რა მოხდებოდა ადამიანი, შავ ხვრელში რომ „ჩავარდეს”?

არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ თუ ადამიანი „ჩავარდება“ შავ ხვრელში, მას კარგი არაფერი დაემართება.   [youtube]https://www.youtube.com/watch?v=mn3Egf59F8c[/youtube] აღსანიშნავია, რომ ზემოთ მოცემული ვიდეო გადმოსცემს მეცნიერების დიდი ნაწილის საერთო აზრს, თუმცა რათქმაუნდა ბევრი კითხვა შავ ხვრელთან დაკავშირებით ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. ჩვენ რათქმაუნდა არ გვაქვს ლაბორატორიაში შავი ხვრელი, რომელზეც შეიძლება ჩავატაროთ ექსპერიმენტები. მიმდინარე წლის დასაწყისში, სტივენ ჰოკინგმა აღნიშნა, რომ […]

სიმულაციებით უძველესი ვარსკვლავების უჩვეულო სიკვდილი გამოვლინდა

მეცნიერები ა.შ.შ და გერმანიიდან მივიდნენ დასკვნამდე, რომ ზოგიერთი ძველი ვარსკვლავი სიკვდილის შედეგად არ წარმოქმნის შავ ხვრელებს, ისინი წარმოქმნიან ზეახალს და ამის შემდეგ ბოლომდე იწვებიან. კვლევის შედეგები მეცნიერებმ ჟურნალ The Astrophysical journal-ში გამოაქვეყნეს.   გამოკვლეული ვარსკვლავების მასა 55-56 ათასჯერ აღემატება მზისას. ასეთი ობიექტების სიცოცხლის ხანგრძლივობა 1,69 მილიონ წელიწადს შეადგენს, ამის შემდეგ ისინი გადადიან არასტაბილურ მდგომარეობაში და ნადგურდებიან. […]

ბოლო 40 წლის განმავლობაში დედამიწაზე გარეული ცხოველების რიცხვი ორჯერ შემცირდა

WWF-ის (გარეული ბუნების მსოფლიო ფონდი „ცოცხალი პლანეტა“) ბოლო მონაცემების მიხედვით, 1970 წლიდან მსოფლიოში გარეული ცხოველების რიცხვი განახევრდა. ბოლო 40 წლის განმავლობაში ძუძუმწოვრების, ფრინველების, რეპტილიების, ამფიბიების და თევზების რაოდენობა საშუალოდ 52 პროცენტით შემცირდა, მტკნარი წყლების სახეობებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია – 76 პროცენტი (ნაგავი და წარმოების ნარჩენები, ყველაზე მეტად ვნებს მდინარეებს და ტბებს). ეს ციფრები ანალიტიკოსებმა […]

მეცნიერები გვიჩვენებენ, როგორ შევქმნათ “უჩინმაჩინის მოსასხამი”

როჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ოპტიკურ-ილუზიური მოწყობილობა, რომელიც შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არის უჩინმაჩინის მოსასხამის სახეობის. ეს არის სტაციონალური ხრიკი, მოწყობილობა ირეკლავს სინათლეს პატარა საგნების გარშემო – მკვლევარების მიერ, მაგალითისთვის გამოყენებულია სახაზავები და ფანქრები – შედეგად ისე ჩანს, თითქოს, საგნები გაქრა. ოთხი ლინზა განლაგებულია ამგვარად: თუ სწორად გამოიყენებ, შენ შეგიძლია დაინახო ლინზებს უკან , მაგრამ არა მათ […]

დედამიწის წყალი ჩვენს მზეზე უფრო ადრე არსებობდა

მზის სისტემის წყლის 30 – 50 პროცენტი, მათ შორის დედამიწის წყალი, კომეტების ყინული, სატურნის გარშემო დისკო, მეტეორები და სხვა პლანეტების ყინულიც, არსებობდა მზის დაბადებამდეც, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მიჩიგანის უნივერსიტეტის ასტრონომები. ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, გუნდი ხსნის, რომ წყალმა სათავე მოლეკულური ღრუბლებიდან აიღო (ნებულა) რისგანაც შემდგომ დაიბადა მზე, ეს პროცესი კი მზის სისტემაზე დაახლოებით მილიონი წლით […]

