Google Chrome Book-ზე Adobe Photoshop გამოვა

Project Photoshop Streaming ჯერ-ჯერობით ბეტა ტესტირების სტადიაშია და დასაწყისში ხელმისაწვდომი გახდება მხოლოდ Creative Cloud-ის რჩეული მომხმარებლებისათვის. ორივე კომპანია პირობას იძლევა, რომ ფუნქციონალი იდენტური იქნება დესკტოპ ვერსიისა, მაგრამ სრულიად ღრუბლოვან სერვისზე იქნება დამოკიდებული. Photoshop-ის სტრიმინგ ვერსია ხელმისწვდმი იქნება Chrome-ის ბრაუზერში Windows მოწყობილობებზეც. Photoshop-ის სტრიმინგ ვერსია შექმნილია სერვერებიდან სამუშაოდ, როგორც Google-ის ბლოგშია ნათქვამი “ყოველთვის ბოლო ვერსიამდე იქნება განახლები […]

Adobe Photoshop CC ერთ დღეში გატეხეს

მართალია, რომ ზოგიერთი პროგრამა ძალიან ადვილად და სწრაფად ტყდება, მიუხედავად იმისა თუ რამდენად საიმედოდ თვლის მის დაცვას თავისივე დეველოპერები, მაგალითისთვის საკმარისია Photoshop CC. სულ რამდენიმე დღეში, სრულიად მუშა ვერსია პირატული ასლის სახით გამოჩნდა ტორენტ ტრეკერებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ქსელში მრავალენოვანი ვერსიაც გამოჩნდა.

ელექტრონული კალამი Wacom Inkling!

კომპანია Wacom სექტემბერში დაიწყებს ორიგინალური კომპიუტერული აქსესუარის Inkling-ის გაყიდვებს, რომელიც განკუთვნილია მხატვრებისთვის, ილუსტრატორებისთვის და დიზაინერებისთვის. Inkling წარმოადგენს ელექტრონული და ბურთულიანი კალმის ჰიბრიდს. ქაღალდზე მელნით შესრულებული ესკიზები და ნახატები იწერება სპეციალურ მიმღებში, რომელიც მიბმულია ფურცლის ზედა ნაწილზე. ამასთანავე აღიქმება, არამარტო მხატვრის ყველა მოძრაობა, არამედ დაწოლის სიმძიმე (ამოიცნობა 1 024 დონემდე დაწოლა). გარდა ამისა, შესაძლებელია გამოსახულებაზე ფენების დადებაც. […]