CyanogenMOD 10.1 უკვე Nexus 4-ზე
ჯერ-ჯერობით Google-ის Nexus 4-ის მფლობელები რომ გავხდეთ კარგა ხანი მოგვიწევს, რიგში დგომა, რომ შევიძინოთ და შემდეგ მივიღოთ ეს მოწყობილობა ჩვენს საფოსტო მისმართზე. თუმცა ვისაც უკვე აქვს უახლესი Nexus მათთვის უკვე პრობლემას არ წარმოადგენს Cyanogen Mod-ის დაგემოვნება მისი ყოველდღიური სატესტო ვერსიების სახით. შეგახსენებთ, რომ Cyanogen 10.1 არის Android 4.2-ზე დაფუძნებული ფირმვერი.
დაიწყო HTC One X-ის განახლება JellyBean-ზე
ერთი თვის წინ HTC-მა გაახარა ტაივანელი მომხმარებელი და დაიწყო მისი ფლაგმანური One X სმარტფონის Android 4.1.1 Jelly Bean-ზე განახლება. დღეს კი ეს განახლება ამ სმარტფონის საერთაშორისო ვერსიასაც შეეხო ავტომატური OTA განახლებების სახით.
