Google Nexus 5, Android 4.4 KitKat
როგორც იქნა გვეღირსა და კომპანია Google-წარმოადგინა მისი უახლესი ფლაგმანური სმარტფონი Nexus 5. მიუხედავად იმისა, რომ სექტემბრიდან მოყოლებული თითქმის ყველა ტექნიკური დეტალი და ფოტოებიც გახდა საზოგადოებისთვის ჭორების სახით ცნობილი გაჯეტის გამოსვლა მაინც საინტერესო დეტალების გამოვლინებით დასრულდა. ამის გარდა ხელმისაწვდომი გახდა Android 4.4 KitKat-ის ღია კოდი, რომელიც უამრავ განახლებას მოიცავს.
Android 4.4 KitKat-ში იქნება 64 ბიტიანი პროცესორების მხარდაჭერა
უკვე დიდი ხანია მუსირებს აზრი, რომ Android 4.4-ში იქნება 64 ბიტიანი პროცესორების მხარდაჭერა. Intel-ის წარმომადგენლების გამოსვლისას დეველოპერების ფორუმზე ერთ-ერთ სლაიდში გამოჩნდა საჭირო მონაცემები. დღეისათვის Intel-ის პროცესორები არც ისე პოპულარულია მობილურ მოწყობილობებში. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ Intel-ს აქვს ის ტექნოლოგიები რაც შესაძლებელს გახდის 64 ბიტიანი პროცესორების მობილურ სეგმენტში დანერგვას.
Android Kitkat: მობილური საოპერაციო სისტემის შემდეგი ვერსია
Google-მა გვამცნო, რომ პოპულარული საოპერაციო სისტემის Android-ის შემდეგი ვერსიის სახელი “KitKat” იქნება. იგივე სახელით შოკოლადის ფილებს აწარმოებს კომპანია Nestle. პირველად მობილური პლატფორმა მიიღებს უცხო სახელს. ამ საკითხზე კონსულტაციები ტექნოლოგიურ გიგანტსა და კვების მრეწველობის უმსხვილეს კომპანიას შორის საკმაოდ დიდი ხანი მიმდინარეობდა.
