Google-ის End-to-End ელ-ფოსტის დაშიფრვა მალე გამოვა

ნახევარ წელზე მეტია რაც Google-მა დააანონსა, რომ ის მუშაობს ელ-ფოსტის დაშიფრვის პლაგინზე Chrome-თვის, რომელიც ძალიან გაამარტივებს ყველასთვის მათი კორესპოდენციების დაშიფრვას და დღეს ეს პროდუქტი თითქმის მზადაა. რა თქმა უნდა რელიზამდე ჯერ კიდევ დარჩა დრო მაგრამ Google-მა უკვე მათი ინსტრუმენტი GitHub-ზე განათავსა დეველოპერების ფართო მასების ჩართვის მიზნით, რომ ის უფრო უსაფრთხო გახადოს. ასევე მათ გამოაქვეყნეს მოსაზრებები […]
Android Lollipop-ის ახალი ფუნქციები

Android Lollipop-ის გავრცელება გრძელდება და კიდევ უფრო მეტ ადამიანს ეძლევა საშუალება საქმეში გამოსცადოს ეს ოპერაციული სისტემა. შემქნელების რწმუნებით, Lollipop არის Android-ის ყველაზე დიდი განახლება ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე. მასში თქვენ აღმოაჩენთ არა მხოლოდ ვიზუალურ, არამედ ფუნქციონალურ ცვლილებებსაც. ზოგი მათგანი ერთი შეხედვით შეუმჩნეველია. სტატიაში მოცემულია რჩევები Android-ის უახლესი ვერსიის ფუნქციონალის შესახებ. როგორ გადმოვიტანოთ მონაცემები სხვა ტელეფონიდან? […]
Android Studio 1.0 – რელიზი შედგა

Google-მა სასიამოვნო სიახლე გვაუწყა და ეს არის Android Studio-ს პრიველი სტაბილური რელიზი. ორი წლის მუშაობის შედეგად მათ Android Studi 1.0 გამოუშვეს, რომელიც Android საოპერაციოს სისტემისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად არის საჭირო. პირველად მისი ანონსი 2013 წლის Google I/O-ზე შედგა და მისი მიზანი იყო კონკრეტულად Android-ის დეველოპერებისთვის ერთიანი პროგრამირების გარემოს შექმნა. Android Stuido ეფუძნება IntelliiJ IDEA Java-ს […]
Android და iOS პლატფორმების ვიზუალური ისტორია

დღეისათვის მობილურ ინდუსტრიაში ორი წამყვანი საოპერაციო სისტემაა. ბაზრის ლიდერიაGoogle-ის Android და პოპულარობით მეორე iOS-ია, რომელიც Apple-ის iPhone და iPad მოწყობილობებზეა მხოლოდ. შექმნის დღიდან ორივე საოპერაციო სისტემამ ევოლუციის საკმაოდ დიდი გზა გამოიარა და TheVerge-ზე გამოქვეყნებუი ვიდეო რგოლები თვალნათლივ ასახავს ამ განვითარების პროცესს.
გამოვიდა Lollipop 5.0.1 განახლება Nexus გაჯეტებისთვის

Google-მა Lollipop-ის ახალი ანაწყობი გამოუშვა Android Open Source Project-ის ფარგლებში. Android 5.0.1 რელიზი 1 LRX22C სახელით გახდა ხელმისაწვდომი. ამ ვერსიაში არ არის მნიშვნელოვანი განახლებები და უმთავრესად სტაბილურობის და მცირე შეცდომების გასწორება განხორციელდა. მათთვის ვისაც ავტომატური განახლების მიღებამდე უნდა ახალ ვერსიაზე გადასვლა შეგიძლიათ გადმოწეროთ ქარხნული იმიჯები Nexus მოწყობილობებისკენ. Google Nexus Factory Images
Google Drive-ის ახალი შესაძლებლობა
Google Docs-ის მომხმარებლებს ხშირად უწევს სხვადასხვა ფორმატის ფაილებთან მუშაობა. Google ცდილობს მუშაობის პროცესი გაამარტივოს განახლებების საშუალებით. ამიერიდან, Google Drive მომხმარებლებს საშუალებას აძლევს Gmail-ში დანართების სახით მიღებული ფაილები ადგილზევე დააფორმატონ. ზოგჯერ კი, მომხმარებლები საჭიროების წინაშე დგებიან დაფორმატების გარეშე გახსნან და ცვლილებები შეიტანონ Office-ის ფაილში. ამ მდგომარეობაში აღმოჩენილებს დაგვეხმარება Chrome-ის გაფართოება . დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ Google-ის […]
U2F გასაღები თქვენი Google-ის ანგარიშისთვის

