Lenovo IdeaPad Z575: ნოუთბუქი AMD Llano-ს პლატფორმაზე

კომპანია Lenovo-მ დაიწყო პორტატული კომპიუტერის IdeaPad Z575-ის გაყიდვები 15,6-დიუმიანი დისპლეით. სიახლის ფუძე — პლატფორმა AMD Llano: მყიდველებისთვის გათვალისწინებულია ნოუთბუქის მოდელები ჰიბრიდული 32-ნანომეტრიანი პროცესორით E2-3000M ( ორი ბირთვი; 2,4 გჰც), A4-3300M (ორი ბირთვი; 2,5 გჰც) ან A6-3400M (ოთხი ბირთვი; 2,3 გჰც). ყოველ ჩიპს გააჩნია, გრაფიკული კონტროლერი DirectX 11-ის პროგრამული ინტერფეისის მხარდაჭერით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 2 ან 4 […]
DreamBook Power W27-0B: ნოუთბუქი AMD Brazos-ის პლატფორმაზე

კომპანია Pioneer Computers Australia-მ დაიწყო შეკვეთების მიღება, პორტატულ კომპიუტერ DreamBook Power W27-0B-ზე 17,3-დიუმიანი დისპლეით. სიახლის აპარატული ფუძე — AMD Brazos-ის პლატფორმა: საბაზისო კონფიგურაციაში, ნოუთბუქი აღჭურვილია ჰიბრიდული პროცესორით E-350 Zacate, რომელსაც აქვს ორი გამომთვლელი ბირთვი ტაქტური სიხშირით 1,6 გჰც და გრაფიკული კონტროლერი Radeon HD 6310 DirectX 11-ის მხარდაჭერით. ასევე შესაძლებელია, 1-გიგაჰერციანი ჩიპის C-50-ის შეკვეთა. ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა […]
AMD და nVidia ავიწროებენ Intel-ს გარფიკული ჩიპების ბაზარზე

Jon Peddie Research-ის ანალიტიკოსებმა 2010 წელს გარფიკული პროცესორების მსოფლიო ბაზარზე ძალების გადანაწილება შეაფასეს. მეოთხე კვარტალში, პლანეტას 113 მლნ ინტეგრირებული და დისკრეტული ვიდეოადაფტერი მიეწოდა. 2009 წლის ბოლო მეოთხედთან შედარებით ზრდამ 7,8% შეადგინა, ხოლო წლიური გამოთვლებით — მხოლოდ 4,3 %, სულ 432,2 მლნ ერთეული. შედარებისთვის: 2009 წელს, 2008 წელთან შედარებით, ბაზრის მოცულობა 11%–ით გაიზარდა. გარფიკული პროცესორების ბაზარზე, […]
AMD დაუბრუნდა მოგებას

Intel-ის შემდეგ, მიკროპროცესორების წარმოების მოცულობით რიგით მეორე კომპანიმ, AMD-მ 2010 წლის მეოთხე კვარტალი წარმატებით დაასრულა. ოქტომბრიდან დეკემბრამდე AMD-მ $1,65 მლრდ გამოიმუშავა — იმდენივე რამდენიც ერთი წლის წინ. სუფთა მოგებამ $357 მლნ შეადგინა, ანუ 50 ცენტი აქციაზე. შედარებისთვის: 2010 წლის მესამე მეოთხედში კომპანიამ $118 მლნ დაკარგა. ამასთან, 2009 წლის უკანასკნელ კვარტალში მოგება გაცილებით მეტი იყო — $1,18 მლრდ ($1,52 […]
Intel ამაგრებს პოზიციებს მიკროპროცესორების ბაზარზე

Intel-ის აღმასრულებელი დირექტორი პოლ ოტელინი IDF-ის საშემოდგომო ფორუმზე. კომპანია iSuppli-მ შეაფასა კომპიუტერული მიკროპროცესორების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებლების საბაზრო წილები მიმდინარე წლის მეორე მეოთხედში. iSuppli-ის მონაცემების მიხედვით, გასულ კვარტალში კომპანია Intel აკონტროლებდა ბაზრის 80,4%-ს. შედარებისათვის: მიმდინარე წლის პირველ მეოთხედში მისი წილი იყო 80,3%. წლიური გამოთვლით კომპანიის დანაკარგმა შეადგინა 0,3%: 2009 წლის მოერე კვარტალში ფლობდა ბაზრის 80,7%-ს. AMD-ს […]
AMD კარგავს პოზიციებს მსოფლიო ბაზარზე

х86-ის არქიტექტურის მიკროპროცესორების წარმოების სტატისტიკა. კომპანია IDC-მა გამოაქვეყნა მსოფლიო ბაზარზე х86-ის არქიტექტურის მიკროპროცესორების წარმოების მეორე კვარტლის სტატისტიკა. ჩიპების მიწოდების წლიური მაჩვენებელი გაიზარდა 30,8%-ით. უმსხვილეს მიმწოდებლებად რჩებიან AMD და Intel. პირველი კომპანიის წილი შემცირდა 20,6%-ით 2009 წლის მეორე კვარტალთან შედარებით; მეორე კომპანიის წილი, პირიქით, გაიზარდა 78,9-დან 80,7%-მდე. ტაივანური კომპანია VIA Technologies აკონტროლებს 0,3%-ს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ მსოფლიო ბაზარზე, […]
Computex 2010:AMD – პირველი მიკროპოცესორი Fusion APU

ტაივანში Computex 2010–ის გამოფენაზე AMD–მ წარმოადგინა თავისი პირველი ახალი თაობის პროცესორი — Fusion APU. Fusion APU (Accelerated Processing Unit) — ჰიბრიდული ტიპის ჩიპი,რომლის ბირთვიც აგებულია х86 არქიტექტურით და გაერთიანებულია გრაფიკულ კონტროლერთან. მწარმოებლები ამბობენ რომ ამ ტიპის პროცესორების გამოჩენა კომპიუტერულ ინდუსტრიას ახალ ეტაპზე გადაიყვანს, გაზრდის მაღალი ხარისხის ვიდეოების დამუშავების ხარისხს, გაზრდის მათ სათამაშო პოტენციალს. Fusion APU — წარადგინა AMD Products […]
