Google Play-ში პროგრამების საცდელი ვერსიებიც იქნება

კომპანია Google გეგმავს თავის ონლაინ მაღაზიაში Play Sotre ფასიანი პროგრამების ტესტირების პრინციპულად ახალი გამოცილდება დანერგოს. როგორც ცნობილი გახდა ახალი ფუნქცია დეველოპერების ინსტრუმენტების ახალ ვერსიაში დაემატება და მიკრო-აპლიკაცეიბის შექმნას გახდის შესაძლებელს, რომლებიც იგივე ფუნქციებით იქნება აღჭურვილი რითაც ფასიანი პროგრამები, მაგრამ საგრძნობლად შეკვეცილი ვარიანტის სახით. Google-ის სტატისტიკის თანახმად Play Store-დან აპლიკაციების ჩამოტვირთვის სტატისტიკა 50%-ით მეტია ვიდრე Apple-ის […]
Google Android-ს მრავალ-ფანჯრიანი ინტერფეისი ექნება

მრავალამოცანიანობა ძალიან სასარგებლო ფუნქციაა მობილური მოწყობილობისათვის, მაგრამ მრავალ-ფანჯრიანი ინტერფეისი გაცილებით უკეთესი იქნება, რომელსაც მალე ვიხილავთ Android ოპერაციულ სისტემაში. Google Android-ის გუნდი მუშაობს მრავალ-ფანჯრიან ფუნქციონალზე პლანშეტებისათვის და სმარტფონებისთვის. ჯერ-ჯერობით ოფიციალური დასტური არ არის კომპანიისგან მაგრამ მარტში გაკეთებული ანონსის თანახმად კომპანია ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
Google #2 ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა

აგერ უკვე მორე წელია რაც Google პირველ ადგილს Apple-ს უთმობს Interband-ის საუკეთესო გლობალური ბრენდების რეიტინგში. ანგარიშის თანახმად Google შეფასებულია 107 მილიარდ დოლარად რაც საკმარისი არ არის Apple-ის 118 მილიარდის წინააღმდეგ. Coca-Cola გავიდა მესამე ადგილზე 81 მილიარდით და IBM მეოთხეზე 72 მლრდ-ით. Samsung-მა მე-7 ადგილი 45 მლრდ-ით დაიკავა. აი სამი უმთავრესი ფაქტორი რითაც ხდება კომპანიების შეფასება: […]
Google Software Removal Tool

ალბათ ახალი არავისთვის არ არის, რომ ბრაუზერებში და საოპერაციო სისტემაში ხშირად ხვდება, პროგრამები, რომლებიც აყენებენ ტულბარებს და უამრავ პირადი ინფორმაციის და სარეკლამო კონტენტის მომწოდებელ მოდულებს. ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში Google-ც ჩაერთო და გამოუშვა პროგრამა, რომელიც დაასკანირებს სისტემას მსგავს მოდულებზე და მათ წაშლასაც უზუნველყოფს. ალბათ ხშირ შემთხვევაში ბრაუზერის თავიდან გადაყენებაც არ არის საკმარისი და Windows-ის გადაყენებაც […]
ერიკ შმიდტი: Google უფრო დაცულია ვიდრე Apple

Google-ის აღმასრულებელი დირექტორი ერიკ შმიდტი თავის ინტერვიუში Apple-ის CEO-ს ტიმ კუკს პასუხობს და ამბობს, რომ ის არასწორად არის ინფორმირებული საძიებო გიგანტის პრივატულობის პოლიტიკის საკითხებში და რომ Google-ის სისტემები “უფრო მეტად დაცულია” ვიდრე ის ყველაფერი რაც Apple-ს აქვს. CNN-თან ინტერვიუში, შმიდტი ამბობს, რომ Google არის ლიდერი მონაცემთა უსაფრთხოებაში და ნებისმიერი კამათი ამასთან დაკავშირებით მსგავსად ტიმ კუკისა […]
Google Chrome Book-ზე Adobe Photoshop გამოვა
Project Photoshop Streaming ჯერ-ჯერობით ბეტა ტესტირების სტადიაშია და დასაწყისში ხელმისაწვდომი გახდება მხოლოდ Creative Cloud-ის რჩეული მომხმარებლებისათვის. ორივე კომპანია პირობას იძლევა, რომ ფუნქციონალი იდენტური იქნება დესკტოპ ვერსიისა, მაგრამ სრულიად ღრუბლოვან სერვისზე იქნება დამოკიდებული. Photoshop-ის სტრიმინგ ვერსია ხელმისწვდმი იქნება Chrome-ის ბრაუზერში Windows მოწყობილობებზეც. Photoshop-ის სტრიმინგ ვერსია შექმნილია სერვერებიდან სამუშაოდ, როგორც Google-ის ბლოგშია ნათქვამი “ყოველთვის ბოლო ვერსიამდე იქნება განახლები […]
iPhone 5S-ზე Android L-ის გაშვება შესაძლებელია?

