სტარტი აიღო ელექტრონ-პოზიტრონული კოლაიდერი SuperB-ის მშენებლობის პროექტმა

კოლაიდერ SuperB-ის სქემა. ( INFN-ის ილუსტრაცია). იტალიის ბირთვული ფიზიკის ნაციონალურმა ინსტიტუტმა და რომის უნივერსიტეტმა “ტორვერგატამ” ხელი მოაწერეს საერთაშორისო ლაბორატორიის შექმნის შეთანხმებას, და უკვე დაიწყო პროექტი, რომელიც ელექტრონ-პოზიტრონული კოლაიდერი SuperB-ის მშენებლობას გულისხმობს. უახლოეს თვეებში პროექტს, როგორც ვარაუდობენ შეუერთდება იტალიის ტექნიკური ინსტიტუტი. SuperB-ის მშენებლობა დაიწყება 2012 წელს, ხოლო კოლაიდერის ექსპულატაციაში გაშვება იგეგმება 2017 წლისათვის. სიჩქარე განპირობებულია იმით, SuperB-ს მოუწევს ანალოგიურ იაპონურ […]
ათი წლის წინანდელ კოსმოსურ სურათებზე აღმოაჩინეს უცნობი პლანეტები

მარცხნივ – ვარსკვლავი HR 8799 “ჰაბლის” თვალებით ცენტრში – სურათი, რომელზეც დამუშავების შემდეგ შეგვიძლია დავინახოთ პლანეტები მარჯვნივ – HR 8799-ის პლანეტარული სისტემა, ნეპტუნის ორბიტით, შდარებისთვის (NASA / ESA / STScI.-ის სურათი) ამერიკელმა ასტრონომებმა ტელესკოპ “ჰაბლის” სურათების დეტალურად შესწავლისას აღმოაჩინეს ორი ეგზოპლანეტა. 2007-2010 წლებში ასტრონომთა ჯგუფმა კანადიდან, კრისტინ მაუერის ხელმძღვანელობით, დედამიწის ობსერვატორიებიდან გადაღებული სურათების მეშვეობით აღმოაჩინეს ოთხი […]
არის თუ არა სიცოცხლე ევროპაზე?

ასტრობიოლოგები ამტკიცებენ, რომ იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე, შეიძლებოდა ორი ტიპის ბაქტერიები გადარჩენილიყო. ყოველი ვარაუდი იმის შესახებ, რომ სიცოცხლე დედამიწაზე კოსმოსიდან იქნა “შემოტანილი”, გამომდინარეობს იქიდან, რომ თვითონ ამ სიცოცხლეს უპრობლემოდ უნდა შეეძლოს პლანეტათაშორისი მოგზაურობების გადატანა. მაგრამ თითქმის ყველა ექსპერიმენტი საპირისპიროს მოწმობს: ბაქტერიები, ვირუსები და უბრალოდ დნმ-ი უბრალოდ ვერ უძლებენ ღია კოსმოსის პირობებს, ვაკუუმს და მის რადიაციას. მხოლოდ […]
SpaceX: მრავალჯერადი კოსმოსური სისტემა
პირველი მსოფლიოში სრულიად მრავალჯერადი რაკეტა-მატარებელი და ასეთივე ხომალდი უნდა შექმნას კერძო ამერიკუმა კომპანიამ. შატლებისგან განსხვავებით, რომლებიც ფრთებით ბრუნდებოდნენ უკან ან როგორც “სოიუზები” პარაშუტებით, ახალი კომპლექსის ყველა კომპონენტი რაკეტული ძრავებით ეშვება. მოკელდ თავი, რომ არ შეგაწყინოთ ამაზე ბევრი საუბრით ჯობია პირდაპირ წარმოგიდგინოთ ვიდეო სადაც კარგად არის ნაჩვენები სამივე სისტემა: httpvhd://www.youtube.com/watch?v=p176UpWQOs4
გაეშვა პირველი ჩინური კოსმოსური სადგური

ახალი ორბიტალური ლაბორატროია განკუთვნილია უმთავრესი ტექნოლოგიების გასაუმჯობესებლად, რომელიც შემდგომში საჭიროა ხანგრძლივი მრავალმოდულიანი სადგურისთვის. აპარატი “ტიანგუნ-1” (Tiangong-1, ანუ«ზეციური სასახლე-1») ორბიტაზე ჩვენი დროით 17:16 წუთზე გაეშვა მიმდინარე წლის 29 სექტემბერს. ეს სადგური უნდა იყოს არა მარტო სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის, არამედ უნდა მოახდინოს ტექნიკის შემოწმება: შეპირაპირების სისტემები, სისცოცხლის უზრუნველყოფა, ენერგეტიკა, კავშირი და ასე შემდეგ. “ტიანგუნ-1” შედგება ორი ცილინდრული ნაკვეთურისგან. დიდს […]
ნეიტრინო შესაძლოა სინათლის სიჩქარეზე სწრაფი აღმოჩნდეს

