Motorola Admiral: მძლავრი სმარტფონი QWERTY-კლავიატურით

23 ოქტომბერს ოპერატორმა Sprint-მა დაიწყო «GooglePhone» Admiral-ის გაყიდვები, რომელიც დაამზადა კომპანია Motorola Mobility-მ. აპარატი შესრულებულია მძლავრ კორპუსში ამერიკული სამხედრო სტანდარტის MIL-STD-810G-ის შესაბამისად: ის უძლებს ვარდნას და დარტყმას, ის ასევე დაცულია წყლის წვეთებისგან, მტვრისგან, რყევისგან, ვიბრაციისგან და ტემპერტურის ვარდნისგან. სმარტფონში გამოყენებულია ერთბირთვიანი პროცესორი Qualcomm ტაქტური სიხშირით 1,2 გჰც; ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 512 მბ-ს. 3,1-დიუმიანი სენსორული დისპლეის ქვეშ, რომლის გარჩევადობაც […]