თქვენი Google-ის ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც მისი საშუალებით ძალიან ბევრ სერვისზე გაქვთ წვდომა და მისი სხვა ადამიანის ხელში მოხვედრა ნამდვილად დიდი უსიამოვნება იქნება. ამიტომაც კიდევ ერთხელ გირჩევთ, რომ გამოიყენოთ ორ-საფეხურიანი აუტენტიფიკაცია. ამ გზით, თუ თქვენს პაროლს მოიპარავენ, ბოროტმოქმედები თქვენს ანგარიშზე მაინც ვერ მიიღებენ წვდომას. მეორე ნაბიჯი უმრავლესობისთვის და ჩემთვის არის Google Authenticator აპლიკაცია, მაგრამ Google-მა […]
Google-მა Messenger აპლიკაცია გამოუშვა

უცნაური და ჩახლართული Android SMS აპლიკაციების ისტორია გრძელდება და დღეს Google-მა ახალი Messenger აპლიკაცია გამოაქვეყნა Google Play-ში. უფასო აპლიკაცია SMS და MMS შეტყობინებებს ამუშავებს, მატერიალური დიზაინის საშალებით. ჯერ იყო Messaging, Google Voice და Google Chat; შემდგომში მხოლოდ Hangouts და ახლა უკვე ორი აპლიკაცია ისევ. რატომ ახალი აპლიკაცია? მოდით ვანხოთ რა წერია მის აღწერაში: სწრაფი გაზიარება: შეარჩიეთ […]
Google-მა NASA-ს უზარმაზარი ანგარები დაიქირავა

კომპანია Google-მა მოფეტის სახელმწიფო აეროდრომი აიღო იჯარით, რასაც სპეციალისტები უბრალოდ მორიგ კაპიტალდაბანდებას არ უკავშირებენ. მოფეტის აეროდრომი დიდ ხნის განმავლობაში Google-ის ხელმძღვანელობის კერძო თვითმრინავებისთვის გამოიყენებოდა. როგორც ერთი შეხედვით ჩანს უახლოესი 60 წლის ვადით მისი დაქირავება იმისთვის, რომ ყოველთვის ხელმსაწვდომი ყოფილიყო კომპანიისთვის ნამდვილად არ ღირდა რაც 1,16 მილიარდი დოლარი დაჯდა. აეროდრომის შენახვა NASA-ს 6,3 მილიონი დოლარი უჯდებოდა […]
Play Store – უფრო მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი

აპლიკაციების შექმნა და მათი განთავსება Play Store-ზე ხალხისთვის უფრო ხელმისაწვდომი ხდება. იმისთვის, რომ განვათავსოთ ჩვენი აპლიკაცია და მივიღოთ შემოსავალი საჭიროა ვცხოვრობდეთ ქვეყანაში, რომელსაც აქვს ამ სერვისზე წვდომა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ამ სიას კიდევ შვიდი ქვეყანა შეემატა და მათ შორის სამწუხაროდ საქართველო არ არის. ქვეყნები: იორდანია (ა.შ.შ. დოლარი) ლიბანი (ლიბანური ფუნტი) ომანი (ა.შ.შ. დოლარი) პაკისტანი (პაკისტანური რუპია) პუერტო რიკო (ა.შ.შ. […]
