატორის გასაკონტროლებელი ბერკეტებითა და მუხრუჭით. ასევე, Wireless Speed Wheel უზრუნველყოფს კონსოლსა და მანიპულატორს შორის მონაცემების უკაბელო გაცვლას. «მაიკროსოფტში» აღნიშნავენ, რომ სიახლე თავსებადია Xbox 360–სთვის განკუთვნილ ნებისმიერ სიმულატორთან — თუმცა ზოგიერთ თამაშს გააჩნია […]
E3 2011: Insomniac მუშაობს კოოპერატიულ შუთერზე, OverStrike–ზე

სტუდია Insomniac Games–მა წარმოადგინა თავისი ახალი პროექტი — ექშენი OverStrike. გასულ კვირას დეველოპერები აცხადებდნენ, რომ მუშავდება სრულიად ახალი თამაში, რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს უკვე გამოსულ პროექტებთა. გუშინ ჩვენ გავიგეთ, რომ OverStrike — ეს არის ოთხ მოთამაშეზე გათვლილი კოოპერატიული შუთერი. პროექტი წარმოადგენს ახლო მომავალს, სადაც რომელიღაც საიდუმლო ორგაიზაცია, გადატრიალებითა და კანონის დაუმორჩილებლობით, ძალაუფლების ხელში ჩაგდებას გეგმავს. მოთამაშეს მოუწევს ერთ–ერთი […]
E3 2011: Ubisoft წარადგინა Far Cry 3

კომპანია Ubisoft–მა Far Cry 3–ის არსებობის ფაქტი დაადასტურა. შუთერის დამუშავებაზე სტუდია Ubisoft Montreal ზრუნავს. ასვე, მას ეხმარება ორი დეველოპერული განყოფილება — Ubisoft Shanghai და Massive Entertainment. იუწყებიან, რომ პროექტი 2012 წლის რომელიმე კვარტალში დასრულდება და PC-ზე, PS3–ზე, Xbox 360–ზე გამოვა მესამე ნაწილის მოქმედების ადგილი ტროპიკებული ზონა გახდება. შეგახსენებთ, რომ Far Cry 2–ის სიუჟეტი აფრიკაში ვითარდება, ჯეისონ ბროდი ხვდება «ქვეყნის დასალიერში». მწარმოებლები გვპირდებიან ექსკურსიას «საიდუმლო ტროპიკულ […]
E3 2011: «რეალური სიმულატორი» Forza Motorsport 4 ოქტომბერში გამოვა

გამომცემლობა Microsoft Game Studios–მა ახალი სარბოლო სიმულატორის, Forza Motorsport 4–ის რელიზის შესახებ განაცხადა. თამაში, რომელიც მხოლოდ Xbox 360–სთვის იქმნება, 11 ოქტომბერს ა.შ.შ–სა და კანადაში, 14 ოქტომბერს ევროპაში და 20 ოქტომბერს იაპონიაში გამოვა. Turn 10 Studios–ის დეველოპერები სიახლეს «რეალურ სარბოლო სიმულატორს» უწოდებენ, რომელიც Gran Turismo–ს PS3–სერიის უმთავრესი კონკურენტი გახდება. რატომაც არა? ენას ხომ ძვალი არა აქვს… ჩვენს წინაშეა ჩვეულებრივი რბოლა, რომელიც გვახსენებს […]
E3 2011: Mass Effect 3 2012 წლის 6 მარტს გამოვა

როლური ექშენი, Mass Effect 3, რომელიც სტუდია BioWare–ში იქმნება, 2012 წლის 6 მარტს გამოვა. რა თქმა უნდა სასიამოვნოა გამოსვლის ზუსტი თარიღის ცოდნა, მაგრამ მთავარი სიახლე სულ სხვაა: BioWare–ს აღმასრულებელმა დირექტორმა, რეი მუზიკამ (Ray Muzyka) განაცხადა, რომ კონსოლ Xbox 360–სთვის გამოსულ ვერსიას Kinect–ის მხარდაჭერა ექნება. არაფერი არ გეჩვენებათ, საუბარია მოწყობილობაზე რომელიც აანალიზებს თქვენს სხეულს, იმეორებს თქვენს მოძრაობას და ამ ყველაფერს გამოსახავს ეკრანზე. […]
E3 2011: ახალი Halo, Xbox Live Television და შუთერი Halo: Combat Evolved Anniversary

