Microsoft ახალი თაობის კონსოლზე მუშაობს

კომპანია Microsoft, შესაძლოა, ერთი წლის განმავლობაში ახალი თაობის სათამაშო კონსოლი წარმოადგინოს, რომელიც შეცვლის Xbox 360–ს, «სტუდია Crytek–ის სანდო წყაროებიდან გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით», იუწყება რესურსი VideoGamer. იუწყებიან, რომ Crytek–მა უკვე დაიწყო მუშაობა TimeSplitters 4–ზე (შუთერი), რომელიც ახალ MS-კონსოლზე გამოვა. სიახლე დღეისათვის ცნობილია როგორც Xbox 720. მოწყობილობის ტექნიკურ მახასიათებლებზე ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ TimeSplitters 4–ში გამოყენებულიქნება პროგრამული ინტერფეისი DirectX 11 შეიძლება ვივარაუდოთ, რომ […]

E3 2011: Microsoft Xbox 360-სთვის ახალ საჭეს გამოუშვებს

კორპორაცია Microsoft–მა E3–ის (Electronic Entertainment Expo) ჩვენებაზე ახალი სათამაშო მანიპულატორი, Wireless Speed Wheel დაანონსა, რომელიც Xbox 360–ის კონსოლებისთვის არის განკუთვნილი. სიახლე წარმოადგენს ორიგინალური კონსტრუქციის საჭეს. მანიპულატორი აღჭურვილია მართვის სტანდარტული ღილაკებით, D-pad პანელით, ასევე აქსელერატორის გასაკონტროლებელი ბერკეტებითა და მუხრუჭით. ასევე, Wireless Speed Wheel უზრუნველყოფს კონსოლსა და მანიპულატორს შორის მონაცემების უკაბელო გაცვლას. «მაიკროსოფტში» აღნიშნავენ, რომ სიახლე თავსებადია Xbox 360–სთვის განკუთვნილ ნებისმიერ სიმულატორთან — თუმცა ზოგიერთ თამაშს გააჩნია […]

E3 2011: ახალი Halo, Xbox Live Television და შუთერი Halo: Combat Evolved Anniversary

პრეს–კონფერენციაზე, რომელიც წინ უძღვოდა Е3 2011–ის გახსნას, კომპანია Microsoft–მა Xbox 360–სთვის განკუთვნილ ახალ პროექტებზე ისაუბრა. მთავარი ანონსი: დამუშავების პროცესშია შუთერი Halo 4. მეოთხე ნაწილი მასტერ ჩიფის თავგადასავლის საფუძველზე შექმნილ ახალ ტრილოგიას წარმოადგენს. თამაშის რელიზი 2012 წლის დასაწყისში შედგება. რაც შეეხება თამაშის სიუჟეტს, მასზე სიტყვაც არ თქმულა, თუმცა მასტერ ჩიფი — ეს განა არ არის სიუჟეტი? სიახლე №2 — Xbox Live Television–ის ანონსი. […]

Nintendo: ახალი თაობის სათამაშო კონსოლი

ხვალ, 7 ივნისს, ლოს-ანჯელსში (აშშ), E3-ის (Electronic Entertainment Expo) გამოფენაზე კომპანია Nintendo ისაუბრებს ახალი თაობის სათამაშო კონსოლის დეტალების შესახებ, რომელიც შეცვლის Wii-ს. ვებ-წყაროები ადასტურებენ აქამდე არსებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კონსოლი, რომელიც იქმნება Project Cafe-ის პროექტით, მიიღებს ინოვაციურ მანიპულატორს. სიახლე აღჭურვილი იქნება 6-დიუმიანი სენსორული დისპლეით, ჩაშენებული კამერითა და აკუმულატორული ელემენტით. ჭორების თანახმად, კონსოლს ექნება სამბირთვიანი პროცესორი IBM […]

სტივენ ელოპი: Nokia–ს მობილური ბიზნესი არ იყიდება

Nokia–ს ხელმძღვანელმა, სტივენ ელოპმა კომენტარი გაუკეთა გავრცელებულ ჭორს იმის შესახებ, თითქოს Microsoft ფინური ვენდორის მობილური ტელეფონების განყოფილების შეძენას გეგმავს. «არ არსებობს არანაირი მოლაპარაკებები, ყველა ჭორი უსაფუძვლოა», — განაცხადა ბატონმა ელოპმა D9–ის კონფერენციაზე. რაც შეეხება «უსაფუძვლო» ჭორებს — მოლაპარაკება, Nokia–ს მობილური ბიზნესის გაყიდვის შესახებ, 2011 წლის ბოლოს უნდა დამთავრდეს; შეთანხმების ფასი $19 მლრდ–ს შეადგენს. ასევე, კონფერენციაზე გამოსვლისას, Nokia–ს ხელმძღვანელმა, ზუსტად რამდენიმე წამით, უჩვენა […]

