E3 2011: Sony-მ წარადგინა 3D-მონიტორი PlayStation–კონსოლებისთვის

E3–ის (Electronic Entertainment Expo) ჩვენებაზე, რომელიც ლოს–ანჯელესში (ა.შ.შ) დღეს გაიხსნა, კორპორაცია Sony–მ დააანონსა სპეციალური მონიტორი, რომელიც PlayStation 3–სა და PSP–სთვის არის განკუთვნილი. სიახლეს გააჩნია 24 დიუმიანი დიაგონალი და 3D–კონტენტთან მუშაობის მხარდაჭერა, რომლის სანახავად აუცილებელია სათვალეები. ჩვეულებრივი, 2D-რეჟიმის გაფართოება 1920×1080 პიქსელს (Full HD ფორმატი) შეადგენს, კონტრასტულობა — 5 000:1, ასევე მოწყობილობას გააჩნია 176 გრადუსამდე ხედვის კუთხე და HDMI პორტი. მონიტორის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია […]

nVidia-მ გამოუშვა 99-დოლარიანი 3D-სათვალე

კომპანია nVidia აფართოებს კომპიუტერის აქსესუარების ასორტიმენტს, 3D Vision ტექნოლოგიის მხარდაჭერით, რომელიც მუშაობის საშუალებას იძლევა 3D-კონტენტთან. ივნისის ბოლოს nVidia დაიწყებს, ახალ აქტიურ 3D-სათვალის გაყიდვას. აღსანიშნავია, რომ 3D Vision Wired Glasses კომპიუტერს უერთდება სამმეტრიანი კაბელით USB ინტერფეისის მეშვეობით. სტანდარტული უკაბელო სათვალეებისგან განსხვავებით, სიახლე გამოირჩევა ნაკლები მასით და კვებისთვის არ საჭიროებს ელემენტს. 3D Vision Wired Glasses-ის ღირებულება არის $99, რაც უკაბელო სათვალეზე $50-ით ნაკლებია. აქსესუარი […]