ჩვენი საერთო წინაპარი სოლარისი იყო დედამიწაზე

არქეის საერთო წინაპარი, ბაქტერიები და ეუკარიოტი იყო დიდი არსება, რომელსაც ეკავა მთლიანი პრაისტორიული ოკეანე. საიდუმლოა დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საკითხი, რომელიც შესაძლოა ვერასდროს ვერ ამოიხსნას. როგორი ჰიპოთეზაც არ უნდა წარმოადგინოს ვინმემ, სანამ არ იქნება დამადასტურებელი საბუთები მისი სისწორე რწმენის საკითხი იქნება. ან შესაძლოა ამის გაგება შეუძლებელი გახდეს მანამ სანამ არ გამოვიგონებთ დროის მანქანას და არ ვნახავთ […]
NASA: როვერი Curiosity – მარსისკენ გაფრინდა

მეცნიერების აღწერით “ეს არის ყველაზე კომპლექსური მისია, რომელიც ოდესმე გაგზავნილა სხვა პლანეტის ზედაპირზე”. NASA Mars Science Laboratory კოსმოსური ხომალდი უკვე გაფრინდა მარსისკენ. Talas V რაკეტამ გაიტანა Curiosity როვერი კანავერალის კოსმოდრომიდან ამ დილით და უკვე მოხდა მისი განცალკევება რაკეტისგან ოდნავ მოგვიანებით, რითაც დაიწყო მოგზაურობა მარსისკენ, რომელიც მომავალი წლის აგვისტოში დასრულდება. შეგიძლიათ ნახოთ ორივე მოვლენის ვიდეო რგოლები: […]
დიდ ადრონულ კოლაიდერს შეუძლია სინათლეზე სწრაფი ნეიტრინოების შემოწმება

ფიზიკოსებმა ნაციონალური აჩქარების ლაბორატორიიდან SLAC და ბრუკჰევენის ნაციონალური ლაბორატორიიდან (აშშ) აჩვენეს, თუ როგორ შეიძლება გამოვიკვლიოთ სინათლის შიჩქარეზე სწრაფი ნეიტრინოები დიდი ადრონული კოლაიდერის საშუალებით. მუონური ნეიტრიონოები νμ რომლებიც სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობენ ვაკუუმში, აღმოჩენილ იქნა ექსპერიმენტში OPERA, რის შესახებაც ჩვენ დავწერეთ წინა სტატიაში. ამას წინათ კი ეს იფორმაცია დადასტურდა ცდების დამატებით სერიაში. თეორეტიკოსები არ ჩქარობენ ამ რეზულტატების აღიარებას, რადგან OPERA-ს […]
გამოქვეყნებულია დიდ ადრონულ კოლაიდერზე ჰიგსის ბოზონის ძებნის ბოლო შედეგები

CMS-ის დეტექტორი. პარიზში ჩატარებულ სიმპოზიუმ Hadron Collider Physics-ზე კოლაბორაცია ATLAS-ის და CMS-ის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ბოლო ექსპერიმენტების შედეგები, რომლებიც ჰიგსის ბოზონის პოვნას ეძღვნება. ATLAS-ის და CMS-ის დეტექტორები, რომლებიც დამონტაჟებულია დიდ ადრონულ კოლაიდერზე, აწარმოებენ ჰიგსის ბოზონის ძებნას ერთდროულად რამოდენიმე შესაძლო არსებული ვარიანტით — მაგალითად, ორი ფოტონით, ორი ტაუ-ლეპტონით, წყვილი W-ბოზონით და წყვილი Z-ბოზონით. მათი რეგისტრირება ასევე ხდება შესაძლო დაშლის პროდუქტით (ელექტრონების ან […]
შექმნილია მიკროჩიპი, რომელიც ახდენს ტვინის მუშაობის იმიტაციას

სპეციალისტებმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან (ა.შ.შ) შექმნეს ჩიპი, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, მეცნიერებს დაეხმარება იმ პროცესების შესწავლაში, რომელიც მიმდინარეობს ადამიანის ტვინში. ექსპერიმენტულ ნაწარმს შეუძლია ერთი სინაფსის მუშაობის იმიტირება — ორ ნეირონს შორის ადგილის, რომელიც პასუხისმგებელია ნერვული იმპულსის გადაცემაზე. მთლიანად ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 100 მილიარდი ნეირონია და თითოეული მათგანი აყალიბებს სინაფსს სხვა ნეირონებთან. ჩიპი იძლევა საშუალებას აღვადგინოთ ნეირონების ქცევა […]
აღმოჩენილია ყველაზე ახალგაზრდა, მილიწამიანი პულსარი

