Galaxy S4 და HTC One – ახალი Nexus-ები უკვე GooglePlay-ში იყიდება

როგორც იქნა დაპირებული Nexus მოწყობილობები წამყვანი ბრენდებისგან, როგორიცაა HTC და Samsung უკვე იყიდება Google Play ინტერნეტ მაღაზიაში. არანაირი Sense და TouchWiz, ამის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ Android 4.2.2 (რომელიც Samsung-მა უკვე გამოუშვა S4-ზე მაგრამ HTC ჯერ იგვიანებს). ასევე განბლოკილია ჩამტვირთი სექტორი, ეს იმისთვისაა საჭირო, რომ Cyanogenmod და სხვა გემრიელი ვერსიები ჩავტვირთოთ მოწყობილობეში. განბლოკვა ჩვეულებრივი fastboot ბრძანებებით […]

OUYA ანდროიდ კონსოლი გაყიდვაში გამოვიდა

ეს დღეც დადგა, ნამდვილი მორწმუნეებისათვის და OUYA კონსოლი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. 100$-ის ღირებულების სისტემა ჩიპზე მოთავსებულია პატარა ყუთში, რომელიც პირველად Kickstarter-ის პროექტის სახით დაანონსდა და დღეისათვის საჭირო არ არის მისი გულშემატკივარი იყო, რომ მიიღო ის. მოწყობილობა ამერიკის ყველა წამყვანი ონლაინ და საცალო მაღაზიებში გამოჩნდა და როგორც ხედავთ მისი ფასიდან გამომდინარე გამოწერა და ჩამოტანა საქართველოში ძალიან […]

iOS 7 და Android-ის მომავალი

თუ თქვენ, რამდენადმე მაინც ადევნებთ თვალ-ყურს ტექნოლოგიებისა და მობილური მოწყობილობების სიახლეებს აუცილებლად შეამჩნევდით Apple-ისა და iOS 7-ის გარშემო ატეხილ ხმაურს. კუპერტინომ წარმოადგინა სრულიად ახალი და სრულიად შეცვლილი დიზაინი iOS 7-ში ყველა მათი მოწყობილობისათვის და უფრო მეტიც. არის უამრავი პოსტი სადაც Android-ისა და iOS-ის შედარება კეთდება და არის საუბარი იმაზე თუ რა დააკოპირა Apple-მა მისი უმთავრესი […]

Google Experience სმარტფონები

Samsung Galaxy S4 Google Edition და HTC One Google Edition ძალიან მალე გამოვა. ახლა ჩვენ გვაქვს ერთზე მეტი მოწყობილობა, რომელიც მშობლიურ Android-ზე იმუშავებს, ვენდორების ჩარევის გარეშე. არანაირი Sense და TouchWiz, უკეთესი ან უარესი. რას ნიშნავს ეს? გახდება თუ არა რომელიმე მათგანი თქვენი შემდეგი მოწყობილობა? ეს არის კითხვები, რომლებსაც ხშირად სვამენ ექსპერტები და მომხმარებლები, რომლებსაც საკმაო […]

Google-მა განაახლა Gmail-ის ინბოქსი ჩანართებით მობილურსა და სამაგიდო ვერსიებში

ყველაზე მნიშვნელოვანი საფოსტო ყუთში წერილების ორგანიზებაა და ამ საქმეში Google-მა კიდევ ერთი ინოვაციური ნაბიჯი გადადგა. კომპანიამ დააანონსა, რომ ის მალე ახალ ჩანართებიან ლეიაუთს შემოგვთავაზებს Gmail-ის მობილურსა და სამაგიდო ვერსიაში. რედიზაინის შედეგად თქვენ შეძლებთ ხუთამდე ჩანართის დამატებას სადაც წერილების გადატანას ჩვეულებრივად გადაჩოჩებით შეძლებთ, ასევე შეძლებთ მიუთითოთ რესპოდენტები და ვარსკვლავის ანთებით გადაიტანთ მთავარ ინბოქსში შერჩეულ წერილებს.

რატო არ უშვებს ყველა ვენდორი Nexus მოწყობილობას

ზოგიერთ მომხმარებელს მოსწონს შეცვლილი თემები, როგორიცაა HTC Sense და TouchWiz. ხალხი თვილის, რომ ეს ცვლილებები დამატებით ფასეულობას წარმოადგენს და უვეკთესად მუშაობს ვიდრე პირველადი ვარიანტი. მათ ვისაც არ მოსწონს შეცვლილი ინტერფეისი ორი არჩევანი აქვს, Cyanogen ან სხვა ნებისმიერი stock rom და Nexus მოწყობილობა. მიუხედავად არჩევანის არსებობისა მაინც გაუგებარია თუ რატომ არ იყენებენ მწარმოებლები თავდაპირველ Android საოპერაციო […]

Opera 14 – Android-ზე გამოვიდა

დიდი ხნის ბეტა-ტესტირების შემდეგ გამოვიდა Opera-ს ფინალური Android ვერსია, რომელიც ახალ ძრავაზეა აწყობილი. რა თქმა უნდა Chromium 26 რომელიც Google-ის კალამს ეკუთვნის Opera-ს ბრაუზერის საფუძველს წარმოადგენს და მასზე პლატფორმის ყველა საშუალებებით შექმნილი სრულიად ახალი ბრაუზერი წარსდგა ფართო საზოგადოების წინაშე.

Google I/O 2013 – Keynote

გუშინ, როგორც წინასწარ იყო ცნობილი კალიფორნიაში, სან ფრანცისკოში, მოსკონე ვესტში გაიხსნა Google-ის დეველოპერების ყოველწლიური კონფერენიცა. ღინისძიების პირველი დღე რა თქმა უნდა ხელმძღვანელობის მიმართვით დაიწყო, დაანონსებულ იქნა კომპანიის სერვისების განახლება და შეაჯამეს ასევე უკვე მიღწეული შედეგები. მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო უმნიშვნელოვანეს სიახლეებზე, რაც მიმართვისას გაჟღერდა, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იქ რაც იქნა წარმოდგენილი ყველაფერი ერთნაირად […]

ლარი პეიჯმა Google-ის ფინანსური ანგარიში წარადგინა

ბაზრის სხვა მსხვილი მოთამაშეების მსგავსად კომპანია Google-მა 2013 წლის პირველი კვარტლის შედეგები წარმოადგინა. უმარავი მოსაწყენი ციფრების გარდა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლარი პეიჯმა Motorola-ს ახალ სმარტფონებზე და Google Glass-ზეც ისაუბრა.

ცნობილი გახდა Google Glass-ის ტექნიკური მახასიათებლები

Mirror API-ის გამოშვებასთან ერთად Google-მა გამოაქვეყნა მისი უახლესი პროდუქტის Google Glass-ის ტექნიკური სპეციფიკაციები. მანამდე საზოგადოებისთვის ცნობილი იყო მხოლოდ ფუნქციონალური შესაძლებლობები და გაურკვეველი იყო მისი აპარატული შესაძლებლობები. მოდით ვნახოთ თუ რას წარმოადგენს თავის კლასში პირველი მოყობილობა: