2014 წლის სექტემბერი ისტორიაში ყველაზე ცხელ თვედ აღიარეს

2014 წლის სექტემბერი, ისევე როგორც მისი წინა ხუთი თვე, აღმოჩნდა კლიმატოლოგიური დაკვირვებების ისტორიაში ყველაზე ცხელი. ამის გამო მიმდინარე წელს აქვს შანსი გახდეს ყველაზე ცხელი, რაც დასტურდება კლიმატური მონაცემების ნაციონალური ცენტრის ბოლო მონაცემებით (ა.შ.შ). ამის შესახებ იტყობინება ინტერნეტ გამოცემა Climate Central. ჯერ კიდევ აგვისტოში სიაში მესამე ადგილს იკავებდა (1998 და 2010 წლების შემდეგ). თუმცა სექტემბრის შემდეგ, […]

იაპონელი მამაკაცი 3D პრინტერზე იარაღის ამობეჭდვისათვის 2 წლით დააპატიმრეს

28 წლის იაპონელ ესიტომო იმურას (Yoshitomo Imura) მიუსაჯერ 2 წლიანი ციხის განაჩენი 3D პრინტერზე იარაღის ამობეჭდვისა და მისი შენახვისათვის. ამის შესახებ იტყობინება Agence France-Presse. 2014 გაზაფხულზე იმურამ მიიქცია პოლიციის ყურადღება იმით, რომ მან ინტერნეტში დადო ვიდეოინსტრუქცია, თუ როგორ უნდა ააწყო იარაღი 3D პრინტერზე დაბეჭდილი დეტალებისაგან. დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებმა მისი საცხოვრებელი ბინიდან იარაღის ხუთი ნიმუში ამოიღეს. მსოფლიოში […]

ამერიკულმა საიდუმლო უპილოტო აპარატმა ორბიტაზე თითქმის ორი წელიწადი გაატარა

პერსპექტიული ორბიტალური ამერიკული თავდაცვითი უპილოტო საფრენი აპარატი X-37B თითქმის ორწლიანი ფრენების შედეგად დაეშვა კალიფორნიაში. ამის შესახებ იტყობინება Space.com უპილოტო აპარატი ადგილობრივი დროით 09:24 საათზე დაეშვა ავიაბაზა ვანდერბერგზე. მრავალჯერადი აპარატის გაშვება მოხდა 2012 წლის 12 დეკემბერს, მან ორბიტაზე 674 დღე გაატარა, სატესტო ორბიტალური აპარატების მისიის ფარგლებში (Orbital Test Vehicle). აღნიშნული მისიის ფარგლებში ამ დროისთვის განხორციელდა სამი უპილოტო […]

რა შეიძლება გამოიწვიოს გამოტოვებულმა ინგრედიენტმა ნამცხვრის გამოცხობისას?

ნამცხვრის გამოცხობა ერთგვარი ქიმიაა: შენ ერთმანეთში ურევ ინგრედიენტებს, რათა რეაქციაში მიიღო რაღაც ძალიან გემრიელი. მაგრამ თითოეული ინგრედიენტი მნიშვნელოვანია! კვერცხის ან კარაქის გარეშე გამოცხობამ, შეიძლება ნამცხვარი დრამატულად შეცვალოს. At-Bristol-სგან შემოთავაზებულ ვიდეოში შეგვიძლია ვიხილოთ, რა შეიძლება გამოიწვიოს რომელიმე ერთი ინგრედიენტის გამოტოვებამ. ისინი, ასევე, განმარტავენ თითოეული ინგრედიენტის როლს ნამცხვრის გამოცხობისას. ყველა ინგრედიენტით: კვერცხის გარეშე:  მარგარინის გარეშე: გამაფხვიერებლი ფხვნილის […]

არგენტინამ წარმატებით გაუშვა პირველი თანამგზავრი

ARSAT-1 — პირველი არგენტინული სატელეკომუნიკაციო თანამგზავრია, რომელიც აწყობილია ლათინური ამერიკის ტერიტორიაზე, ადგილობრივი ტექნოლოგიების გამოყენებით და წარმატებით გაეშვა გვინეადან კურუ-ის კოსმოდრომიდან. ორბიტაზე (სიმაღლე 36 ათასი კილომეტრი) ARSAT-1 გაიყვანა ევროპულმა რაკეტა მატარებელმა „არიან-5“. არგენტინის პრეზიდენტმა კრისტინა ფერნანდესმა აღნიშნა, რომ ASRAT-1-ის გაშვების შემდეგ, მისი ქვეყანა შევიდა სახელმწიფოების ელიტურ კლუბში, რომლებსაც შეუძლიათ საკომუნიკაციო თანამგზავრების აშენება. ამ კლუბის წევრები ასევე არიან […]

