შექმნილია ხელოვნური სისხლი

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს ხელოვნური სისხლი. რამდენადაც კაცობრიობა ისევ ომობს, თუმცა თანამედროვე მედიცინის წყალობით მსხვერპლი მინიმუმამდეა დაყვანილი, სამხედრო ჯანდაცვა განიცდის ბევრი რამის ნაკლებობას, პირველ რიგში სისხლის. ამ უკანასკნელის ნაკლებობა შესაძლებელია ცენტრალურ საავადმყოფოებში იმდენიად არ ჩანს, მაგრამ ყველაფერი პირიქითაა ცხელ წერტილებში განთავსებულ ჰოსპიტალებში, რომლებიც ცივილიზაციისგან რამდენიმე ათასი კილომეტრით არიან დაშორებულნი. 2008 წელს, ამერიკის თავდაცვის სამეცნიერო–კვლევითი განვითარების სააგენტომ […]

აღმოჩენილია კოკაინზე დამოკიდებულების საწინააღმდეგო მექანიზმი

სკრიპსის ინსტიტუტის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს გენეტიკური მასალის განსაკუთრებული ტიპი, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს კოკაინისგან დაუცველობის განსაზღვრაში და შეიძლება დაიწყოს სრულიად ახალი მიმართულება განკრნების მეთოდების შესამუშავებლად. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი თაგვის ტვინში (უფრო ზუსტად, დორსალურ ტრიატუმში, რომელიც პასუხისმეგებელია სიამოვნებასა და კმაყოფილებაზე), რომლებიც ყოველდღე, დაახლოებით ექვსი საათი განმავლობაში იღებდნენ კოკაინს, გაუორმაგდათ მოკროRNA-212–ის მოლეკულების კონცენტრაცია. ეს ცხოველები ნელ–ნელა კარგავდნენ […]

მაგნიტური ნანონაწილაკები ცხოველის მოქმედების მართვის საშუალებას იძლევა

ნიუ–იორკის უნივერსიტ ბუფალოს (აშშ) თანამშრომლებმა უჩვენეს, რომ ფერიტული ნანონაწილაკები, რომლებიც მემართებიან უჯრედების მემბრანისკენ, შეუძლიათ იონური არხების, ნეირონების გაკონტროლება და ცხოველის მოქმედების შეცვლა. 6 ნანომეტრული (ნმ) დიამეტრის მქონე ნაწილაკი ადვილად აღწევს მემბრანაში და თბება რადიოსიხშირული მაგნიტური ველის ზემოქმედებით, რაც უჯრედების გაკონტროლების საშუალებას იძლევა. «ტემპერატურული ცვლილება ეხება მხოლოდ მემბრანას, — აცხადებს კვლევის ერთ–ერთი მონაწილე ანდრ პრალე (Arnd […]

მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავის პირველი სადღეღამისო გაფრენა

დღეს თბილისის დროით 9:51–ზე, პაიერნის აეროდრომიდან (დასავლეთ შვეიცარია) 25 საათიანი საგამოცდო ფრენის შესასრულებლად აფრინდა მზის ელემენტებზე მომუშავე უნიკალური აეროპლანი Solar Impulse. თვითმფრინავი ააგეს ერთი წლის წინ. მან უკვე შეასრულა ათი გაფრენა; ერთ–ერთი გრძელდებოდა 14 საათსაც კი, მაგრამ დადგა დრო შემოწმდეს, შეძლებს თუ არა აპარატი მთელი ღამის განმავლობაში ფრენას. მეტეოროლოგები ნათელ ღამეს “წინასწარმეტყველებენ”. თვითმფრინავს, რომელსაც მართავს ანდრე […]

Discovery–სა და Endeavour–ის კოსმოსში გაფრენა გადადებულია

“NASA-მ გადადო ბოლო ორი შატლის, Discovery–სა და Endeavour–ის, გაშვება კოსმოსში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ტვირთის დაკომპლექტების პრობლემის გამო. NASA ზუსტ თარიღს გამოაქვეყნებს შატლების კოსმოსში გაშვებამდე ორი კვირით ადრე, მანამდე ყველა თარიღი შეიძლება შიეცვალოს”, — იუწყება კოსმოსური სააგენტო. Discovery-ის ბოლო გაფრენა კოსმოსში დაგეგმილი იყო 16 სექტემბრისთვის, თუმცა გადაიდო 2010 წლის 1 ნოემბრამდე, ხოლო Endeavour გაფრინდება 2011 წლის 26 […]