კოსმოსურმა გამა-ტელესკოპმა “ფერმიმ” აღმოაჩინა ცნობილი მილიწამიანი პულსარებიდან ყველაზე ახალგაზრდა. მილიწამიანი პულსარი, ეს არის ნეიტრონული ვარსკვლავი მძლავრი მაგნიტური ველით, რომლის ბრუნვის პერიოდიც იზომება მილიწამებში. თეორიის თანახმად, ბრუნვის ძალიან მაღალ სისწრაფეს, რომელიც აღწევს 43 000 ბრუნს წუთში, ამ ტიპის პულსარები აღწევენ სხვა “ჩვეულებრივ” ვარსკვლავებთან ურთიერთქმედებისას. თავისი ევოლუციის ერთ-ერთ ეტაპზე მნათობები პულსარს გადასცემენ გაზს (და ენერგიას ბრუნვისათვის), რაც […]
განხორციელდა პირველი ფრენა მრავალპროპელერიან ელექტრონულ ვერტმფრენზე

გერმანიაში ჰაერში აფრინდა ტომას ზამკელის მიერ შექმნილი და მის მიერვე პილოტირებული მსუბუქი აპარატი 16 პროპელერით. ასეთი ტიპის მანქანების განვითარების ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენ — კვადროპტერები, მცირე წონიანი მეტალის ან პლასტმასის კვადრატის ფორმის კონსტრუქცია, რომელსაც კუთხეებში აქვს პროპელერები. ძირითადად მათ მხოლოდ მცირე ტვირთის გადატანა შეუძლიათ და შესაბამისად მხოლოდ დაზვერვითი ფუნქცია აქვთ მინიჭებული. მოწყობილობა რომელიც გამოსცადა გერმანულმა კომპანია e-volo-მ, წარმოადგენს […]
ჩვენი ტვინი სიზმარს და რეალობას ვერ ანსხვავებს?!

ტვინის აქტივობა ხელების მოძრაობისას: მარცხენა სურათი — ღვიძილისას, მარჯვენა სურათი — ძილისას; სხვადასხვა ფერებით ნაჩვენებია უბნები, რომლებიც აკონტროლებენ მარჯვენა და მარცხენა ხელს. (კვლევის ავტორების ფოტო) როდესაც ჩვენ რაიმე გვესიზმრება, ტვინში აღინიშნება იგივე აქტივობა, რაც რეალური მოქმედებებისას. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ სიზმარში: ვცეკვავთ, ვხტუნავთ, ვფრინავთ და ა.შ ჩვენი ტვინი აღიქვამს ისე, თითქოს ამას რეალურად ვაკეთებთ. ამ დასკვნამდე მაქს პლანკის […]
მეცნიერება გადახედავს თავის წარმოდგენას გენომზე

მოლეკულური რნმ-ის მაგალითი რთული სივრცული სტრუქტურით. ასეთი რნმ-ი შეიძლება არ ახდენდეს ცილების კოდირებას, მაგრამ ახდენს დიდ ზეგავლენას ცილების მასინთეზირებელ “მანქანების” აქტივობაზე. (rosefirerising-ის ილუსტრაცია). მკვლევარებმა ძუძუმწოვრების გენომში იპოვეს ათასობით უცნობი მარეგულირებელი დნმ- მიმდევრობები. კოლოსალური მასშტაბების კვლევამ, ანუ 29 სახეობის ძუძუმწოვრის გენომის შესწავლამ შესაძლოა მიგვიყვანოს ადამიანის გენომის ფუნქციონირების და ორგანიზაციის გადახედვამდე. მეცნიერებმა შეძლეს პირდაპირ დაენახათ გენეტიკური “ბნელი […]
დრონების ახალი ფუნქცია Wi-Fi–ის განვითარებაში

მძლავრი და ხარისხიანი კავშირი სჭირდებათ არა მხოლოდ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, არამედ სწრაფი ინტერნეტი და სტაბილური მიღება ერთ–ერთი ძირითადი ფაქტორია სამაშველო სამსახურებისთვისაც. მათ, ისე როგორც არავის, სჭირდებათ უპრობლემო და ხარისხიანი წვდომა მონაცემთა შიდა ბაზებთან კონლრეტული პრობლემების გადასაჭრელად. ლოზანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ინტელექტუალური სისტემების ლაბორატორიამ შეიმუშავა პროექტი სახელწოდებით SMAVNET (Swarming Micro Air Vehicle Network), რომელიც Wi-Fi–ის განვითარების საშუალებას იძლევა. სიგნალის […]
