წარმოდგენილია სმარტფონი LG Optimus True HD LTE

კომპანია LG Electronics-მა ევროპულ ბაზარზე დააანონსა «გუგლფონი» Optimus True HD LTE (მოდელი P936) მეოთხე თაობის მობილური ქსელების მხარდაჭერით. მობილურ აპარატს გააჩნია 4,5-დიუმიანი დისპლეი IPS-მატრიცით; ეკრანის გარჩევადობა — 720×1280 წერტილი (ფორმატი 720p). არის ორი კამრა: 1,3-მეგაპიქსელიანი წინა და მთავარი კამერა 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით, რომელსაც აქვს მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის შესალებლობის მხარდაჭერა. სმარტფონი აღჭურვილია 1,5-გიგაჰერციანი პროცესორით ორი გამომთვლელი ბირთვით, 1 გბ ოპერატიული […]

Motorola Admiral: მძლავრი სმარტფონი QWERTY-კლავიატურით

23 ოქტომბერს ოპერატორმა Sprint-მა დაიწყო «GooglePhone» Admiral-ის გაყიდვები, რომელიც დაამზადა კომპანია Motorola Mobility-მ. აპარატი შესრულებულია მძლავრ კორპუსში ამერიკული სამხედრო სტანდარტის MIL-STD-810G-ის შესაბამისად: ის უძლებს ვარდნას და დარტყმას, ის ასევე დაცულია წყლის წვეთებისგან, მტვრისგან, რყევისგან, ვიბრაციისგან და ტემპერტურის ვარდნისგან. სმარტფონში გამოყენებულია ერთბირთვიანი პროცესორი Qualcomm ტაქტური სიხშირით 1,2 გჰც; ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 512 მბ-ს. 3,1-დიუმიანი სენსორული დისპლეის ქვეშ, რომლის გარჩევადობაც […]

Sony Ericsson Xperia მიიღებს Cyanogen მოდიფიკაციას

CyanogenMod-ის დეველოპერების ჯგუფის განცხადებით 2011 წლის ყველა Xperia-ს მფლობელებს უკვე აქვთ შესაძლებლობა მიიღონ თავისუფალი, საზოგადოების მიერ აგებული Android 2.3.x თავიანთი სმარტფონებისთვის. ძველ ტელეფონებს, როგორიცაა Xperia X10, X8, X10 mini და X10 მინი pro-ც მიიღებს ამ განახლებას. შეპირებულია სრული ფუნქციონალის მხარდაჭერა FM რადიოს ჩათვლით, რომელზეც ახლაც მიმდინარეობს მუშაობა.

IFA 2011: სმარტფონი KT Spider შეცვლის ნოუთბუქს, პლანშეტს და სათამაშო კონსოლს

კომპანია Korea Telecom-მა IFA 2011-ის გამოფენაზე წარმოადგინა საკმაოდ საინტერესო სიახლე — კომუნიკატორი Spider, რომელსაც შეუძლია შეასრულოს სხვადასხვა პორტატული მოწყობილობების ფუნქცია: ნოუთბუქის, პლანშეტის და ასევე ჯიბის სათამაშო კონსოლისაც კი. Spider-ს გააჩნია 4,5-დიუმიანი სენსორული დისპლეი; ეკრანის ზომები — 1280×800 წერტილი. აპარატი აღჭურვილია ორბირთვიანი პროცესორით, ტაქტური სიხშირე 1,5 გჰც. სმარტფონს აქვს 1 გბ ოპერატიული მეხსიერება, ფლეშ-მოდული მოცულობით 16 […]

IFA 2011: Samsung-მა შექმნა სმარტფონის და პლანშეტის ჰიბრიდი!

კომპანია Samsung-მა IFA 2011-ის გამოფენაზე (ბერლინი) წარმოადგინა მინი-პლანშეტი Galaxy Note. მოწყობილობას გააჩნია 1,4-გიგაჰერციანი პროცესორი ორი ბირთვით; გრაფიკის დამუშავებას უზრუნველყოფს კონტროლერი Mali-400. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 1 გბ-ს. ოპერაციული სისტემა  — Android 2.3, დამატებითი საფირმო სამომხმარებლო ინტერფეისით TouchWiz. სიახლეს აქვს 5,3-დიუმიანი სენსორული  Super AMOLED დისპლეი გარჩევადობით 1280×800 წერტილი; მიწოდების კომპლექტში შედის კალამი S Pen, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია გაჯეტის ინტერფეისის […]

