LG G4 მეორე ადგილზეა და ის უკეთესია ვიდრე iPhone 6 და Galaxy S6

გამოსვლიდან რამდენიმე თვეში LG-ის ფლაგმანი უკვე შეგვიძლია შევადაროთ მის უახლოეს კონკურენტებს, როგორიცაა Samsung Galaxu S6 და iPhone5 6. სამხრეთ კორეულ მწარმოებელს მართლაც შესანიშავი სმარტფონი გამოუვიდა და ამაზე თითქმის ყველა თანხვმდება. ის გამოირჩევა მაღალი ხარისხის როგორც ვიზუალური ასევე აპარატული და პროგრამული შემადგენლობით, მოდით ვნახოთ მისი რეალური რეიტინგი Customer Reports-ის თანახმად. როგორ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა LG G4-მა […]
ბატარეის დამუხტვა WiFi-ს საშუალებით შესაძლებელია

WiFi ქსელის რადიოტალღები მთლიანად ავსებენ ნაგებობს. სინამდვილეში, ეს რადიაცია თავის თავში მატარებელია არც თუ ისე მცირე ენერგიის, რომელიც გამოუყენებლად იკარგება: იკარგება კედლებისა და ოთახის ავეჯის გათბობაში. ამ დროს კი, მისი გამოყენება შესაძლებელია ჩვენთვის სასარგებლოდ – ბატარეების დასამუხტად და მცირე ელექტრონიკის სამუშაოდ. მაგალითისთვის, წარმოგიდგენთ ოთხ გაჯეტს, რომელმაცც ენერგია მიიღო WiFi-ს საშუალებით. ეს ექსპერიმენტი ჩატარდა სიეტლში, რომლის […]
Google და Skrillex სმარტ ქეისებს უშვებენ

Google-მა Android სმარტფონებისთვის წარმოადგინა დამცავი ქეისების ხაზი, რომლებიც შეიმუშავა პოპულარულ ამერიკელ დიჯეი Skrillex-თან თანამშრომბლობით. აქსესუარები გამოირჩევა ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებლით: ქეისთან ერთად Google გვთავაზობს ცოცხალ ფონებს, რომელიც დღის განმავლობაში გვაჩვენებს სპეციალური საჰაერო ბურთის სატელიტიდან გადაღებულ დედამიწის სურათებს. სატელიტს სონი მურის ძაღლის პატივსაცემად, Nanou დაარქვეს. ქეისებზე არის სპეციალური ღილაკი, რომელიც სმარტფონზე გახსნის Skrillex-ის YouTube არხს. ამ ღილაკის ფუნქციონალის […]
HTC One M9-ს ცეცხლი წაუკიდეს

ვარდნის ტესტების უმეტესობაში, მოწყობილობას გარკვეული სიმაღლიდან აგდებენ. HTC One M9-ზე ჩატარებული ტესტებიც ასე დაიწყო: სპეციალისტებმა რამდენჯერმე დააგდეს სმარტფონი და შეაფასეს კოსპუსის მდგომარეობა. მოწყობილობის ეკრანით დაგდებისას, ეკრანის დამცავმა ფენამ მიიღო დაზიანება, თუმცა სმარტფონმა გააგრძელა ფუნქციონირება. ამ ტესტების შემდეგ, სპეციალისტებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, რამდენად დაცულია HTC M9-ის კორპუსი. გახურების ტემპერატურამ მიაღწია 700 გრადუსს ცელსიუსით. აპარატი უბრალოდ დადნა.
MYVIDEO TV BOX აზერბაიჯანულ ბაზარზე

მომავალი კვირიდან MYVIDEO TV BOX-ის გაყიდვა აზერბაიჯანშიც დაიწყება. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, უკვე მესამე წელია აზერბაიჯანში წარმატებით ფუნქციონირებს პირველი ქართული ვიდეოპორტალის აზერბაიჯანული ვერსია myvideo.az. პორტალმა ძალიან მალე მოიპოვა აზერბაიჯანელი ინტერნეტმომხმარებლის მხარდაჭერა და ის უკვე მის ქართველ მშობელ myvideo.ge-ზე არანაკლები წარმატებით სარგებლობს ჩვენს მეზობელ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ყველა ის სერვისი, რომელმაც წარმატებით გაიარა ტესტირების ფაზა საქართველოში ეტაპობრივად […]
The Palette – ფერადი 3D ფიგურები