აბუ დაბი მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავის პირველ მსოფლიო ტურს უმასპინძლებს

პირველი მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავი აფრინდება, შემოივლის მთელს მსოფლიოს და ისევ აბუ დაბიში დაბრუნდება, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქმა ოფიციალურად განაცხადა დღეს (25 სექტემბერი) 2015 წლის მარტში, პილოტები ბერნარდ პიკარდი და ანდრე ბორშბერგი გეგმავენ მთელი მსოფიოს შემოვლას Solar Impulse 2-ის მეშვეობით, ეს არის თვითმფრინავი, რომელიც საწვავის სახით მხოლოდ მზის ენერგიას იყენებს. განცხადება გაკეთდა ნიუ იორკში, გაერთიანებული ერების სხდომაზე. […]

მცდარი შეხედულებები გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

არსებობს არაერთი გავრცელებული მცდარი შეხედულება, როდესაც საქმე ეხება კლიმატის ცვლილებას, კერძოდ გლობალურ დათბობას. თუ იმ ადგილას სადაც თქვენ ცხოვრობთ ცივი ზამთარი იყო, ალბათ გაგიჩნდებოდათ კითხვა, თუ გლობალური დათბობაა რატომ არის ასეთი ცივი ზამთარი? Veritasium საუბრობს ამ და კიდევ სხვა საინტერესო საკითხებზე ქვემოთ მოცემულ ვიდეოში. [youtube]https://www.youtube.com/watch?v=OWXoRSIxyIU[/youtube]

ინდური ზონდი Mangalyaan-ის პირველი სურათები მარსიდან

ინდურმა ზონდმა Mangalyaan (ინგლისურად Mars-craft) წარმოადგინა მარსის პირველი ფოტო. ამის შესახებ იტყობინებიან მისსის Twitter-ის გვერდზე. აპარატი ტექნოლოგიის ტესტირებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც შორ კოსმოსურ ობიექტებამდე ფრენებისთვისაა შექმნილი: ინდოელების მთავარ ინტერესს წარმოადგენს კოსმოსური აპარატების მანევრირების მართვა შორ მანძილებზე. სულ ცოტა ხნით ადრე ამერიკულმა MAVEN (Mas Atmosphere and Volatile Evolution) წარმოადგინა წითელი პლანეტის თავისი პირველი სურათები. მარსის კვლევა ინდოელებისთვის […]

იაპონურმა კომპანიამ ცუნამისგან გადასარჩენი კაფსულა გამოიგონა

2011 წელს, აღმოსავლეთ იაპონიაში ცუნამის შედეგად გარდაიცვალა 21 000 ადამიანი. მას შემდეგ, იაპონიის მთავრობა და მოქალაქეები მეტად კონცენტრირებულნი არიან ბუნებრივ კატასტროფებზე. კომპანია Cosmo Power-მა წარმოგვიდინა გამოსავალი თუ როგორ დავიცვათ ადამიანები ქარიშხლისა და ზღვის მიმოქცევისგან: მრგვალი კაპსულა, რომელიც დამზადებულია ბოჭკოვანი შუშისგან და ცნობილია სახელით “ნოე”. ის გამოიყურება, როგორც ტენისის დიდი ბურთი. კაფსულა არის 1,2 მეტრი დიამეტრის […]

Dragon SpaceX საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს შეუერთდება

კოსმოსური ხომალდი Dragon SpaseX უერთდება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს. ამის შესახებ იტყობინება NASA თავის ოფიციალურ საიტზე. ხომალდმა სადგურის ბორტზე ჩაიტანა 2216 კილოგრამი სასარგებლო ტვირთი: პროვიზია, მოწყობილობები და ექსპერიმენტებისთვის საჭირო მასალები. სადგურზე ასევე განთავსდა ISS-RapidScat და უახლესი სამგანზომილებიანი სკანერი. ISS-RapidScat-ის განთავსება იგეგმება საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გარე მხარეზე. ის განკუთვნილია ოკეანის ქარებზე დაკვირვებისთვის, შედეგად მისი საშუალებით მოახდენენ ამინდისა […]