NASA: აპარატი “იუნონა” იუპიტერისაკენ გაფრინდა

2011 წლის 5  აგვისტოს 20:25 წუთზე თბილისის დროით, იუპიტერისკენ დაიძრა ახალი კოსმოსური აპარატი. მისი მოწყობილობები ღრმად შეაღწევენ ღრუბლებში, რომ გაიგონ თუ რა არის მათ ქვეშ. პასუხმა შესაძლოა დაადასტუროს მზის სისტემის შექმნის არსებული თეორიები ან შეცვალოს მიმდინარე შეხედულებები მისი წარმოშობის შესახებ. აპარატი “იუნონნა” (Juno) – არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი არამარტო ამერიკისთვის, ასევე მსოფლიო კოსმოსური სფერსთვისაც. ბოლო მისია […]

დიდ ადრონულ კოლაიდერზე, შესაძლოა, ჰიგსის ბოზონის კვალი აღმოაჩინეს

გრენობლში ჩატარებულ International Europhysics Conference on High Energy Physics-ზე CMS-ის და ATLAS-ის წარმომადგენლება განაცხადეს იმის შესახებ, რომ, შესაძლოა, მათ იპოვეს ჰიგსის ბოზონის დაბადების დადასტურება. CMS-ის და ATLAS-ის დეტექტორები დამონტაჟებულია დიდ ადრონულ კოლაიდერზე. თუ ჰიგსის ბოზონი არსებობს, ის უნდა იბოდებოდეს პროტონის პროტონთან შეჯახების შედეგად და იშლებოდეს სწრაფად სხვა უკვე ცნობილი ნაწილაკების კომბინაციებად. CMS-ის დეტექტორი ჰიგსის ბოზონის ძებნას დაშლის პროდუქტის რამდენიმე ვარიანტით […]

Space Shuttle პროგრამა დასრულდა, რა იქნება შემდეგ?

ამერიკელი კოსმოსური გამოკვლევების ექსპერტები თვლიან, რომ შესვენება პილოტირებად ფრენებში კატასტროფის ტოლფასია. ატლანტისის დაშვების შემდეგ, ამერიკელი ექსპერტები ნაციონალური კოსმოსური პროგრამის მდგომარეობის კვლევით დაკავდნენ. თუმცა NASA-ს ხელმძღვანელი ჩარლზ ბოლდენი აცხადებს, რომ პილოტირებადი კოსმოსური ფრენების მომავალი უღრუბლოა, არ ეთანხმებიან ამ აზრს კოსმოსურ პროგრამაში ჩართული სხვა სპეციალისტები. NASA-ს ყოფილი ხელმძღვანელი მაიკლ გრიფინი BBC-თან ინტერვიუში ამბობს: “თუ მაღალფარდოვან პოლიტიკურ განცხადებებს […]

NASA-ის ახალი მარსმსვლელი Curiosity ჰეილის კრატერს გამოიკვლევს

ექსპერტებმა Mars Science Laboratory-ის მისიისთვის აირჩიეს 30 სავარაუდო რაიონიდან ერთ-ერთი. ჰეილის კრატერი — მარსის ზედაპირზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ობიექტი. 154- კილომეტრიანი (დიამეტრი) კრატერის ფსკერზე (5,5 კმ) არის კონუსისებრი ამაღლება, რომელსაც აქვს ფენოვანი სტრუქტურა ( ვარაუდობენ, რომ ის ყალიბდებოდა 2 მილიარდი წლის განმავლობაში). ბევრი თვლის, რომ ადრე, კრატერში არსებობდა ტბა, იქიდან გამომდინარე, რომ ცენტრალური კონუსის საფუძველთან გვხვდება […]

რობოტებს რბილი ტაქტილური სენსორებით აღჭურვავენ

იაპონიაში გამოჩნდა დაწოლის სამგანზომილებიანი სენსორი, რომელიც, როგორც მისი შემქმნელები თვლიან გამოსადეგია ანდროიდებისათვის, რომლებიც განკუთვნილნი არიან ადამიანებთან საურთიერთობოდ. ShokkacCube, ტოკიოს უნივერსიტეტის Touchence, პროდუქტი, წარმოადგენს მცირე ზომის პარალელეპიპედს ელასტიური მასალისაგან. სენსორი აფიქსირებს ყველა მოქმედებებს, რომელიც იწვევს მის დეფორმაციას, მიმართულებას მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც რობოტი ეხება ადამიანს, რკილის შეგრძნებას ნამდვილად ჯობია ამ მასალის შეგრძნება (ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობენ შემქმნელები). […]

გაშვებულია რუსული ორბიტალური ობსერვატორია “სპექტრ – რ”

