Google-ის საუზმე სუნდარ პიჩაისთან ერთად (Nexus 7, Android 4.3, Chromecast)
მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის მიმომხილველი დიმიტრი გოგელია (და არა მარტო დიმიტრი) პრეზენტაციის შემდგომ ცდილობს გააუფერულოს Google-ის ახალი პროდუქტების ეფექტი და გაანელოს მათდამი ინტერესი მომხმარებლებში, მე მინდა წარმოგიდგინოთ მოკლე მიმოხილვა იმისა თუ რამ გაუხეთქა გული ეფლისტებს და რა გვიხარია ჩვენ თავისუფალი სოფტის და უფრო თავისუფალი ჰარდის მოყვარულებს. მაშ ასე გუშინ Google-მა ჟურნალისტებისათვის სპეციალური ღონისძიება მოაწყო სადაც […]
Android 4 უკვე უფრო მეტ მოწყობილობაზეა ვიდრე Gingerbread
როგორც ცნობილია Android ოპერაციული სისტემის განახლებები არც ისე სწრაფად ვრცელდება მომხმარებლებში ვიდრე iOS და ამას თავისი ობიექტური და ხშირად სუბიექტური მიზეზებიც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სხვა და სხვა მწარმოებლები საკმაოდ აგვიანებენ სისტემის ახალ ვერსიაზე გადაყვანას დღეისათვის სტატისტიკა უკვე ოპტიმისტურად გამოიყურება.
Google Android-ის ხმის ამოცნობა ადამიანის ტვინის მსგავსად მუშაობს
Android მობილური ოპერაციული სისტემის ბოლო ვერსიაში ვებ-გიგანტმა დიდი ცვლილებები შეიტანა იმაში თუ როგორ აღიქვამს მოწყობილობა თქვენს ხმოვან ბრძანებებს ან საუბარს. Google-მა შექმნა ხმის ამოცნობის სისტემა, რომელიც ნეირონულ ქსელებს ეფუძნება და არის კომპიუტერიზებული სისტემა რომელიც სწავლობს ისევე როგორც ადამიანის ტვინი.
CyanogenMOD 10.1 უკვე Nexus 4-ზე
ჯერ-ჯერობით Google-ის Nexus 4-ის მფლობელები რომ გავხდეთ კარგა ხანი მოგვიწევს, რიგში დგომა, რომ შევიძინოთ და შემდეგ მივიღოთ ეს მოწყობილობა ჩვენს საფოსტო მისმართზე. თუმცა ვისაც უკვე აქვს უახლესი Nexus მათთვის უკვე პრობლემას არ წარმოადგენს Cyanogen Mod-ის დაგემოვნება მისი ყოველდღიური სატესტო ვერსიების სახით. შეგახსენებთ, რომ Cyanogen 10.1 არის Android 4.2-ზე დაფუძნებული ფირმვერი.
დაიწყო HTC One X-ის განახლება JellyBean-ზე
ერთი თვის წინ HTC-მა გაახარა ტაივანელი მომხმარებელი და დაიწყო მისი ფლაგმანური One X სმარტფონის Android 4.1.1 Jelly Bean-ზე განახლება. დღეს კი ეს განახლება ამ სმარტფონის საერთაშორისო ვერსიასაც შეეხო ავტომატური OTA განახლებების სახით.
უკვდავი HTC HD2 – Jelly Bean
HTC-ის HD2 სმარტფონს არ სურს სიკვდილი. ის გვიან 2009 წელს შემოვიდა ბაზარზე და მუშაობდა Windows Mobile პლატფორმაზე, მისთვის შემდეგში გამოვიდა Windows Phone 7.5 და Android .40 და როგორც ახლა გახდა ცნობილი xda-developers საზოგადოებამ მოახდინა Android 4.1-ის პორტირება.
განხილვა Android Jelly Bean 4.1
Android ოპერაციული სისტემის ბოლო ვერსია უკვე გამოვიდა Nexus მოწყობილობებზე. 4.1 ვერსია არ არის რევოლუციური, მაგრამ ის ფუნქციონალური და სტაბილურობის განახლებაა, რომელსაც საკმაოდ დიდი ხანია ველოდებით ამა თუ იმ მწარმოებლისაგან. არის თუ არა Android 4.1 – 4.0-ის განახლება, რომელიც მოწოდებულია ხალხი გადავიდეს Nexus მოწყობილობებზე, თუ დააჩქაროს მწარმოებლების მხრიდან ახალ ვერსიებზე გადასვლა?
Google I/O 2012: Android 4.1 Jelly Bean
როგორც მოსალოდნელი იყო, საძიებო გიგანტის ბოლო კონფერენციაზე წარმოადგინეს Android ოპერაციული სისტემის 4.1 Jelly Bean ვერსია. ეს ვერსია გათვლილია სილამაზეზე, ფუნქციონალის გაფართოებაზე და სიმარტივეზე. ახალ ვერსიაში გაზრდილია მწარმოებლურობა, გამჯობესებულია ძიება და მოხდა რამოდენიმე საინტერესო ცვლილება.
