Android 4 უკვე უფრო მეტ მოწყობილობაზეა ვიდრე Gingerbread
როგორც ცნობილია Android ოპერაციული სისტემის განახლებები არც ისე სწრაფად ვრცელდება მომხმარებლებში ვიდრე iOS და ამას თავისი ობიექტური და ხშირად სუბიექტური მიზეზებიც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სხვა და სხვა მწარმოებლები საკმაოდ აგვიანებენ სისტემის ახალ ვერსიაზე გადაყვანას დღეისათვის სტატისტიკა უკვე ოპტიმისტურად გამოიყურება.
