ფიზიკოსებმა ანტიწყალბადი მახეში მოაქციეს

კოლაბორაცია ALPHA-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს იმის შესახებ, რომ მათ შეძლეს ანტიწყალბადის ცალკეული ატომების მაგნიტურ მახეში მოქცევა 172მილიწამის განმავლობაში. ანტიწყალბადს ეძახიან ანტიპროტონის და პოზიტრონის შეკავშირებულ მდგომარეობას. პირველად ასეთი ტიპის ატომები მიღებული იქნა ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციაში, სადაც ტარდება ექსპერიმენტი ALPHA, ჯერ კიდევ 1995 წელს. შვიდი წლის შემდეგ პროექტ ATHENA-ის და ATRAP-ის მონაწილეები თავისუფლად ქმნიდნენ ათობით ანტიწყალბადის ატომებს. […]

მეტეორული ნაკადების წარმოქმნის პრინციპი

მეტეორის ნაწილაკები დედამიწის ატმოსფეროში შემოდიან დაახლოებით 200 კმ/სთ სიჩქარით დაახლოებით 130 კილომეტს სიმაღლეზე და პრაქტიკულად წამიერად იწვებიან, და ტოვებენ მკვეთრ კვალს. ზოგიერთი მეტად მკვეთრი ნათება გრძელდება რამოდენიმე წამი. მეტეორული წვიმის დანახვას არანაირი ასტრონომიული მოწყობილობა არ ჭირდება ასე რომ ღამით ამ სანახაობით დატკბობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მისი დანახვა შესაძლებელი იყო აგვისტოში, ისინი იყვნენ სვიფტის კომეტის “კვალი”. […]

კოსმიურმა აპარატმა “ჰაიაბუსამ” ჩამოიტანა არადედამიწისეული წარმოშობის ნაწილაკები

აეროკოსმიური კვლევების იაპონურმა სააგენტომ (JAXA) გააკეთა განცხადება, რომ აპარატ “ჰაიაბუსას” კაფსულაში, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა დედამიწაზე, აღმოაჩინეს არადედამიწული წარმოშობის მტვრის ნაწილაკები. ზონდს, რომელსაც უნდა შეეგროვებინა ასტეროიდ  25143იოტოკავას ნივთიერებები გაუშვეს 2003 წელს. “ჰაიაბუსას” მისია წარუმატებლად მიმდინარეობდა: მისი ძრავი და მზის პანელები ცუდად მუშაობდა, ხოლო სპეციალური მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ, რომელიც წარმოადგენდა სინჯების აღების მექანიზმს მეცნიერებს უკვე […]

ნანოტექნოლოგიები – ტიპები და გამოყენების სფეროები

ნანოტექნოლოგიები – მეცნიერების და ტექნოლოგიის ახალი მიმართულებაა და აქტიურად გამოიყენება ბოლო ათწლეულების განმავლობაში.  ის მოიცავს მასალების შექმნას და გამოყენებას მოწყობილობებში და სისტემები, რომლის ფუნქციონირებაც განისაზღვრება ნანოსტრუქტურებით, ანუ მისი დალაგებული ფრაგმენტებით ზომით 1 დან 100 ნანომეტრამდე. “ნანო” ბერძნული სიტყვაა რაც ნიშნავს გნომს. ერთი ნანომეტრი მეტრის ერთი მემილიარდედია. ნანოტექნოლოგიების უმთავრესი შემადგენელი ნაწილია ნანომასალები, ანუ მასალები, რომელთა არაჩვეულებრივი […]

დიდი ადრონული კოლაიდერის მუშაობის პრინციპი

როგორც ჩვენ საიტზე გამოქვეყნებული წინა სიახლეებიდან იცით, ფიზიკოსებმა უკვე მიიღეს ტყვიის იონების სტაბილური გროვები და პირველი ექსპერიმენტი ჩაატარეს კიდეც, რის შედეგადაც საბოლოოდ მეცნიერები შეძლებენ მატერიის მდგომარეობის დაკვირვებას სამყაროს წარმოშობის პირველ წამებში. ამის შესახებ გვამცნობს კოლაბორაცია, რომელიც მუშაობს დეტექტორზე CMS. იონებზე პირველი ექსპერიმენტისას ჯამურმა ენერგიამ თითოეული ნუკლეონის წყვილზე შეადგინა 2,76 ტერაელექტროვოლტი (ტევ). ჩვეულებრივ მატერიაში კვარკები და […]

