APB: Reloaded-ის ღია ბეტა–ტესტირება 18 მაისს დაიწყება

ММО-თამაშის, APB: Reloaded–ის ღია ბეტა–ტესტირება მალე დაიწყება, აცხადებს სტუდია GamersFirst. APB დამუშავდა და გამოვიდა კომპანია Realtime Worlds–ის მიერ, რომელიც 2010 წელს გაკოტრდა. თუ მიზეზს გავითვალისწინებთ შედეგი ლოგიკურია: პროექტზე, რომლის გამოსვლაზე 250 ადამიანი ზრუნავდა, ხუთი წელი და $100 მლნ დაიხარჯა. საბოლოოდ თამაშის შექმნის სრული უფლება კომპანია K2 Network–ზე გადავიდა. განახლებული ვერსიაზე წვდომა 18 მაისიდან იქნება შესაძლებელი, როცა ქსელში პროექტის ბეტა–ვერსია გამოჩნდება. […]

Electronic Arts-მა წარადგინა Need for Speed: The Run

შუქნიშნები, აღნიშვნები და სიჩქარის ნორმა მხოლოდ სუსტებისთვის არის, აცხადებენ დეველოპერები დმაუშავების პროცესია, ღმერთმა უწყის რიგით რომელი, Need for Speed–ის მორიგი სარბოლო სერია, იუწყება გამომცემლობა Electronic Arts. თავიდან, Need for Speed: The Run შემთხვევით დააანონსა მაღაზია ShopTo–მ, შემდეგ კი გამომცემლობამაც დაადასტურა თამაშის არსებობის ფაქტი. ამავდრიულად გამოჩნდა პირველი ვიდეო–რგოლიც. 2011 წლის 15 ნოემბერს პროექტი ა.შ.შ–სა და კანადაში გამოვა, ხოლო The Run ევროპის […]

კონსოლური შუთერი Binary Domain 2012 წელს გამოვა

გამომცემლობა SEGA–მ გამოაქვეყნა პირველი კონკრეტული ინფორმაცია კონსოლური შუთერის, Binary Domain–ის შესახებ. გასული წლის მიწურულს ანონსირებული თამაში, იქმნება SEGA Japan–ის შიდა სტუდიაში PS3 და Xbox 360 პლატფორმებისთვის. იუწყებიან, რომ პროექტი 2012 წლის დასაწყისში გამოვა. მას იაპონელი გეიმ–დიზაინერი, ტოსიჰირო ნაგოსი (Toshihiro Nagoshi) ხელმძღვანელობს, რომელიც თქვენთვის Yakuza–ს სერიიდან არის ცნობილი. Binary Domain — ეს არის ისტორია ადამიანებისა და რობოტების ომზე, რომელიც 2080 წელს მიმდინარეობს […]

RPG თამაში The Witcher 2: Assassins of Kings დასაბეჭდად გაიგზავნა

როლური თამაშის, The Witcher 2: Assassins of Kings–ის ლოკალიზაცია დასრულებულია და პროექტი დასაბეჭდად გაიგზავნა, აცხადებს გამომცემლობა «1С-სოფთქლაბი». რელიზი 17 მაისს შედგება. პოლონური სტუდიის, CD Projekt RED–ის მიერ დამუშავებული RPG მხოლოდ PC-ზე გამოვა. შესაძლოა მომავალში Xbox და PS3 ვერსიებიც გამოჩნდეს, თუმცა დღეისათვის რაიმე კონკრეტული ინფორმაცია ამის შესახებ არ არსებობს. The Witcher 2–ის სიუჟეტი აგრძელებს პირველი ნაწილის ისტორიას. სკანდინავიის სამეფოში ბოროტებამ […]

Portal 2 — ბრიტანული ჩარტის ლიდერი

Aperture Science Labs–ის კომპლექსი გასული კვირის ყველაზე პოპულარულ დასასვენებელ ადგილად იქცა. შეჯამებულია მონაცემები კომპიუტერული და ვიდეოთამაშების გაყიდვების მოცულობის შესახებ დიდ ბრიტანეთში. სენსაცია არ დაფიქსირებულა — სივრცითი თავსატეხი Portal 2, როგორც მოსალოდნელი იყო, მულტოპალტფორმულ ჩარტში პირველ ადგილზე გავიდა. კომპანია Valve–ის მიერ დამუშავებულმა თამაშმა, ა.შ.შ–ს ზეცა პირველად 19 აპრილს იხილა, ხოლო ევროპაში 21 აპრილს გამოჩნდა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მთავარ გმირს, […]

