მეცნიერების ტოპ 10 დღემდე ამოუხსნელი საიდუმლო

ფიზიკოსმა ბრაინ კოქსმა ერთხელ თქვა: „მე მომწონს როდესაც რაღაც ამოუცნობია – მეცნიერების მიზანიც ხომ სწორედ ისაა რომ ამოხსნას ისინი. არსებობს მილიარდობით ისეთი ადგილი, სადღაც შორეულ კოსმოსში, რომლის შესახებაც ჩვენ არაფერი ვიცით და სწორედ ეს ფაქტი, რომ ჩვენ მათ შესახებ არაფერი ვიცით ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია, სწორედ ამიტომ მიჩნდება სურვილი გავიგო მათზე რაც შეიძლება მეტი და სწორედ […]

უმაღლესი პრიმატების პასუხი უსამართლობაზე (ვიდეო)

მეცნიერებმა გამოარკვიეს, თუ საიდან გაუჩნდა ადამიანებს სამართლიანობის გრძნობა, ასევე პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ. საკუთარი კვლევის შედეგები კი გამოაქვეყნეს ჟურნალ Science-ში. სარა პროსნანმა და ფრანს დე ვალმა, სხვადასხვა ცხოველების სახეობების შესწავლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ კოლექტიურად მცხოვრები სახეობები ხშირად გამოთქვამენ პროტესტს (მეტ-ნაკლებად აშკარად), იმ შემთხვევაში თუ ერთი და იგივე დავალების შესასრულებლად მათ ნაკლები ჯილდო ხვდება ვიდრე პარტნიორს. თუმცა […]

2100 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა 11 მილიარდს შეადგენს

გაეროს და ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დედამიწის მოსახლეობის ზრდა გრძელდება მთელი XXI საუკუნის განმავლობაში. 2100 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობა 11 მილიარდ ადამიანს შეადგენს – ეს ორი მილიარდით მეტია იმ რიცხვზე, რომელიც აქამდე იყო ცნობილი. ანგარიში წარმოდგენილია ჟურნალ Science-ოს ბოლო ნომერში. მკვლევარებმა დაამუშავეს 2014 წლის ივლისში გაეროს მიერ მიწოდებული სტატისტიკური მონაცემები. 80% ალბათობით დედამიწის მოსახლეობა საუკუნის ბოლომდე […]

ფიზიკოსებმა უარყვეს პოპულარული აზრი იმის შესახებ, რომ სწრაფი დამუხტვა ელემენტს ვნებს

ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ელემენტების სწრაფი დამუხტვა და განმუხტვა, არ ამცირებს მათი მოხმარების დროს, როგორც ეს ადრე ეგონათ. მეცნეირებმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს ჟურნალ Nature Materials-ში. ფიზიკოსები ექსპერიმენტებს ატარებდნენ ლითიუმ-იონის ელემენტებზე, მათ გრაფიტის და ოქსიდის ელექტროდებზე. სპეციალისტებმა რენტგენული მიკროსკოპიის მეშვეობით შეისწავლეს დამუხტული ნანონაწილაკების დინამიკა (ლითიუმის იონები) ორი ბატარეის ელექტროდს შორის. მკვლევარებს აინტერესებდათ, თუ რამდენად სწრაფად ხორციელდება მუხტის […]

მეცნიერებმა მოლეკულის მოძრაობაში დაკვირვება შეძლეს

ქიმიკოსებმა ა.შ.შ და ფინლანდიიდან პირველად შეძლეს რეალურ დროში მოლეკულების რხევის დაფიქსირება. მეცნიერების სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ Nature Photonics-ში. 1980 წლიდან მეცნიერებს მოლეკულების ნხოლოედ ერთეული გამოსახულების ჩვენება შეეძლოთ. ახლა ქიმიკოსებმა მოლეკულის უწყევტი მოძრაობის დაფიქსირება რეალურ დროში შეძლეს , შესაბამისად მისი ერთი კვანტური მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის პროცესიც. ამისათვის მეცნიერებმა გამოიყენეს ნანონაწილაკების წყვილი, რომლებიც მიმაგრებული იყო მოლეკულაზე. ეს ნანონაწილაკები […]

