Google Docs for Android – განახლება

Google Docs for Android-ის განახლებამ პროგრამაში ახალი ფუნქცია დაამატა. დღემდე შეუძლებელი იყო დოკუმენტების ოფლაინ რეჟიმში რედაქტირება, რაც გარკვეულ დისკომფორტს ქმნიდა მობილური ქსელების მომხმარებლებისათვის, რომლებსაც ტრაფიკის შეზღუდვების გამო არ შეუძლიათ დიდი მოცულობის ინფორმაციის გადაცემა. პროგრამა ავტომატურად მოახდენს სინქრონიზაციას, როცა ნებისმიერი WiFi ქსელი გახდება ხელმისაწვდომი მოწყობილობისათვის.

Google TV + LG-ს ახალი ტელევიზორი

დაიწყო Google TV-ის პროდუქტების წარმოების მეორე რაუნდი, რომელიც წარმოდგენილი იქნება CES 2012-ზე. Google-ის ანონსის თანახმად ალიანსს შეუერთდა LG Electronics ახალი პროდუქტით, რომელიც Android პლატფორმაზე იმუშავებს.

700 000 Android მოწყობილობა დღე-ღამეში

კომპანია Google-ის მობილური ოპერაციული სისტემა Android-ის პოპულარობა იზრდება. როგორც Google-ის ვიცე პრეზიდენტი თავის Twitter-ში წერს, Android მოწყობილობების აქტივაციების დღიური რაოდენობა 700 000-ზე მეტი გახდა. შედარებისთვის: ივნისში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 500 000 იყო, ხოლო 2010 წლის დეკემბერში 300 000. Google-ის სტატისტიკა არ ითვალისწინებს გადაყიდულ გაჯეტებსა და მეორად გააქტიურებას.

Google+ კვლავ განახლდა

Google-ის ინჟინრებმა წარმოადგინეს მათი სოციალური ქსელის ახალი ფუნქციონალური შესაძლებლობების დემონსტრაცია. განახლებეი შეეხო ფოტოების დათვალიერების და მართვის სისტემას, ბიზნეს-გვერდების ადმინისტრირებას და წრეების მართვას. მოდით ვნახოთ ვიდეო რგოლები სადაც ეს გაცილებით კარგად არის წარმოდგენილი:

ერიკ შმიდტი: Google-ის პლანშეტი ექვს თვეში გამოვა

ძვირფასო Android-ის ფანებო და უბრალოდ ჩვენი ბლოგის მკითხველებო, მემგონი სრულდება ჩემი კიდევ ერთი ოცნება და კომპანია Google გამოუშვებს პლანშეტურ კომპიუტერს. კომპანიის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ ერიკ შმიდტმა იტალიურ ჟურნალ Corriere della Sera-თან საუბრისას განცხადა “მომდევნო ექვს თვეში ჩვენ ვგეგმავთ უმაღლესი ხარისხის პლანშეტის გამოშვებას.” ნიშნავს თუ არა ეს ბაზარზე არსებული ბრენდებისთვის კონკურენციის გაწევას, რომელთა შორის მათი პარტინიორებიც არიან […]

Google-ის პასუხი Siri-ს – Majel შესაძლოა წლის ბოლომდე გამოვიდეს

დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი Google-ის საიდუმლო პროექტის შესახებ. ცნობილი გახდა რომ პროექტის კოდური დასახელებაა Majel და ეფუძნება  Majel Barrett-Roddenberry-ს რომლის ხმითაც ცნობილ სერიალში Star Trek საუბრობდა ფედერაციის კომპიუტერი.

Google Currents: ჟურანლის ტიპის ნიუსრიდერი Android და iOS პლატფორმებისთვის

ჭორები და დასტურდა და გამოჩნდა Google-ის ახალი პროდუქტი: Currents. აპლიკაცია ხელმისაწვდომია ორივე პლატფორმისთვის. არის როგორც პლანშეტური ასევე სმარტფონის ფორმატშიც და უფრო საინტერესო და მოქნილი ინტერფეისით გვთავაზობს ინტერნეტ-სიახლეების წაკითხვას. ეს უფასო პროგრამა არის გრაფიკით დატვირთული ჟურნალი სადც შეგიძლიათ ნახოთ სიახლეები პორტალებიდან AllThingsD, PBS, Huffington Post და Fast Company, ასევე ღია Google+ ლენტები და RSS-არხები.

Google ყოველ კვირაში ერთ კომპანიას ყიდულობს

Google-ის თავმჯდომარემ ერიკ შმიდტმა დღეს Le Web კონფერენციაზე გამოსვლისას, ისაუბრა ანდროიდზე, კომპანიის გაფართოებაზე და სხვა მრავალ საკითხზე. როცა მას შეეკითხეს თუ რატომ არ ყიდულობდა ის რომელიმე ფრანგულ კომპანიას, მან ხუმრობით შენიშნა, რომ Google ახლა კვირაში ერთ კომპანიას მაინც ყიდულობს.

სტივ ვოზნიაკმა ანდროიდის გუნდისგან მიიღო ექსკლუზიური Galaxy Nexus

Apple-ის თანადამაარსებელმა და ცნობილმა პერონამ ტექნოლოგიების სამყაროში სტივ ვოზნიაკმა მოიარა მაღაზიები სადაც ექსკლუზიურად მიიღო უახლესი მოწყობილობები. ის კომპანია Google-ის სათაო ოფისშიც მივიდა რომ მიეღო მისთვის განკუთვნილი Samsung Galaxy Nexus, ტელეფონი, რომელიც მოწოდებულია დაამარცხოს Apple-ის iPhone 4/4S. ვოზნიაკი იყო ერთ-ერთი პირველი ვინც მიიღო მოწყობილობა ოფიციალურ რელიზამდე. 

გამოვიდა: Google Music

ანონსის შესაბამისად, ლოს ანჯელესში შედგა Google-ის პრეზენტაცია, რომელიც Android პლატფორმას ეხებოდა. უფრო ზუსტად მუსიკალურ სერვისს Google Music. საძიებო გიგანტმა გამოაცხადა ამ სერვისის ბეტა სტადიიდან გამოსვლა და ახლა ყველა მომხმარებელს ა.შ.შ-ს ტერიტორიაზე შეუძლია დარეგისტრირდეს მისამართზე music.google.com, სხვა ქვეყნების მომხმარებლებს მოუწევთ ლოდინი ან პროქსი სერვერებით სარგებლობა.