გუშინ, 18 ივლისს, რუსული ორბიტალური აპარატი “სპექტრ-რ” გაუშვეს ბაიკონურის კოსმოდრომიდან. სამიზნე ელიპტიკურ ორბიტამდე, რომლის სიმაღლეც 340 000 კმ-ია “სპექტრ-რ”-ი გაიყვანა რაკეტა მატარებელმა “ზენიტ-2SLБ80“. ორბიტალური ობსერვატორიის შემადგენლობაში შედის, “ ს.ა. ლავოჩნიკის სახელობის სამეცნიერო მწარმოებლობითი გაერთიანების” მიერ აშენებული რადიოტელესკოპი “რადიოასტრონი”, რომელიც აღჭურვილია პარაბოლური ანტენით, დიამეტრით 10მ. ის მუშაობს რამოდენიმე დედამიწის რადიოტელესკოპთან ერთად კავშირში და შექმნის ინტერფერომეტიულ სისტემას, […]

შორს მყოფი კოსმოსური აპარატები დედამიწასთან კომუნიკაციას გაცილებით სწრაფად შეძლებენ

“ვოიაჯერ-1” დედამიწისაგან ყველაზე მოშორებული კონტროლირებადი აპარატია; დღესდღეობით ჩვენს შორის მანძილი შეადგენს 17,5 მლრდ კილომეტრს. მისგან რადიოსიგნალები საკმაოდ დაგვიანებით აღწევს დედამიწაზე. (NASA-ის ფოტო) შემუშავებულია რადიოკავშირის სისტემის პროტოტიპი, რომელიც, სიგნალის გადაცემის სიჩქარეს 20-ჯერ გაზრდის და შეძლებს რამოდენიმე გალაქტიკათაშორისო სადგურიდან ერთობლივად რამოდენიმე მონაცემების დამუშავებას. ახალი სისტემა წარმოადგენს Intermediate Frequency and Modem System-ის (IFMS) მოდიფიკაციას, რომელიც ბრიტანეთის სამხედრო ტექნოლოგიურმა კონცერნმა BAE […]

უკანასკნელი შატლი წარმატებით გაუშვეს კოსმოსში

2011 წლის 8 ივლისს 22:29 შატლი “ატლანტისი” გაემგზავრა მის ბოლო რეისზე. დაახლოებით 9 წუთში ის უკვე ორბიტაზე იყო. შატლის კაბინაში ოთხი ასტრონავტი ზის: მეთაური კრის ფერგიუსონი (Chris Ferguson), პილოტი დაგ ჰერლი (Doug Hurley), და ასევე მისიის სპეციალისტები სანდა მაგნუსი (Sandra Magnus) და რექს უოლჰეიმი (Rex Walheim). მათი დავალებაა საერთაშორისო სადგურზე აიტანონ დიდი რაოდენობის მარაგი, სათადარიგო ნაწილები და ექსპერიმენტული მოწყობილობები. […]

შიდსის ვირუსს სუსტი წერტილი უპოვეს !

შიდსის ვირუსით დაავადებული ლიმფოციტი. უჯრედის ზედაპირზე წაგრძელებული სტრუქტურები გამოწვეულია ცილა Gag-ის ჰიპერპროდუქციით. (NIBSC-ის ფოტო). თავისი ცვალებადობის გამო შიდსის ვირუსს შეუძლია გვერდი აუაროს ადამიანის იმუნური სისტემის შეტევებს. მაგრამ ვირუსის ზოგიერთი კომპონენტები მისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათი ცვლილებები სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა, — სწორედ ეს სუსტი წერტილები შესაძლოა გახდნენ იდეალური მიზანი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისათვის. მეცნიერება შიდსის ვირუსის წამლის შესაქმნელად უკვე […]

ავსტრალიური მფრინავი მოტოციკლი მზადაა ტესტირებებისათვის

უახლოეს რამდენიმე თვეში, უნდა დაიწყოს მოწყობილობის სახელად Hoverbike-ის ტესტირება. ეს ჰოვერბაიკი მოგვაგონებს მოტოციკლს, რომელსაც საბურავების ნაცვლად, ორი ჰორიზონტალურად განლაგებული პროპელერი აქვს. Hoverbike-ს აქვს ორი პროპელერი; მათი ბუდე მიერთებულია ძირითად კორპუსთან, რომელზეც განთავსებულია პილოტის სკამი, საჭე და მართვის ბერკეტები. Hoverbike-ის ისტორია, დაიწყო, როდესაც ინსტრუქტორმა, რომელიც ავსტრალიელ ინჟინერ კრის მელოის ასწავლიდა პილოტირებას, მსუბუქ ვერტმფრენ Robinson R22-ს უწოდა “საჰაერო […]