ყველაფრის კონტროლი ხმოვანი ბრძანებებით
როგორც ცნობილია Google-ის ხმის ამოცნობის სისტემა ძალიან დახვეწილი და მოსახერხებელია, ინტერნეტში ძიებისთვის და ტელეფონის ფუნქციონალური შესაძლებლობების მართვისათვის, მაგრამ ეს არ არის ამ ტექნოლოგიების გამოყენების ზღვარი. ჩვენს გარშემო უამრავი ელექტრონული მოწყობილობაა და მართი მართვის ავტომატიზაცია მანამდეც იყო შესაძლებელი ძვირად ღირებული ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიებით, თუმცა დღეს მისი ჩანაცვლება უფრო ბიუჯეტური გადაწყვეტილებითაც არის შესაძლებელი
Google მედია სტრიმინგისთვის ემზადება
Wall Street Journal ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ Google დიდ მედია კომპანიებს მიმართავს სატელევიზიო გადაცემების ლიცენზირების საკითხებზე, რომ მათი შემდგომი სტრიმინგო მოახდინოს თავისი მომხმარებელებისათვის. Intel და Apple ასევე მუშაობენ მსგავსი სერვისების გაშვების მიმართულებით.
Google-მა “Master Key” მოწყვლადობა გამოასწორა
Google-მა ამოკერა Bluebox Security-ის მიერ აღმოჩენილი მოწყვლადობა Android საოპერაციო სისტემის უსაფრთხოების მოდელში. მოწყვლადობის გამოყენებისას შემტევი აპლიკაციების 99% გადააქცევდა “ტროას ცხენის” მსგავს ვირუსად. Google-მა განაცხადა, რომ მათ ეს უსაფრთხოების პრობლემა აღმოფხვრეს და უკვე გადაუგზავნეს OEM (ორიგინალური მოწყობილობების მწარმოებლები) არხის მომხმარებლებს.
Google-ის მიერ Motorolas რებრენდინგი ლოგოსაც შეეხო
Motorola-ს ახალი ლოგო აქვს და ის უკეთესად გამოიყურება ვიდრე მისი წინამორბედი; მასში ახალი სიტყვებიცაა “a Google company” მას შემდეგ რაც Google-მა შეიძინა Motorola Mobility, მას შემდეგ ბევრი ხილული ცვლილება მოხდა პროდუქტების ბრენდინგში. ეს უკანასკნელი ცვლილება უკვე ახალი პროდუქტებისთვის განხორციელდა, რომლებსაც ალბათ მალე ვიხილავთ.
Galaxy S4 და HTC One – ახალი Nexus-ები უკვე GooglePlay-ში იყიდება
როგორც იქნა დაპირებული Nexus მოწყობილობები წამყვანი ბრენდებისგან, როგორიცაა HTC და Samsung უკვე იყიდება Google Play ინტერნეტ მაღაზიაში. არანაირი Sense და TouchWiz, ამის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ Android 4.2.2 (რომელიც Samsung-მა უკვე გამოუშვა S4-ზე მაგრამ HTC ჯერ იგვიანებს). ასევე განბლოკილია ჩამტვირთი სექტორი, ეს იმისთვისაა საჭირო, რომ Cyanogenmod და სხვა გემრიელი ვერსიები ჩავტვირთოთ მოწყობილობეში. განბლოკვა ჩვეულებრივი fastboot ბრძანებებით […]
Google-მა გადაწყვიტა ინტერნეტი საჰაერო ბურთებით გაავრცელოს
ბოლო პროექტი, რომელიც Google-მა წარმოადგინა ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ სრული სერიოზულობით კომპანია აპირებს გაუშვას ინტერნეტთან წვდომის სერვისი, რომელიც დიდი სიმაღლის საჰაერო ბურთებზე იქნება აგებული. პროექტის სახელწოდებაა “Project Loon” და ის კომპანიის კვლევების ცენტრმა შეიმუშავა, მსოფლიოს ბევრ რეგიონში ინტერნეტთან წვდომის გასაუმჯობესებლად. როგორც ოფიციალურ ბლოგშია ახსნილი, 3-დან 2 ადამიანი მსოფლიოში ჯერ კიდევ ვერ უკავშირდება ინტერნეტს საიმედო და მუდმივი […]
iOS 7 და Android-ის მომავალი
თუ თქვენ, რამდენადმე მაინც ადევნებთ თვალ-ყურს ტექნოლოგიებისა და მობილური მოწყობილობების სიახლეებს აუცილებლად შეამჩნევდით Apple-ისა და iOS 7-ის გარშემო ატეხილ ხმაურს. კუპერტინომ წარმოადგინა სრულიად ახალი და სრულიად შეცვლილი დიზაინი iOS 7-ში ყველა მათი მოწყობილობისათვის და უფრო მეტიც. არის უამრავი პოსტი სადაც Android-ისა და iOS-ის შედარება კეთდება და არის საუბარი იმაზე თუ რა დააკოპირა Apple-მა მისი უმთავრესი […]
Google Experience სმარტფონები
Samsung Galaxy S4 Google Edition და HTC One Google Edition ძალიან მალე გამოვა. ახლა ჩვენ გვაქვს ერთზე მეტი მოწყობილობა, რომელიც მშობლიურ Android-ზე იმუშავებს, ვენდორების ჩარევის გარეშე. არანაირი Sense და TouchWiz, უკეთესი ან უარესი. რას ნიშნავს ეს? გახდება თუ არა რომელიმე მათგანი თქვენი შემდეგი მოწყობილობა? ეს არის კითხვები, რომლებსაც ხშირად სვამენ ექსპერტები და მომხმარებლები, რომლებსაც საკმაო […]
Google-მა განაახლა Gmail-ის ინბოქსი ჩანართებით მობილურსა და სამაგიდო ვერსიებში
ყველაზე მნიშვნელოვანი საფოსტო ყუთში წერილების ორგანიზებაა და ამ საქმეში Google-მა კიდევ ერთი ინოვაციური ნაბიჯი გადადგა. კომპანიამ დააანონსა, რომ ის მალე ახალ ჩანართებიან ლეიაუთს შემოგვთავაზებს Gmail-ის მობილურსა და სამაგიდო ვერსიაში. რედიზაინის შედეგად თქვენ შეძლებთ ხუთამდე ჩანართის დამატებას სადაც წერილების გადატანას ჩვეულებრივად გადაჩოჩებით შეძლებთ, ასევე შეძლებთ მიუთითოთ რესპოდენტები და ვარსკვლავის ანთებით გადაიტანთ მთავარ ინბოქსში შერჩეულ წერილებს.
პირველი O3b თანამგზავრის ორბიტაზე გასვლამდე 27 დღე დარჩა
Google-ის მიერ დაფინანსებულმა კომპანიამ O3b Networks გასაშვებად მოამზადა პირველი დაგეგმილი 8 თანამგზავრიდან. მათი საიტის მთავარ გვერდზე უკვე შეგიძლიათ ნახოთ გაშვების დრომდე დარჩენილი დროის უკუთვლა. უკვე იყო საუბრები “მომავლის პროვაიდერზე”, რომელიც სწრაფ, ხელმისაწვდომ და ხარისხიან ინტერნეტს გვპირდება პლანეტის მოსახლეობის 70%-თვის.
