Android Kitkat: მობილური საოპერაციო სისტემის შემდეგი ვერსია

Google-მა გვამცნო, რომ პოპულარული საოპერაციო სისტემის Android-ის შემდეგი ვერსიის სახელი “KitKat” იქნება. იგივე სახელით შოკოლადის ფილებს აწარმოებს კომპანია Nestle. პირველად მობილური პლატფორმა მიიღებს უცხო სახელს. ამ საკითხზე კონსულტაციები ტექნოლოგიურ გიგანტსა და კვების მრეწველობის უმსხვილეს კომპანიას შორის საკმაოდ დიდი ხანი მიმდინარეობდა.