ერიკ შმიტდი: უსაფრთხოებისთვის გამოიყენეთ Mac და Chrome

Google–ის გენერალური დირექტორი, ერიკ შმიდტი. სამშაბათს, Google–ის გენერალურმა დირექტორმა, ერიკ შმიდტმა, ინტერვიუ მისცა პოპულარულ საიტს, All Things Digital–ს, სადაც გააკეთა რამდენიმე საინტერესო კომენტარი IT-ტექნოლოგიების ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეების მიმართულებით. ტრადიციულად, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნეგატიური სიტყვები Microsoft–მა დაიმსახურა. ბატონი შმიდტის განცხადებით: «Microsoft–ს არ მოაქვს მომხმარებლისთვის რევოლუცია»; ეს სიტყვები, ძირითადად, XBox 360–ს ეხება, რომელიც შმიდტის აზრით «არ არის გამოთვლითი პლატფორმის დონეზე». შმიდტს აზრით, «იმისათვის, რომ […]

HTC ამზადებს სმარტფონს 12-მეგაპიქსელიანი კამერით

ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, კომპანია HTC წარმოადგენს ახალ კომუნიკატორს Windows Phone 7-ის პროგრამულ პლატფორმაზე. სმარტფონი მიიღებს 3,7-დიუმიან სენსორულ დისპელის და კამერას 12-მეგაპიქსელიანი მატრიცით, გაელვებით და RAW ფორმატში გადაღების შესაძლებლობით. ფორმფაქტორი — მონობლოკი. დამკვირვებლები, ვარაუდობენ, რომ აპარატში დაინსტალირებული იქნბა ოპერაციული სისტემა Windows Phone 7 Mango-ს განახლების პაკეტით. მის შემადგენლობაში შევა: «მულტიტასკინგის» მხარდაჭერა, ბრაუზერი Internet Explorer 9-ის ბაზაზე ვებ-გვერდების დარანდერების აპარატული […]

Microsoft თითოეული გაყიდული Android–მოწყობილობიდან $5–ს მიიღებს

Citigroup–ის ანალიტიკოსმა, უოლტერ პრიტჩარდმა (Walter Pritchard) გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Microsoft HTC–ის მიერ გაყიდული თითოეული Android-კომუნიკატორიდან $5-ს ღებულობს. საუბარია ფულის დაქვითვაზე, რომელსაც HTC ინტელექტუალური საკუთრების უკანონოდ მითვისების ბრალდებით წაგებული სასამართლოს შემდეგ დათანხმდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შეთანხმების შემდეგ HTC–მა დაახლოებით 30 მლნ სმარტფონის რეალიზება მოახერხა, კორპორაცია Microsoft-მა $150 მლნ მიიღო. სასაცილოა, მაგრამ ეს რეზულტატი ხუთჯერ აღემატება Microsoft–ის მიერ საკუთარი მობილური პლატფორმის […]

Toshiba Qosmio X770: სათამაშო ნოუთბუქი 3D-კონტენტის მხარდაჭერით

კომპანია Toshiba გამოსაშვებად ამზადებს მულტიდემიურ-სათამაშო პორტატულ  კომპიუტერს Qosmio X770-ს Intel Sandy Bridge-ის პლატფორმაზე. ნოუთბუქი აღჭურვილია ოთხბირთვიანი Core i7-2630QM პროცესორით და ტაქტური სიხშირით 2,0 გჰც (2,9 გჰც-მდე Turbo-რეჟიმში); ოპერატიული მეხსიერების მოცულობა — 8 გბ. შესაძლებელია ორი «შემგროვებლის» დაყენება: მყარი დისკი მოცულობით 750 გბ და 500 გბ-ანი ჰიბრიდული «ვინჩესტერი» ფლეშ-მეხსიერების მოდულით. ქვესისტემის მონაცემების შენახვის მაქსიმალური მოცულობა არის 1,25 ტბ. […]

Microsoft–მა Windows 8–ის რელიზის საორიენტაციო თარიღი დაასახელა

Microsoft–ის გენერალური დირექტორი, სტივ ბალმერი (2004 წლის მარტი; Nancy Kaszerman / ZUMA / Corbis–ის ფოტო). კომპანია Microsoft–ის გენერალურმა დირექტორმა, სტივ ბალმერმა, ტოკიოში (იაპონია), პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელთა ფორუმზე, Windows–ის შემდეგი ვერსიის გამოსვლის საორიენტაციო თარიღი დაასახელა. დამუშავების პროცესში მყოფ პროგრამულ პლატფორმას ბალმერმა Windows 8 უწოდა და დასძინა, რომ ის ოფტიმიზირებულია არა მხოლოდ კლავიატურიან მოწყობილობებთან სამუშაოდ, არამედ — პლანშეტურ კომპიუტერებთანაც. ამასთან «მაიკროსოფტის» […]