Panasonic Toughpad – უშიშარი პლანშეტი
ალბათ მოულოდნელი არ იყო Panasonic-ის მხრიდან პლანშეტების ბაზარზე გამოჩენა და თა ასეთ სტილში. როგორც ვიცით Toughbook სერიის ნოუთბუქები ცნობილია მისი გამძლეობით და სამხედრო სტანდარტების მხარდაჭერით. ამ შემთხვევაშიც ჩვენს წინაშეა სრულიად ახალი უშიშარი მოწყობილობა, რომელიც შეგიძლიათ დაგივარდეთ და ჩვეულებრივად აიღოთ, რომელიც დასველდება და უბრალოდ გაშრება, რომელიც აიტანს მტვერს და ტალახს. მოკლედ მოწყობილობა იმათთვის ვისაც უყვარს მოგზაურობა […]
Ice Cream Sandwich-ის 2 წუთიანი ვიდეო ტური
Android-ის შემდეგ ვერსიამდე (Ice Cream Sandwich) განახლება დაგეგმილია მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, ამიტომაც მოულოდნელი არ არის, რომ მან სადმე გამოჟონოს. ჩვენ ხელთ ჩაგვივარდა ვიდეო სადაც წარმოდგენილია რამოდენიმე ახალი ფუნქცია. როგორც ცნობილია ერთმა იღბლიანმა პიროვნებამ eBay-ზე იყიდა Nexus S და აღმოაჩინა, რომ მისი პროგრამული უზრუნველყოფა განსხვავდებოდა ოფიციალური 2.3 ვერსიისგან. თუმცა ის შოკში ჩავარდა როცა ნახა, რომ […]
IDF 2011: Intel-მა წარმოადგინა Atom-მოწყობილობები Android-ის ბაზაზე

Intel-მა და Google-მა განაცხადეს, რომ ოპერაციული სისტემა Android, ოპტიმიზირებული იქნება Atom პროცესორებთან სამუშაოდ. ინიციატვია, რომელმაც გაიჟღერა IDF 2011-ის ფორუმზე, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს სან-ფრანცისკოში (კალიფორნია აშშ), დააჩქარებს Atom-ის ჩიპებით მობილური მოწყობილობების გამოჩენას ბაზარე, ასევე გაიზრდება პლანშეტების და მობილურების მწარმოებლების ინტერსესი Intel-ის აპარატული გადაწყვეტილების მიმართ. IDF 2011-ზე დემონსტრირებული იყო კომუნიკატორების და პლანშეტური კომპიუტერების პროტოტიპები Android-ის მართვის ქვეშ Intel Medfield-ის პლატფორმაზე. Medfield-ის ფუძე — 32-ნანომეტრიანი Atom-ის […]
IFA 2011: ViewSonic-მა წარმოადგინა პლანშეტები Android-ით და Windows-ით

ბერლინში IFA 2011-ის გამოფენაზე, კომპანია ViewSonic-მა წარმოადგინა ერთდროულად სამი პლანშეტი ViewPad 7x, 10pro და 7e. ფლაგმანური მინი-კომპიუტერი ViewPad 10pro აღჭურვილია 10-დიუმიანი სენსორული დისპლეით, რომელსაც აქვს «მულტითაჩ» ტექნოლოგიის მხარდაჭერა. გაჯეტი შესრულებულია Intel Oak Trail-ის პლატფორმაზე, რომელიც მოიცავს Atom პროცესორს ინტეგრირებული გრაფიკული კონტროლერით და chipset-ით SM35 Express. პლანშეტის განსაკუთრებულობაა ორი ოპერაციული სისტემა: მომხმარებლებს შეეძლებათ აირჩიონ Windows 7 Professional ან Android […]
IFA 2011: Samsung Galaxy Tab 7.7 Super AMOLED Plus დისპლეით!

IFA 2011-ის გამოფენაზე, რომელიც ეხლა მიმდინარეობს გერმანიაში, კომპანია Samsung-მა დააანონსა, მსოფლიოში პირველი პლანშეტი Super AMOLED Plus დისპლეით. ეკრანი შესრულებულია ზემოთ ნახსენები ტექნოლოგიით, რომელიც უზრუნველყოფს მკვეთრ კონტრასტულ გამოსახულებას მაღალი გარჩევადობით და ასევე ფართო ფერების გამას ნათელი და მუქი ტონების განაწილებით. რის შედეგადაც, მიიღება მაქსიმალურად რეალური გამოსახულება. სიახლეს გააჩნია 1,4-გიგაჰერციანი პროცესორი ორი ბირთვით; ოპერატიული მეხსიერების მოცულბა შეადგენს 1 გბ-ს. […]
