Google I/O’15 – რას ველით დღეს

უკვე დღეს დაიწყება Google-ის დეველოეპრების კონფერენცია I/O 2015. ტრადიციულად წარმოდგენილი იქნება ახალი პროდუქტები, ასევე კომპანიის მომავალი სტრატეგია. Google+ დაიხურება ყველაზე მეტად მოსალოდნელია სოციალური ქსელის Google+-ის დახურვა მისი მიმდინარე სახით. პროდუქტი დაიყოფა რამდენიმე ცალკეულ სერვისად. Streams – რომელიც იქნება განახლებები მეგობრებისგან, საზოგადოებისგან და მედიისგან, Photos – უფრო მეტად მოსახერხებელი ფოტო-ჰოსტინგი. მობილურ მოწყობილობებზე გამოჩნდება ამ სერვისების აპლიკაციები. […]

6-რამ რაც Apple Watch-ს არ შეუძლია Android Wear-ისგან განსხვავებით

Apple Watch პერსპექტიულ პროდუქტად ითვლება და მას უდაო წარმატებას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა ის არც ისე იდეალურია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. საერთო ჯამში ტარებადი ელექტრონიკის ბაზარზე არსებულ ვენდორებს მიუხედავად პლატფორმისა თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს. ყველა ვინც მოასწო Apple Watch-ის საქმეში გამოცდა, ადვილად შეადგენენ სიას თუ რითი ჯობია ის Android Wear-ს, თუმცა შეიძლება საპირისპირო მოსაზრების გამოთქმაც. […]

Huawei Watch

  Huawei-მ  მისი პირველი Android Wear მოწყობილობა წარმოადგინა. Huawei Watch პრემიუმ კლასის მექანიკურ საათს უფრო გავს ვიდრე ციფრულ მოწყობილობას. მას მრგვალი ეკრანი აქვს, კლასიკურად გამოიყურება და უჟანგავი ფოლადის კორპუსშია მოთავსებული. საათი კომპაქტურია და 42 მილიმეტრის ზომისაა, რომელიც თითქმის ყველა ზომის ხელს უხდება, შეგიძლიათ შავი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი ვარიანტი აირჩიოთ, ასევე არის მეტალისა და ტყავის სამაჯურებიც.