Gears of War 3-ის ღია ბეტა–ტესტირება დაიწყო

მულტიფლეერში წავივარჯიშოთ «კატებზე» იმისთვის, რომ შემოდგომაში ვუჩვენოთ კლასი. გუშინ, 25 აპრილს, Xbox Live–ის ქსელში მესამე სახის შუთერის, Gears of War 3–ის ბეტა ვერისია გამოჩნდა. თუმცა, ზოგიერთმა «ბეტაზე» წვდომა ჯერ კიდევ გასული კვირის ორშაბათს მიიღო. იღბლიანები თამაშ Bulletstorm–ის სპეციალური გამოშვების მყიდველები გახდნენ. იუწყებიან, რომ ბეტა–ვერსია ნებისმიერი მომხმარებლისთვის ღია 15 მაისს გახდება. მომხმარებელს მოუწევს მულტიფლეერის დატესტვა. თუმცა უკვე დღეისათვის ხელმისაწვდომია ორი რეჟიმი — Team Deathmatch და […]

«აკელამ» გამოუშვა სტრატეგია «APOX: უდაბნოს ომი»

კომპანია «აკელა» გევედრებათ, რომ არ გაიაროთ იმ მაღაზიასთან ახლოს, სადაც კომპიუტერული თამაშის დისკები იყიდება. ალბათ, ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ გაყიდვაში გამოვიდა ახალი პროექტი, სახელწოდებით «APOX: უდაბნოს ომი». APOX — რეალური დროის პოსტაპოკალიფსური სტრატეგია, რომელიც კაცობრიობის აღსასრულსა და დაუმთავრებელ ომებზე მოგვითხრობს. რატომ დადგა სამყაროს აღსასრული არავინ არ იცის: თუმცა, ზოგი ამბობს მზის კატაკლიზმებზე, სხვები რაღაც კომეტას ახსენებენ. მოკლედ, მოთამაშის […]

Shift 2: Unleashed: Legends-ის დამატება 26 აპრილს გამოვა

გამომცემლობა Electronic Arts–მა (ЕА) წარმოადგინა, სარბოლო თამაშის, Shift 2: Unleashed–ის  პირველი გადმოსაწერი დამატება. ადდონი, სახელწოდებით The Legends Pack, კონსოლურ ქსელებში — Xbox Live–სა და PlayStation Network–ში — 26 აპრილს გამოჩნდება. შეგახსენებთ, რომ Shift 2: Unleashed PC-ზეც გამოვიდა, თუმცა დამატების ამ პლატფორმაზე გადატანის შესახებ, ЕА ჯერჯერობით არაფერს არ ამბომს. ადდონის ღირებულება $10–ს შეადგენს. ამ ფასად თქვენ გაემგზავრებით «ავტორბოლის ოქროს ხანაში, 1960–70–იანი წლებში», აღიჭურვებით იმ ეპოქის საუკეთესო ბოლიდებით და […]

ინტერნეტში მოხვდა ინფორმაცია Nintendo–ს ახალი თაობის სათამაშო მანიპულატორის მახასიათებლებზე

Nintendo–ს ახალი სათამაშო მანიპულატორის კონცეპტ–არტი (ComputerAndVideoGames.com–ის სურათი). ინფორმაცია Nintendo–ს ახალი თაობის სათამაშო კონსოლის შესახებ, რომელიც გავრცელებული ჭორის თანახმად E3 2011–ის ჩვენებაზე იქნება წარდგენილი, დეტალების დაგროვებას იწყებს. არაოფიციალური ინფორმაციით, კონსოლის ფუძე, რომელიც Wii–ს შეცვლის, IBM–ის სამბირთვიანი პროცესორი PowerPC გახდება. გრაფიკას R700 სერიის ATI–ის ვიდეობირთვი დაამუშავებს. სავარაუდოდ, სიახლის მწარმოებლობა გაუტოლდება ან შესაძლოა გაასწოროს კიდევაც კონსოლ Xbox 360–სა და PlayStation 3–ს. ასევე, «ცნობილი გახდა», რომ კონსლოს […]

სტუდია Egosoft კოსმოსურ სიმულატორს, X Rebirth–ს ამუშავებს

კოსმოსური სიმულატორის, X-Universe–ის სერიას კიდევ ერთი თამაში დაემატება, აცხადებს გამომცემლობა Deep Silver. ცნობილი გახდა, რომ სტუდია Egosoft ახალ პროექტზე, X Rebirth–ზე მუშაობს. «ეს არ არის უბრალოდ შემდეგი სერია, არამედ ეს არის სრულიად ახალი სერიის დასაწყისი, რომელიც მთელ რიგ ინოვაციებსა და სამყაროს მთლიან რედიზაინს წარმოადგენს», — ხასგასმით განაცხადა მწარმოებელმა. რელიზი — მხოლოდ PC-ზე — 2011 წლის მეოთხე კვარტალში შედგება. მოქმედება შორეულ მომავალში ვითარდება. კაცობრიობა […]