ასტროფიზიკოსები ვარაუდობენ, რომ ბნელი მატერიის კვალს მიაგნეს

ბრიტანელმა ასტროფიზიკოსებმა განაცხადეს, რომ მზის ბირთვში აღმოაჩინეს აქსიონები – რომლებიც ითვლება ბნელი მატერიის შემადგენელ ნაწილაკებად. კვლევების შედეგების გამოქვეყნებას ავტორები გეგმავენ 2014 წლის 20 ოქტომბერს ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში. სპეციალისტებმა კოსმოსური ტელესკოპი XMM-Newton-ის მეშვეობით აღმოაჩინეს სუსტი რენტგენული გამოსხივების კვალი დედამიწის მაგნიტურ ველში. ასეთი ტიპის გამოსხივების წყარო, მეცნიერების თქმით, შესაძლოა მზის აქსიონები იყოს, […]

ახლადაღმოჩენილი, საინტერესო სუბატომური ნაწილაკი Ds3

ახლად აღმოჩენილი სუბატომური ნაწილაკი, საშუალებას მოგვცემს შევისწავლოთ, თუ როგორ ფუნქციონირებენ ბუნების ყველაზე მძლავრი ურთიერთქმედებები. მცირედის შესწავლას ძალიან დიდი ჯგუფის ძალისხმევა დასჭირდა. ახალი მეოზონი Ds3-ის შემთხვევაში, Physical Review Letters და Physical Review D-ში მისი აღმოჩენის შესახებ 800 ავტორმა განაცხადა. ყოველდღიურობაში საკმაოდ კარგად ვიცნობთ გრავიტაციას და ელექტრომაგნეტიზმს. თუმცა, სუბატომურ დონეზე, ნაწილაკების ქცევას ძლიერი და სუსტი ბირთვული ძალები აკონტროლებენ. ძლიერი […]

ფიზიკოსებმა პლაზმის თერმობირთვულ რეაქტორში მოდელირება მოახდინეს

გერმანელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს სტალერატორში პლაზმის ფლუქტუაციისა და ტურბულენტობის პროგნოზირების და მინიმიზაციის ახალი მეთოდი. ავტორებმა კვლევების შედეგები ჟურნალ Physical Review Letters-ში გამოაქვეყნეს. მართვადი თერმობირთვული სინთეზის მთავარი სირთულე – მაღალი ტემპერატურის პლაზმის მაგნიტურ ხაფანგში შეკავებაა. მეცნიერებმა სამუშაოებში სტალერატორში მატერიის მაგნიტურ ხაფანგში ბალანსის მდგომარეობაში არსებობის გახანგრძლივების მიზნით მოახდინეს მისი მოქმედების მოდელირება. ავტორების მიერ შემუშავებული ახალი მეთოდი, დანადგარში […]

დამყარებულია ახალი რეკორდი კვანტური გამოთვლებში

მეცნიერებმა, ავსტრალიიდან და იაპონიიდან კუბიტის  ახალი ფიზიკური რეალიზაციის გამოყენებით, კვანტური გამოთვლების სფეროში ახალი რეკორდი დაამყარეს. კვლევის შედეგები მათ ჟურნალ Nature Nanotechnology. სპეციალისტებმა შექმნეს კუბიტის განსაკუთრებული რეალიაცია – კუბიტი, კლასიკური ბიტის კვანტური განზოგადოებაა. ეს ბლოკები კვანტური კომპიუტერის ძირითად ელემენტებს წარმოადგენენ. მეცნიერების მიერ მიღებულ კუბიტის თითოეული ფიზიკურ რეალიზაციას, შეუძლია კვანტური პროცესის განხორციელება 99 პროცენტი სიზუსტით. მეცნიერების ჯგუფმა […]

NASA მთვარის სრული დაბნელების პირდაპირი ტრანსლირება მოახდინა

მთვარის სრული დაბნელების ტრანსლაცNASია დაიწყო 8 ოქტომბერს 04:00 საათზე ამერიკის სამხრეთ სანაპიროს დროით NASA-ის ოფიციალურ საიტზე. ბუნებრივი მოვლენის პიკი 12:30 წუთზე მოუწია და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. მთვარის სრული დაბნელება მაშინ ხდება, როდესაც დედამიწა მთვარესა და მეს შორის ერთ ღერძზე ექცევა და ჩრდილით ბოლომდე ფარავს საკუთარ ბუნებრივ თანამგზავრს. [youtube]https://www.youtube.com/watch?v=lNi5UFpales&list=PLBEXDPatoWBmVBxRo-ZZna93Lxh_chNyM[/youtube] ამ მომენტში მთვარე დედამიწის გავლით […]