მაიმუნებს თავისიანების და უცხოების ფოტოზე გარჩევა შეუძლიათ

მაკაკა-მაგოტებს შეუძლიათ სურათზე თავისი ჯგუფის წევრზე მითითება. ეს შესაძლებლობა მათ ასაკთან ერთად უვითარდებათ: ახალგაზრდა მაგოტებს კი ეს არ შეუძლიათ. როგორც გერმანიის პრიმატების შემსწავლელი ცენტრის მკვლევარები და გოტინგენის უნივერსიტეტის მკვლევარები იუწყებიან, მაკაკა-მაგოტებს ანუ ბერბერულ მაკაკას, თავისი მოძმეების ცნობა ფოტოსურათზე. იულია ფიშერმა და მისმა გუნდმა შეისწავლეს მაკაკების ქცევა ბუნებრივ გარემოში, ბუნების დაცვის ბაღში “როკამადურ” საფრანგეთის სამხრეთ დასავლეთ […]
2015 წელს ორბიტაზე გამოჩნდება პირველი ბენზინ გასამართი სადგური თანამგზავრებისათვის

უახლოეს ხუთ წელიწადში კანადური კომპანია MacDonald, Dettwiler and Associates (MDA) აპირებს უპილოტო ხომალდი Infrastructure Servicing (SIS). ის აღჭურვილი იქნება საწვავის ავზებით და მექანიკური მანიპულატორებით, ჩასაჭიდებლად და თანამგზავრის პირველადი შეკეთებისათვის. ამას გარდა მას რათქმაუნდა ექნება მანევრირების საშუალება. SIS იქნება გეოსინქრონულ ორბიტაზე დაახლოებით 36 ათას კილომეტრ სიმაღლეზე, სადაც მდებარეობს კოსმოსური აპარატების უმრავლესობა. პროექტის მიზანი ასევე არის კოსმოსურ ნაგავთან ბრძოლა: გამართული […]
რობოტს ადამიანის ყურადღების ამოცნობა ასწავლეს

ამერიკელმა მკვლევარმა მანქანას შეაძლებინა სპეციფიური ჟესტების ამოცნობა, რომლებიც მეტყველებს ადამიანის მასთან ურთიერთობით დაინტერესებულობაზე. მიზანი, რომელიც დაისახა ჯორჯიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორმა აარონ ბობიკმა, იყო ვიზუალური კომუნიკაციური სიგნალების ამოცნობა, რობოტ საიმონის მიერ. მეცნიერმა ამ მიზანს მიაღწია: საიმონმა ჩამონტაჟებული ვიდეოკამერის მეშვეობით 80% შემთხვევაში სწორად ამოიცნო ცოცხალი ადამიანის მიერ მის მართ მიმართული ყურადღება. აქამდე რობოტს ასწავლეს სხვადასხვა ჟესტების გამოყენება, […]
ტელესკოპმა WISE-მ გადაიღო ვარსკვლავების წარმოქმნის ადგილების საოცარი ფოტოები

გაწელილი მკვრივი გაზების და მტვრის გროვა განლაგებულია სურათის ცენტრში. მსგავსი კოლონები გამოსახულია ძალიან ცნობილ ფოტოზე “Eagle Nebula“, რომელიც გადაღებულია “ჰაბლ”-ის მიერ (იხ. სურათი ქვემოთ). მართალია WISE-ის ფოტოზე გამოსახული კოლონები იმდენად შთამბეჭდავი არ არის, მაგრამ თავისი რეალური ზომით ის ჰაბლის სურათზე გამოსახული კოლონების ზომას ნამდვილად არ ჩამოუვარდება: ყველაზე მასიურის ზომა, რომელიც მარჯვენა მხარესაა გამოსახული შეადგენს შვიდ სინათლის […]
CeBIT 2011: სისტემა intendiX იძლევა ტექსტის გონებით აკრეფის საშუალებას

ავსტრალიურმა კომპანია Guger Technologies-მა მოქმედებაში აჩვენა სისტემა intendiX, რომელიც იძლევა გონებით კომპიუტერის მართვის საშუალებას. დემონსტრაცია ჩატარდა გამოფენა CeBIT 2011-ზე. სისტემის მუშაობა დაფუძნებულია ელექტროენცეფალოგრაფიის პრინციპზე: მომხმარებელს თავზე უკეთებენ ელექტროდებიან ქუდს, რომელიც ახდენს ტვინის სიგნალების რეგისტრაციას. შემდეგ ეს ინფორმაცია გამაძლიერებლის გავლით შედის დასამუშავებლად კომპიუტერში, სადაც ანალიზირდება და ხდება მისი ინტერპრეტაცია სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. intendiX იძლევა ტექსტური შეტყობინების აკრეფის საშუალებას, რომელიც […]
იმუნური უჯრედებით შესაძლოა კიბოს “შეუტიოთ”

