Chromebook Pixel
როგორც ხედავთ გამართლდა Google-ის პარტნიორების ჭორები და დღს კომპანიამ ოფიციალურად წარმოადგინა მაღალი ხარისხის hig-ent მოუთბუქი Chromebook Pixel. ის პოზიციონირდება, როგორც ყველაზე დიდი გარჩევადობის მქონე ლეპტოპი ისტორიის განმავლობაში.
Google Android-ის ხმის ამოცნობა ადამიანის ტვინის მსგავსად მუშაობს
Android მობილური ოპერაციული სისტემის ბოლო ვერსიაში ვებ-გიგანტმა დიდი ცვლილებები შეიტანა იმაში თუ როგორ აღიქვამს მოწყობილობა თქვენს ხმოვან ბრძანებებს ან საუბარს. Google-მა შექმნა ხმის ამოცნობის სისტემა, რომელიც ნეირონულ ქსელებს ეფუძნება და არის კომპიუტერიზებული სისტემა რომელიც სწავლობს ისევე როგორც ადამიანის ტვინი.
Google-ის გამჭვირვალობის ანგარიში
დღეს კომპანია Google-მა გამოაქვეყნა ახალი მონაცემები Transparency Report -ის ფარგლებში, სადაც ასახულია სახელმწიფოს მიერ მოხმარებლების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის სტაბილური ზრდა 2012 წლის მეორე ნახევრისათვის, რაც მათი სერვისების მომხმარებლების ზრდას უკავშირდება. Google 2010 წლიდან აქვეყნებს მსგავს ინფორმაციას, რადგანაც მომხმარებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეს თუ როგორია მთავრობის ზემოქმედება მათ ონლაინ ცოვრებაზე.
2012 წლის ჩავარდნები ღრუბლოვანი სერვისების მუშაობაში
IWGCR-ის (International Working Group on Cloud Computing Resiliency) ანგარიშის მიხედვით, ყოველი წლის განმავლობაში ღრუბლოვანი სერვისები მიუწვდომელია საშუალოდ 7.5 საათის განმავლობაში. კომპანიები, რომლებიც ნაწილობრივ ან სრულად არიან დამოკიდ
Google-ს არა აქვს გეგმები Windows 8 ან Windows Phone-ზე თავისი აპლიკაციების შესახებ
თუ თქვენ აპირებთ გახდეთ Window Phone-ის და Windows 8 პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელი და ამასთანავე გქონდეთ Gmail და Google Drive აპლიკაციები მაშინ მოგიწევთ მოთმინებაში ვარჯიში. კომპანია მაუნთინ ვიუდან იუწყება, რომ არ ჩქარობს ამ პლატფორმისთვის აპლიკაციების გამოშვებას.
Android 4.2 აპლიკაციების შემოწმების სერვისი
Google-ის App Verification Service შეუმჩნევლად დაემატა Android 4.2-ში, მაგრამ სინმადვილეში მისი მნიშვნელობა ძალიან დიდია სისტემის უსაფრთხოებისათვის. მას შეუძლია შეამოწმოს აპლიკაციები ვირუსებზე და ეს ნებისმიერი ტიპის ინსტალაციისას მუშაობს. აპლიკაციები მოწმდება იმისდა მიუხედავად ჩამოტვირთულია ის Google Play მაღაზზიდან თუ რომელიმე არაოფიციალური წყაროდან.
გვიდო ვან როსუმი Google დან Dropbox-ში გადავიდა
Python პროგრამირების ენის ავტორი გვიდო ვან როსუმმა პარასკევ Google-ში მუშაობის ბოლო დღე დაამთავრა და იანვრიდან ის კომპანია Dropbox-ის თანამშრომელი გახდება. Dropbox-ის ხელმძღვანელობა სიხარულით ესალმება გვიდოს, რომელსაც იქ ძველ მეგობარს უწოდებენ, რომელიც მათ თავიანთი შესანიშნავი სერვისის შექმნაში ეხმარებოდა. ის იმ დროიდან თანამშრომლობდა Dropbox-თან როცა იწერებოდა ამ სისტემის პროგრამული “კოდის პირველი სტრიქონები” (dropbox.py).
გამოვიდა ახალი Gmail აპლიკაცია iOS მოწყობილობებისთვის
გვიან მაგრამ უფრო ადრე ვიდრე არასდროს გამოვიდა Gmail-ის 2.0 აპლიკაცია iOS პლატფორმისათვის, რითაც გაგვახარა Google-ის მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ელ-ფოსტის მომხმარებლები, რომლებიც ან შემოვრჩით Apple-ის მოწყობილობებს ან გვიყვარს ეს პლატფორმაც და ვერ ვშორდებით :-). განახლება შეეხო iPad, iPhone და iPod Touch-ის მომხმარებლებს.
YouTube უკვე iPad-ზე
ალბათ იკითხავთ რატომ უკვე iPad-ზე. იმიტომ, რომ მას შემდეგ რაც Apple-მა გამოუშვა iOS 6 და ამოიღო YouTube მისი სტანდარტული პროგრამებიდან, ჩვენ კარგა ხანი არ გვქონდა ამ სერვისისთვის მშობლიური აპლიკაცია iOS პლატფორმაზე. ჯერ გამოვიდა iPhone-ის ვერსია და აი უკვე ის iPad-ის ყველა მოდელზე არის ხელმისაწვდომი.
Google Play სერვისებში დაემატა ორი შესანიშნავი API ფუნქცია
API არის ყველაზე მთავარი მობილური ოპ. სისტემისთვის აპლიკაციების დეველოპერებისთვის, რადგანაც იძლევა, როგორც სისტემის ფუნქციონალზე ასევე გარკვეული ონლიან სერვისების მონაცემებზე წვდომას. დღეს საუბარი გვქნება Google Maps-ის ვექტორულ რუქებზე წვდომა Photo Sphere-ის დამთვალიერებელი.