“ადამიანმა-რაკეტამ” ივ როსმა წარმატებით გამოცადა ახალი მონოფრთა

შვეიცარელი ივ როსი, ცნობილი როგორც ადამიანი-რაკეტა (Jetman), 2008 წელს მან გადალახა ლამანში მყარ ფრთაზე რომელსაც აქვს ორი ძრავი, ხოლო წინა კვირას, კონკრეტულად კიდა 5 ნოემბერს, მან კიდევ ერთი გმირობა ჩაიდინა: თავისი მონოფრთის მოდიფიკაციის მეშვეობით, მან შეასრულა ორი საკმაოდ რთული ილეთი (მკვდარი მარყუჯი). ბატონი როსი, ყოფილი პილოტია, ხოლო ამჟამად გამომგონებელი და უბრალოდ ენთუზიასტი, რომელიც დაკავებულია ფრთის […]

ზონდმა Deep Impact სურათი გადაუღო კომეტა 103P/ჰარტლის ბირთვს

NASA-ის კოსმიურმა აპარატმა Deep Impact-მა გადაუღო კომეტა 103P/ჰარტლის ბირთვს. 4 ნოემბერს თბილისის დროით 19 საათზე ზონდმა, როგორც იგეგმებოდა მიუახლოვდა 103P/ჰარტლის 700კმ მანძილზე. ამ მომენტისათვის Deep Impact და კომეტის ბირთვი ერთმანეთი მიმართ მოძრაობდნენ სიჩქარით 12,3 კმ/წ. უკვე ნახევარ საათში დედამიწაზე, რომელისგანაც დაშორებული იყო 37მლნ კმ-თი, მოვიდა პირველი სურათები. აღმოჩნდა, რომ ბირთვი მოგვაგონებს მიწის თხილს და აქვს […]

დიდ ადრონულ კოლაიდერზე იწყება ექსპერიმენტი ტყვიის იონებზე

CERN-ის თანამშრომელს დეფლერ კუხლერს (Detlef Kuchler) უჭირავს ტყვიის ნიმუში, რომელიც გამოიყენება მძიმე იონების მისაღებად. ( M. Brice-ის ფოტო/CERN .) ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციის (CERN) თანამშრომლები უახლოეს მომავალში შეუდგებიან ექსპერიმენტებს ტყვიის იონებზე, რომლებიც დაიკავებენ პროტონების ადგილს დიდ ადრონულ კოლაიდერზე. პროტონების გროვის მოცემულ ენერგიის მიღწევა — 3,5 ტევ (ტერაელექტროვოლტი) — CERN-ის სპეციალისტებმა შეძლეს წინა წლის მარტში; უკვე ორი […]

ჩიპი-იმპლანტი უბრუნებს ბრმებს მხედველობას

ტუბინგენის უნივერსიტეტის (Universität Tübingen) მკვლევარებმა და გერმანული კომპანია Retina Implant-ის სპეციალისტებმა შიმუშავეს ჩიპი-იმპლანტანტი, რომელსაც შეუძლია ბრმისთვის მხედველობის დაბრუნება. ჩიპის ზომაა 3х3 მმ მას აქვს 1520 ზემგრძნობიარე შუქდიოდი და ის მაგრდება პაციენტის თვალის ბადურაზე, ხოლო წარმოქმნილი იმპულსები უშუალოდ მხედველობით ნერვს მიეწოდება. პაციენტებზე კლინიკურმა კვლევებმა, რომლებსაც თვალის გუგის უჯრედების დეგენარაცია ჰქონდათ, აჩვენეს, რომ იმპლანტირების შემდეგ პაციენტს უკვე შეეძლო სხვადასხვა […]

წარმოდგენილია დედამიწის ტიპის ეგზოპლანეტების ძებნის ორიგინალური მეთოდიკა

ამერიკელმა ასტრონომებმა იპოვეს პლანეტების ფერების ინფორმაციის მიხედვით პოვნის მეთოდი. სპეციალისტებისათვის დიდი ხანია ცნობილია, რომ ჩვენი პლანეტა განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ფერად განზომილებაში. ამას ორი მიზეზი აქვს: მზის გამოსხივების ატმოსფეროში რელისებური გაბრწყინება, რითიც ცის, ლურჯი შეფერილობა და ინფრაწითელი გამოსხივების შთანთქმის დაბალი დონე იხსნება. თუ დედამიწას შევადარებთ გაზის გიგანტებს, აღმოჩნდება, რომ მის ატმოსფეროში ცოტაა ინფრაწითელი გამოსხივების მშთანთქავი გაზი […]