Aldebaran Robotics-ის Nao რობოტები
ფრანგულმა ფირმამ «Aldebaran Robotics»–მა შანხაიში World Expo 2010–ის გამოფენაზე წარმოადგინა ახალი თაობის NAO რობოტები. რობოტებს გარდა იმისა, რომ შეუძლიათ სიარული, დახრა, სხვადასხვა ნივთების ხელში აღება, ადგომა დაწოლილი და მჯდომიარე პოზიციიდან ასევე შეუძლიათ ცეკვა. Nao-ს გააქტიურება ხდება თავზე ხელის შეხებით, რამოდენიმე წამის შემდეგ მათთან შესაძლებელია საუბარი ინგლისურ და ფრანგულ ენაზე. რობოტი ნელნელა აყალიბებს წარმოდგენას სამყაროზე და სწავლობს […]