მკვლევართა ჯგუფმა ავსტრალიის ნაციონალური უნივერსიტეტიდან აღმოაჩინეს, რომ იმუნურ უჯრედებს შორის მიმდინარეობს ინფორმაციის გადაცემა. ორგანიზმში უცხო სუბსტანციის შეღწევისას (ბაქტერია ან სხვა პატოგენი) ფორმირდება საპასუხო იმუნური რეაქცია, რომლის დროსაც ზოგიერთი იმუნური უჯრედი იღებს კონკრეტული გამღიზიანებლის ამოცნობის საშუალებას. ასევე, როგორც აღმოაჩინა კრის პერიშმა კოლეგებთან ერთად, მათ შეუძლიათ მათი უნარების სხვა იმუნური უჯრედებისათვის გადაცემა — მათ, რომლებსაც “სპეციალიზაცია” ჯერ არ […]
ვირტუალურ სამყაროში ნამდვილი მანქანით

ავსტრალიაში ნამდვილი ავტომობილი და 3D–გრაფიკა შეუხამეს ერთმანეთს ისე, რომ მომხმარებელს ქალაქში ან ავტოსტრადაზე მოძრაობის ილუზია ექმნება. რატომ? ეხლავე გავიგებთ. ინტერაქტიული სისტემა TS8000, რომელიც კომპანია TAG Systems–მა შექმნა, წარმოადგენს 8×8×5 მეტრიან სივრცეს. მის ცენტრალირ ნაწილში მოთავსებულია პლატფორმა, სადაც დამაგრებულია ავტომობილი ისე, რომ მის საბურავებს შეეძლოს ბრუნვა. სპეციალური ოთახის კედლებზე განლაგებულია 4 მეტრის სიგანის ეკრანები,რომლებიც მძღოლს 200–გრადუსიანი ხედვის საშუალებას აძლევენ. სურათი […]
დნმ-ს ელექტრონების სპინის მიხედვით სორტირება შეუძლია

ფიზიკოსებმა ვილჰელმის სახელობის ვესფალის უნივერსიტეტიდან (გერმანია) და ვეიცმანის სახ. ინსტიტუტიდან (ისრაელი) აღმოაჩინეს, რომ დნმ-ის გამოყენება შესაძლოა ელექტრონების სპინის მიხედვით “დასალაგებლად”. სპინის მიხედვით პოლარიზებული ელექტრონები გამოიყენება სპინტრონიკის მოწყობილობებში — ეს ელექტრონიკის შედარებით ახალი ნაწილია, სადაც სპინი განიხილება, როგორც ინფორმაციის შენახვის და გადაცემის აქტიური ელემენტი. ყველაზე ხშირად ასეთ ელექტრონებს იღებენ ფილტრის მეშვეობით, რომლებიც მუშაობენ გიგანტური მაგნიტური წინაღობის […]
მკვლევარები აუტიზმის ბუნების გარკვევას ცდილობენ

მეცნიერთა ჯგუფმა, ვალერი ჰუ-ს ხელმძღვანელობით ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან (ა.შ.შ), დაადგინეს, რომ ქალის და კაცის სასქესო ჰორმონები არეგულირებენ მნიშვნელოვანი გენის ექსპრესიას, მექანიზმის მეშვეობით, რომლის მიხედვითაც შეიძლება აიხსნას არა მხოლოდ აუტისტებში ტესტესტერონის დიდი რაოდენობის დიდი ოდენობა, არამედ ისიც თუ რატომ ავადდებიან ამ დაავადებით უფრო მეტად მამაკაცები. გენი RORA ახდენს ახდენს ცილის კოდირებას, რომელიც მუშაობს როგორც გენის ექსპრესიის […]
მზის ობსერვატორია SDO-მ დედამიწაზე ახალი ოპტიკური ფენომენი “აღმოაჩინა”

სპეციალისტებმა ატმოსფერულ ოპტიკაში ლეს კოულიმ (Les Cowley) და რობერტ გრინლერმა (Robert Greenler) გაშიფრეს NASA-ის მზის ობსერვატორიის Solar Dynamics Observatory (SDO) გაშვებისას მიღებული მონაცემები. SDO გაუშვეს წინა წლის 11 თებერვალს და უკვე ორ თვეში მეცნიერებმა წარმოადგინეს მისი მოწყობილობების მიერ გადაღებული მზის ფოტოები. მაყურებლებმა, რომლებიც შეკრებილები იყვნენ მისე კანავერალის კოსმოდრომთან ახლოს, გაუმართლად და შესაძლებლობა მიეცათ ვიდეოზე გადაეღოთ Atlas […]