Samsung Conquer 4G: სმარტფონი WiMAX-ის მხარდაჭერით

ოპერატორი Sprint, 21 აგვისტოდან იწყებს კომუნიკატორის  Samsung Conquer 4G-ის გაყიდვებს, რომელიც არის Android 2.3 ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ. სიახლე აღჭურვილია 1-გიგაჰერციანი პროცესორით Qualcomm Snapdragon MSM8655. სენსორულ დისპლეის აქვს 3,5-დიუმიანი დიაგონალი; მისი გარჩევადობა — 320×480 წერტილი. არის ორი კამერა: წინა კამერა აღჭურვილია, 1,3-მეგაპიქსელიანი მატრიცით, ხოლო უკანა 3,2-მეგაპიქსელიანი მატრიცით (შუქდიოდური გაელვებით). გარდა ამისა, სმარტფონის არსენალში შედის:  GPS-მიმღები, MicroSD […]

Samsung-მა, შესაძლოა, გამოუშვას სმარტფონი 3D-კონტენტის მხარდაჭერით

ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, კომპანია Samsung, ამზადებს ფლაგმანურ სმარტფონს მოცულობითი კონტენტის მხარდაჭერით. აპარატი, დასახელებით Galaxy 3D, არსებული ინფორმაციით შესრულებული იქნება 4,3-დიუმიანი სენსორული დისპელით. სტერეოსკოპიული სურათის სანახავად არ არის საჭირო სპეციალური სათვალე. ჭორების თანახმად, მოწყობილობა მიიღებს, Exynos-ის ორბირთვიან პროცესორს ტაქტური სიხშირით 1,2 გჰც. ასევე, ნახსენებია, ორმაგი 8-მეგაპიქსელიანი კამერა 3D-გადაღებისთვის და HDMI ინტერფეისი. Galaxy 3D-ს, დებიუტი, შესაძლოა შედგეს 2011 წლის […]

განახლებული Android Market !

რამოდენიმე კვირის განმავლობაში, ანდროიდის დეველოპერების ოფიციალური ბლოგის ცნობით, მომხმარებლებს რომლებსაც აქვთ ტელეფონები Google Android 2.2 და უფრო ახალი ვერსიით მიიღებენ FOTA-განახლებას Android Maket-თვის. რა დაემატა ახალი: ფილმების ყიდვა და დაქირავება (შეიძლება პირდაპირ მარკეტშივე ყურება სტრიმინგის საშუალებით ან ჩამტვირთვა შემდეგი ნახვისთვის): სერვისი ხელმისაწვდომია მხოლოდ ა.შ.შ.-ს ტერიტორიაზე, მაგრამ მალე სხვა ქვეყნებშიც იქნება წვდომა. Google Books: წიგნების შეძენა, […]

Samsung Galaxy Z: სმარტფონი nVidia Tegra-ს მეორე თაობის პლტაფორმაზე

კომპანია Samsung-მა, ევროპაში, დააანონსა კომუნიკატორი Galaxy Z, რომელიც წარმოადგენს შუალედეს I9003 Galaxy SL-ისა და Galaxy S II-ის შორის. სიახლეს გააჩნია 4,2-დიუმიანი სენსორული დისპლეი Super Clear LCD გარჩევადობით 480×800 წერტილი. არის ორი კამერა: წინა კამერა ვიდეოზარებისთვის და მთავარი კამერა 5-მეგაპიქსელიანი მატრიცით, შუქდიოდური გალვებით და HD-ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით 720р ფორმატში. Galaxy Z — nVidia Tegra-ს მეორე თაობის აპარატულ პლატფორმაზე, ორბირთვიანი პროცესორით Cortex-A9, ტაქტური […]

myTouch 4G Slide: «გუგლფონი» ორბირთვიანი პროცესორით

ივლისში ოპერატორი T-Mobile USA იწყებს მძლავრი სმარტფონის myTouch 4G Slide-ის გაყიდვებს, რომელსაც აქვს მეოთხე თაობის მობილურ ქსელებში მუშაობის მხარდაჭერა. სიახლის აპარატული ფუძე — Qualcomm Snapdragon-ის ორბირთვიანი პროცესორი ტაქტური სიხშირით 1,2 გჰც; ოპერაციული სისტემა — Android 2.3 საფირმო ინტერფეისით Sense 3.0. აპარატი შესრულებულია «გვერდული სლაიდერის» ფორფაქტორზე, აღჭურვილია გამოსაწევი QWERTY-კლავიატურით და 3,7-დიუმიანი სენსორული დისპლეით (გარჩევადობა — 800×480 წერტილი). T-Mobile-ის განცხადებით, […]