როგორ დავაყენოთ Apple-ის საიმედოდ დაცულ სმარტფონზე Android L-ის დეველოპერული ვერსია? ერთი შეხედვით შეუძლებელი ჩანს, მაგრამ უნივერსიტეტის მკვლევარების მცირე ჯგუფმა ამის გადაწყვეტის გზასაც მიაკვლიეს, რისი დამადასტურებელი ვიდეოც ქვევით შეგიძლიათ ნახოთ. ძალიანნ ბევრისთვის და ჩემთვის პირადად გამოვიყენო Apple-ის შესანიშნავ აპარატზე Android საოპერაციო სისტემის ფუნქციონალი პრაქტიკულად იდეალური შემოთავზებაა. ეს ის ოცნებაა, რომლის ახდენაც ფაქტიურად არარეალურია, რომ არა ნიჭიერი […]
FBI აღშფოთებულია Android და iOS მოწყობილობების დაშიფრვით

FBI-ის დირექტორი ჯეიმს კომეი გამოხატავს ღრმა აღშფოთებას ახალი დაშიფრვის ტექნოლოგიების დანერგვით, რომლებიც iOS 8 და Android L საოპერაციო სისტემებში არის ჩაშენებული. ახალი მეთოდები ითვალისწინებს ინფორმაციის დაცვას და ასევე იცავს მწარმებელ კომპანიებს უხერხული მდგომარეობისგან, როცა მთავრობა აიძულებს მათ წვდომა მიიღონ მომხმარებლის მონაცემებზე. კომეი ამბობს, რომ ამ სვლით კომპანიები ხელს უშლიან დანაშაულის გამოვლენასა და პრევენციას. რთულია არ […]
Chrome APK – Android აპლიკაციები Chrome Canary-ში

ჩემს წინა პოსტში საუბარი გვქონდა Android-ის აპლიკაციების Windows, Mac და Linux-ზე გაშვების შესახებ, თუმცა გამზადებული აპლიკაციების სიმწირის გამო რეალურად შეუძლებელი იყო ამ ფუნქციონალით დატკბობა. მინდა გითხრათ, რომ ეს პრობლემაც მოგვარდა და ახლა უკვე ხელმისაწვდომია Chrome APK Packager-რომელიც, უკვე დაყენებულ ან ჩამოტვირთულ აპლიკაციებს თქვენს Android მოწყობილობაზე Chrome-ის პაკეტად გარდაქმნის. გაუშვით აპლიკაცია თქვენს Android გაჯეტზე და აირჩიეთ თქვენს […]
Ingress-ში სამომხმარებლო მისიები დაემატა

მიუხედავად იმისა რომ, Igress – ეს არის თამაში დამატებითი რეალობით და მისი ბრძოლის ველი მთელი პლანეტაა, შესაძლოა ესეც მოგბეზრდეთ. Google-ის პროექტი გვთავაზობს ერთგვაროვან გეიმფლეის, რაც მომხმარებლების ყურადღების მისაქცევად არც ისე ეფექტურია. სწორედ თამაშში სიახლის და ახალი ფუნქციონალის დამატების მიზნით შეიქმნა სამომხმარებლო მისიები. Niantic Labs-მა დაამატა ახალი ფუნქცია, რომელიც მისიების შექმნას გულიხმობს. როგორც წესი მისია შეიცავს […]