3D პრინტერი შესანიშნავი მოწყობილობაა სახლისა თუ ოფისისათვის. მისი საშუალებით შესაძლებელია უამრავი სამომხმარებლო ნივთის შექმნა სათამაშოების ჩათვლით. თუმცა 3D პრინტერების უმრავლერობას მხოლოდ მონოქრომული ნივთების შექმნა შეუძლია. დღეისათვის მიმდინარეობს მუშაობა ახალ მოწყობილობაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს შევქმნათ ფერადი ობიექტები. თუმცა, ამგვარი მოწყობილობები ძალიან ძვირი ღირს და უმრავლესობა გაყიდვაშიც კი არ არის. კანადურმა კომპანია Mosaic Manufacturing ეცადა ეპოვა გამოსავალი ამ […]
ვინილის ფირფიტები ისევ პოპულარულია

მუსიკალურ ინდუსტრიაში გაყიდვების უდაო ლიდერი iTunes-ია, ხოლო სტრიმინგის სერვისებს შორის Spotify, Napster, Pandora და ახალი Tidal უფრო და უდრო პოპულარული ხდება. ამის ფონზე ტრადიციული CD მატარებლებზე მუსიკა უფრო და უფრო ნაკლებად იყიდება. ერთი უცნაურობა, რაც ამ დროს შეიმჩნევა მომხმარებლებს შორის არის ვინილის ფირფიტებზე მოთხოვნა, რომელიც CD-ის გამოჩენის შემდეგ გადაშენებულადაც ითვლებოდა. ერაში სადაც ციფრული ალბომების გაყიდვებიც […]
oPhone-ს უკვე წიგნის სურნელის გამოცემაც შეუძლია

გასულ წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ფუტურისტული აქსესუარი სახელწოდებით oPhone. ეს უცნაური მოწყობილობა აფრქვევს სურნელს. ასე რომ, მომხმარებელს შეუძლია oSnap-ის მეშვეობით გააგზავნოს სურათი და თან დაურთოს სასურველი სურნელი. მესიჯის ადრესატი კი შეძლებს გაგზავნილი არომატის შეგრძნებას. შერჩეული არომატის შეგრძნება ხდება oChips-ის საშუალებით, რომელსაც შეუძლია 300 000-ზე მეტი განსხვავებული სურნელის ამოცნობა. ეს ყველაფერი უჩვეულო ჩანს, თუმცა მეცნიერები […]
Galaxy Note 5-ს შესაძლოა 4K დისპლეი ჰქონდეს

Analyst Days-ს პრეზენტციისას, სამხრეთ კორეულმა კორპორაცია Samsung-მა დაამტკიცა ვარაუდი, რომ ამ წელს გამოუშვებს მობილურ მოწყობილობას Super AMOLED 3840х2160 გაფართოების დისპლეით. ამავდროულად, მწარმოებლებმა შეიმუშავეს პიქსელების ახალი განლაგება, რომლის სახელწონდებაა “ალმასის პიქსელი”, რომელსაც აქვს PenTile-ის მსგავსი სტრუქტურა. წყაროებზე დაყრდნობით, ცნობილი გახდა, რომ სწორედ ასეთი ეკრანით აღიჭურვება Galaxy Note 5. პანელის წარმოება კი აგვისტოში დაიწყება. კომპანიამ უნდა მოასწოს […]
ASUS Chromebit – მინი კომპიუტერი Chrome OS-ით

Google აგრძელებს თავისი ღრუბლოვანი Chrome OS-ის მასიურ გავრცელებს და ამასთან ერთად ხმარებაში შემოდის ახალი იაფფასიანი კომპიუტერები აღნიშნული სისტემის მართვის ქვეშ. ASUS-თან კოლაბორაციის შედეგად შეიმქ 99 დოლარიანი კომპიუტერი, რომელიც ზომით ჩვეულებრივ ფლეშ დრაივზე დიდი არ არის. სიახლეს Chromebit ქვია და მას შემდეგი ტექნიკური მონაცემები აქვს: Rockchip 3288 პროცესორი, 2 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 16 გიგაბაიტი SSD […]