ცივი ომის ეპოქის გასაიდუმლოებული მოდერნი

1950-1960-იან წლებში კალიფორნიაში, დაიბადა გასაიდუმლოებული სამეცნიერო ცენტრების არქიტექტურის და სივრცის ორგანიზების თავისებური სტილი. ამ შენობებში ხდებოდა უახლესი საბრძოლო სისტემების შემუშავება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. ასეთი ტიპის ნაგებობების „ოქროს ხანის“ შემდეგ, ანუ იმ წლებში, როდესაც ე.წ კოსმოსური რბოლაა გაჩაღებული, ისინი თითქოს უკვე წარსულს ჩაბარდა კრიზისულ 1970-იან წლებში. თუმცა კალიფორნიული კამპუსების უახლეს პროექტებში Google და Apple-მა ააყვავა „აეროკოსმოსური […]

რობოტი Nao საკუთარი BMW-ის მართვას სწავლობს

კალიფორნიაში, ანტროპომორფული რობოტი Nao პირველად დასვეს მინიატურული ავტომობილის საჭესთან ამ დრომდე, რობოტებისგან არც თუ ისე კარგი მძღოლები გამოსდიოდათ – რობოტიზებული (თვითდასწავლადი) ავტომობილები ამ დავალიებას თავს გაცილებით უკეთ ართმევდნენ. კონკურსზე, რომელსაც ატარებს DAPRA, ასეთი მცდელობები არაერთი იყო აქამდეც, მაგრამ არც ისე წარმატებული, თუმცა Nao ელექტრომობილ BMW Z4 საკმაოდ მარტივად უმკლავდება. რობოტი საკმაოდ „თავდაჯერებუალად“ მართავს ავტომობილს, აკონტროლებს სიჩქარის მომატებას […]

NASA-ის ცეცხლის მართვის ექსპერიმენტი ორბიტაზე

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, ექსპერიმენტის ფარგლებში, მეცნიერებმა ცეცხლი მოუკიდეს ოქტანს და იზოოქტანს. NASA-ის თქმით ასტრონავტები ასეთ ექსპერიმენტებს მიკროგრავიტაციაში წვის პროცესის შესწავლისთვის ატარებენ. დედამიწაზე ცეცხლის ალისგან განსხვავებით, კოსმოსურ ხომალდზე, მას ცრემლის ფორმა არ გააჩნია, ამის მაგივრად ის იფანტება ბევრ ცეცხლოვან ბურთულად, რაც უკავშირდება დედამიწის ორბიტასტან სუსტ გრავიტაციას. ალი წარმოიშვა ოქტანის და იზოოქტანის წვეთის დაწვის შედეგად. თავდაპირველად ალის […]

1910 წლიდან დანახული 2000 წელი

საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას აქვს 1910წლის უმაგრესი ამონაბეჭდების კოლექცია, რომლებზეც გამოსახულია, თუ როგორ წარმოუდგენიათ ცხოვრება 2000 წელს ფრანგებს.

პოლარული ნათების 9 საუკეთესო სურათი

მზეზე მომხდარმა აფეთქებამ და მის მიერ გამოწვეულმა გეომაგნიტურმა შტორმებმა ამ კვირას ნიუ ინგლენდის ცაში პოლარული ნათება გამოიწვია. თვალისმომჭრელი ფერების დანახვა შესაძლებელი იყო მხოლოდ ისეთ ადგილებში, როგორიცაა: ისლანდია, ნორვეგია, ფინეთი; თუმცა ამერიკის გარკვეულ ნაწილშიც შეიძლებოდა ამ ნათების მცირე ნაწილის დანახვა. ცუდი ამინდის გამო ამ მოვლენის დაკვირვება პრობლემური გახდა, მაგრამ ზოგიერთმა იღბლიანმა დამკვირვებელმა შეძლო ძალიან მაგარი სურათების გადაღება და […]