პრეს–კონფერენციაზე, რომელიც წინ უძღვოდა Е3 2011–ის გახსნას, კომპანია Microsoft–მა Xbox 360–სთვის განკუთვნილ ახალ პროექტებზე ისაუბრა. მთავარი ანონსი: დამუშავების პროცესშია შუთერი Halo 4. მეოთხე ნაწილი მასტერ ჩიფის თავგადასავლის საფუძველზე შექმნილ ახალ ტრილოგიას წარმოადგენს. თამაშის რელიზი 2012 წლის დასაწყისში შედგება. რაც შეეხება თამაშის სიუჟეტს, მასზე სიტყვაც არ თქმულა, თუმცა მასტერ ჩიფი — ეს განა არ არის სიუჟეტი? სიახლე №2 — Xbox Live Television–ის ანონსი. […]
Armored Core V–ის დასავლური რელიზი 2012 წელს შედგება

ექშენ–თამაში, უზარმაზარი საბრძოლო რობოტების მონაწილეობით, Armored Core V იაპონიაში 20 ოქტომბერს გამოვა. პროექტი, PS3–სა და Xbox 360–სთვის, სტუდია From Software–ში (ტოკიო) მუშავდება. იაპონიაში მის გამოსვლაზე თავად From იზრუნებს, ხოლო დასავლურ რელიზზე პასუხს Namco Bandai აგებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკანასკნელი ამ წელს ვერაფრით გაგვახარებს: «ლოკალიზაცია იმაზე მეტ დროს მოითხოვს, რამდენიც გვსურს, ამიტომ სხვა დანარჩენ რეგიონს 2012 წლამდე მოუწევს ლოდინი», — […]
Nintendo: ახალი თაობის სათამაშო კონსოლი

ხვალ, 7 ივნისს, ლოს-ანჯელსში (აშშ), E3-ის (Electronic Entertainment Expo) გამოფენაზე კომპანია Nintendo ისაუბრებს ახალი თაობის სათამაშო კონსოლის დეტალების შესახებ, რომელიც შეცვლის Wii-ს. ვებ-წყაროები ადასტურებენ აქამდე არსებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კონსოლი, რომელიც იქმნება Project Cafe-ის პროექტით, მიიღებს ინოვაციურ მანიპულატორს. სიახლე აღჭურვილი იქნება 6-დიუმიანი სენსორული დისპლეით, ჩაშენებული კამერითა და აკუმულატორული ელემენტით. ჭორების თანახმად, კონსოლს ექნება სამბირთვიანი პროცესორი IBM […]
Castlevania: Lords of Shadow-ის გადმოსაწერი დამატება 7 ივნისს გამოვა

ჩვენი მთავარი მტერი Resurrection-ში. Castlevania: Lords of Shadow-ის გადმოსაწერი დამატება, Resurrection, მომავალ კვირას გამოვა. მრავალჯერ გადადებული რელიზი (ჯერ კიდევ 2010 წლიდან) 7 ივნისს Xbox Live-ის კონსოლურ ქსელში, ხოლო 8 ივნისს PSN-ში შედგება. სტუდია MercurySteam და Kojima Productions «დამუშავების დროს წარმოქმნილი ხარვეზების» გამოსწორებისთვის $10-ს ითხოვენ. პროექტის გამოსვლაზე გამომცემლობა Konami ზრუნავს. ექშენის ორიგინალი ვამპირების აურაცხელ ლაშქარზე, დემონებეზე და მსგავს ურჩხულებზე მოგვითხრობს, რომელთა დამარცხება და განადგურება ჩვენი […]
Tomb Raider-ის სრულიად ახალი ნაწილი 2012 წელს გამოვა

გამომცემლობა Square Enix, 2012 წლის შემოდგომისთვის, სათავგადასავლო ექშენის, Tomb Raider–ის გამოშვებას გეგმავს. ამ საპასუხისმგებლო მოვალეობის შესრულება დეველოპერებმა სტუდია Crystal Dynamics–ს ანდეს, რომელიც თამაშს PC–სთვის, PS3–სთვის და Xbox 360–სთვის დაამუშავებენ. «ჩვენ შევქმნით სრულიად ახალ ლარას, უნიკალური ბიოგრაფიით!» — პირობას დებს Crystal–ის ხელმძღვანელი, დარელ გალაჰერი (Darrell Gallagher). სწავლის დამთავრებისთანავე, 21 წლის ლარა იაპონიის სანაპიროს ერთ–ერთი კუნძულისკენ მიემართება, სადაც ის დაკარგული რელიქვიებისა და არტეფაქტების ძიებას გეგმავს. […]