სტატია რეცენზენტ ჟურნალში ჯერ არ გამოქვენყნებულა, მაგრამ ახალმა მონაცემებმა საკმაოდ ააღელვა ფიზიკოსების საზოგადოება. სწავლულებმა, რომლებიც იტალიურ ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ, განაცხადეს, რომ მათ მიერ დაფიქსირებულ იქნა უცნაური, თანამედროვე ფიზიკის თვალსაზრისით შეუძლებელი მოვლენა: ნეიტრინომ გადალახა სინათლის სიჩარე. სენსაციური შედეგები მიიღეს OPERA(Oscillation Project with Emulsion-tRacking Apparatus) დეტექტორზე, რომელიც 1400 მეტრის სიღრმეში იტალიაში გრან-სასოს ლაბორატორიაში (Laboratori Nazionali del Gran Sasso). ამ ლაბორატორიაში […]
შექმნილია მრტ-მოდელი, რომელსაც ადამიანის მიერ ნანახი მოძრავი გამოსახულებების რეკონსტრუქცია შეუძლია

მეცნიერები კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ადამიანის მხედველობითი სისტემის ციფრული ვერსიის აწყობას. მკვლევარებმა კალიფორნიის უნივერსტეტიდან ბერკლიში (ა.შ.შ) შექმნეს ალგორითმი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს ფუნქციონალურ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიასთან ერთად (მრტ) ჩვენს მიერ დანახული მოძრავი სურათები ასახვისათვის. ნეირობიოლოგები უკვე რამოდენიმე წელია იყენებენ მრტ-ს ადამიანის მხედველობითი სისტემის შესასწავლად, ტვინში კონკრეტულად სისხლში ჟანგბადის კონცენტრაციის ცვლილებაზე დაკვირვებით. მაგრამ ეს მეთოდია კარგია მხოლოდ […]
დამთქნარება შესაძლოა ტვინს აგრილებდეს

ზამთარში ჩვენ უფრო ხშირად ვამთქნარებთ ვიდრე ზაფხულში. როგორც მეცნიერები თვლიან, ეს არის იმის დამადასტურებელი, რომ მთქნარება ტვინის თერმორეგულაციას უწყობს ხელს. გასაკვირია, მაგრამ დღემდე არ არსებობს, დადასტურებული თეორია, იმაზე, თუ რატომ ამთქნარებს ადამიანი ან ცხოველი. რამდენიმე ათწლეულების განმავლობაში მკვლევარები გამოთქვამდნენ სხვადასხვა მახვილგონივრულ ჰიპოთეზებს, მაგრამ თითქმის არცერთ მათგანს არ ჰქონდა ექსპერიმენტული დადასტურება. ახალი თეორია, რომელიც პრინსტონის უნივერსიტეტის […]
ბერლინის ქუჩებში თვითმართვადი ავტომობილი გამოჩნდა

გერმანელმა მეცნიერებმა წარმატებულად გამოსცადეს ავტონომიურიტრანსპორტული საშუალება დედაქალაქის რეალური მოძრაობის პირობებში. პროექტი MadeInGermany დაიწყო 2007 წელს ჯგუფ AutoNOMOS-ის მიერ, რომელმაც გააერთიანა ინჟინერები და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტები ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტიდან. მკვლევარების მიზანი იყო შეექმნათ ავტომობილი, რომლის მართვისთვისაც ადამიანი საჭირო არ არის. მათ გადააწყვეს Volkswagen Passat Typ 3C და აღჭურვეს იგი სენსორების ნაკრებით, GPS-ანტენით და ასევე ექვსი ლაზერული შორი სენსორით. ავტომობილზე ასევე დამონტაჟებულია ლაზერული […]
GRAIL მთვარის შესწავლის ახალი მისია

GRAIL- THE Gravity Recovery and Interior Laboratory, მთვარის მისიაში მონაწილეობს ორი “ტყუპი” აპარატი, რომელთა დანიშნულებაც, დედამიწის თანამგზავრის გრავიტაციული ველის და მისი შინაგანი მდგომარეობის შესწავლაა. აპარატებები 8 სექტემბერს გაეშვა მისე კანავერალის კოსმოდრომიდან. მთვარემდე მისაღწევად, ორ აპარატს დასჭირდება დაახლოებით ოთხი თვე, ისინი მოძრაობენ სპეციალური ტრაექტორიით, რომელიც მათ დაუზოგავს ენერგიას.