«ჯადოსნური» ვენტილიატორი გახდა წლის ჰიტი დიდ ბრიტანეთში

უფრთო ვენტილიატორი, სერ ჯეიმს დაისონის ბოლო გამოგონება, — ამ წლის მთავარი გაჯეტ–ჰიტი ბრიტანეთში, მიუხედავად მისი მოკრძალებილი ფასისა — £199. ვენტილიატორის მარაგი, რომელიც იდუმალი მოქმედებით დიდი ხვრელის ცენტრიდან გამოყოფს ცივი ჰაერის ნაკადს, უკვე ამოიწურა კომპანიის საწყობში. დაისონს მალაიზიის ქარხნანაში მოუწევს ორმაგი რაოდენობის გამოშვება. ეს მოწყობილობა ასევე შემჩნეულიქნა, უიმბლდონის ტურნირზე, ჩოგბურთელების გასახდელში. ბრიტანელმა გამომგონებელმა გაჯეტი წარმოადგინა გასულ […]

ეთიოპიაში ინახება უძველესი ილუსტრირებული ქრისტიანული წიგნი

ბრიტანეთის საქველმოქმედო ფონდმა Ethiopian Heritage Fund, რომელიც მდებარეობს ეთიოპიის მონასტერში, შეძლო შემოენახა უძველესი მსოფლიოში ილუსტრირებული წიგნი. ეს არის გარიმის სახარება. გარიმი დაერქვა მოძღვრის საპატივცემლოდ. ავა გარიმი კონსტანტინოპოლიდან ეთიოპიაში ჩავიდა ჩვენი წელთაღრიცხვით 494 წელს. ლეგენდის თანახმად მას შეეძლო სახარების გადაწერა სულ რაღაც ერთ დღეში, რადგან ღმერთს არ ჩაჰავდა მზე მანამ, სანამ მოძღვარი არ დაასრულებდა სამუშაოს. წიგნი […]

იდენთიფიცირებულია მადის ჩამხშობი ქიმიკატი

მეცნიერებმა  The University of Manchester-დან (დიდი ბრიტანეთი) აღმოაჩინეს ქიმიკატი, რომელსაც შეუძლია ადამიანის მადის ჩახშობა. მიგნების წყალობით შესაძლებელი იქნება ახალი გასახდომი პრეპარატების კლასის შექმნა, რომელსაც არ ექნება გვერდითი ეფექტები. ამის გარდა ამ ნივთიერების მეშვეობით, დარწმუნებით ამბობენ მკვლევარები, რომ ასევე შესაძლებელი იქნება ადამიანის განკურნვა ალკოჰოლიზმისა და ნარკოტიკული დამოკიდებულებისაგან. ჰემოპრესინი (ქიმიკატს სახელწოდება) ზემოქმედებს ტვინის დაჯილდოების ზონებზე, აქტიურდება, მაშინ როდესაც […]

თავის ტვინის მახასიათებლების გარკვეული აქტივობა შეიძლება შიზოფრენიის რისკს ნიშნავდეს

The University of Nottingham (დიდი ბრიტანეთი)-ის თანამშრომლებმა ბავშვებში და მოზარდებში აღმოაცინეს ტვინის აქტივობის სპეციფიური მახასიათებლები, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ მომავალში გონებრივი დარღვევების საფუძველი შეიძლება გახდეს, კონკრეტულად შიზოფრენიის.   მომავალში ეს ნიშნები გახდება პაციენტების გამოვლენის საფუძველი, რომლებიც მიდრეკილები არიან ამ დაავადებისკენ, თან მანამ სანამ დაავადების პირველი სიმპტომები გამოუვლინდებათ. გამოკვლევებისას ბრიტანელი სპეციალისტები იკვლევდნენ ფიზიკურად ჯანმრთელ, შიზოფრენიის განვითარებისკენ მიდრეკილ […]

ავტონომიური ვერტმფრენის დაშვება მოძრავ პლატფორმაზე

ავტონომიურ მოწყობილობებს დღემდე აქვთ ბევრი პრობლემა — ალგორითმული სირთულე მოქმედების დინამიურად ცვალებად გარემოში. თუმცა კვლევები მეცნიერების ამ დარგში დღემდე გრძელდება. ტიუბინგენის უნივერსიტგეტის (University of Tübingen) მეცნიერებმა შექმნეს, სრულიად ავტომატიზირებული, პატარა შვეულმფრენი. მოწყობილობას შეუძლია უთვალთვალოს მოძრავ სამიზნეს, მაგალითად ვერტმფრენის პატარა პლატფორმას და დაჯდეს მასზე. საინტერესოა ის ფაქტი, რომ გამომგონებლებს არ გამოუყენებიათ არცერთი ძვირადღირებული ნაწილი; მოწყობილობა შექმნილია იაფფასიანი კომპონენტებისგან: […]