Gmail-ის განვითარების ისტორია (ინფოგრაფიკა)
ამ აპრილს Gmail – 9 წლის გახდა და უკვე დროა შევაფასოთ მის მიერ განვლილი დრო და ის უმნიშვნელოვანესი განახლებები რაც განვითარების ამ არც ისე ცოტა დროში განხორციელდა დეველოპერების და დიზაინერების მიერ. Gmail-ის ბლოგში გამოქვეყნდა შესანიშნავი ინფოგრაფიკა, სადაც ასახულია ამ სერვისის ევოლუციის უმთავრესი მომენტები, რომლის ქართული ვერსიაც მინდა შემოგთავაზოთ
Google-მა Play Store განაახლა
Google-მა უკვე დაიწყო თავისი ინტერნეტ მაღაზიის Play Store-ის Android აპლიკაციის განახლების პროცესი და როგორც კი ის ჩემს მოწყობილობაზე აღმოჩნდა მე გადავწყვიტე თქვენთვის გამეზიარებინა ჩემი შთაბეჭდილებები. გამიკვირდა, როცა განახლება ანონსიდან რამდენიმე წუთში მომივიდა, თუმცა ეს ხომ Google-ია და ის ყველაზე სწრაფია მსოფლიოში 🙂
Google – WebKit-ის ძრავის მოდიფიცირებულ ვერსიაზე გადავა
WebKit დღეისათვის არის ის რაც აერთიანებს თანამედროვე web ტექნოლოგიებს. მისი რენდერინგის ძრავაზე მუშაობს Apple-ის Safari და Google Chrome, ასევე უამრავი მობილური ბრაუზერი. ახლა უკვე ამ ერთიანობას ჩრდილი მიადგა კომპანია Google-ის მხრიდან. რადგანაც ის იყენებს Chromium-ის მრავალამოცანიან მიდგომას მათ გადაწყვიტეს შეექმნათ უფრო მარტივი ფორკი Blink.
Google ახალი Open Source ინიციატივით გამოვიდა
კომპანია Google-ში ახლახან გამოაცხადეს, რომ Open Patent Non-Assertion Pledge ინიციატივით გამოდიან. რაც იმაში მდგომარეობს, რომ კომპანია პირობას დებს არ უჩივლოს ღია წყაროთი გავრცელებადი პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლებს, რომლებიც Google-ის პატენტებს გამოიყენებს “თუ რა თქმა უნდა არა Google-ის საწინააღმდეგოდ”
Google Translate – უკვე ინტერნეტის გარეშე
წარმოიდგინეთ მოგზაურობთ უცხო ქვეყანაში და გინდათ თარგმნოთ ნებისმიერი თქვენთვის საინტერესო ფრაზა ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ Googel Translate, აგრამ არა გაქვთ წვდომა ინტერნეტთან? გუშინ Google-ის დეველოპერებმა გაუშვეს ენის offline პაკეტები ფრანგული და ესპანურიდან დაწყებული ჩინური და არაბულით დამთავრებული. მათ შორის არის ქართულიც.
რეი კურცვეილი Google-ში მუშაობის 2 თვეზე საუბრობს
2012 წლის დეკემბრიდან კომპანია Google-ში მუშაობს გამოჩენილი გამომგონებელი და ფუტუროლოგი რეი კურცვეილი. ეს ზუსტად ის ადამიანია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ტექნოლოგიური სინგულარობისს იდეას – ფეთქებადი სამეცნიერო-ტექნიკური პროცესის დაწყებას მას შემდეგ რაც შეიქმება მძლავრი ხელოვნური ინტელექტი (ადამიანურზე მაღალი დონის) და დაიწყება ადამიანიების კიბორგიზაცია. მურის კანონის და ექსტრაპოლაციის თანახმად, ეს დაახლოებით 2045 წელს უნდა მოხდეს.
Google Play 4 – აპლიკაციამ გამოჟონა
დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ რაც Google-მა მაჟორული ცვლილებები შეიტანა Google Play-ში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კომპანია არ მუშაობდა შემდეგ დიდ ცვლილებაზე. Google Play 4.0 განახლება მის ოფიციალურ რელიზამდე გახდა ცნობილი და მასში გამოვლინდა პროგრამის ახალი დიზაინი, რომელიც უფრო ახლოსაა Android-ის Holo სამომხმარებლიო ინტერფეისთან.
Keep – უბის წიგნაკი Google Drive-ზე
Google Keep ჩანაწერების სერვისი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გამოჟონა უკვე ოფიციალურად დარელიზდა. ჩვენ უკვე გვაქვს Android აპლიკაცია და Web აპლიკაცია, რომლითაც შეიძლება სწრაფად გავაკეთოთ ჩანაწერები და to-do სიები. ყველაფერი Google Drive საცავში ინახება და Android 4.2.2 ვერსიაში არის lockscreen-ის დამატება საიდანაც უფრო ადვილად მიგიწვდებათ ხელი პროგრამაზე.
Google-მა Android-ის “უფროსი” შეცვალა
Google-ის გენერალურმა დირექტორმა ლარი პეიჯმა დღეს თავის ოფიციალურ ბლოგში გამოაქვეყნა შეტყობინება Android პალტფორმის დეველოპერების განყოფილების ახალი ბოსის დანიშვნის შესახებ. დღემდე ამ თანამდებობაზე კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ენდი რუბინი იყო.
Android 4 უკვე უფრო მეტ მოწყობილობაზეა ვიდრე Gingerbread
როგორც ცნობილია Android ოპერაციული სისტემის განახლებები არც ისე სწრაფად ვრცელდება მომხმარებლებში ვიდრე iOS და ამას თავისი ობიექტური და ხშირად სუბიექტური მიზეზებიც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სხვა და სხვა მწარმოებლები საკმაოდ აგვიანებენ სისტემის ახალ ვერსიაზე გადაყვანას დღეისათვის სტატისტიკა უკვე ოპტიმისტურად გამოიყურება.
