Google-მა Play Store განაახლა
Google-მა უკვე დაიწყო თავისი ინტერნეტ მაღაზიის Play Store-ის Android აპლიკაციის განახლების პროცესი და როგორც კი ის ჩემს მოწყობილობაზე აღმოჩნდა მე გადავწყვიტე თქვენთვის გამეზიარებინა ჩემი შთაბეჭდილებები. გამიკვირდა, როცა განახლება ანონსიდან რამდენიმე წუთში მომივიდა, თუმცა ეს ხომ Google-ია და ის ყველაზე სწრაფია მსოფლიოში 🙂
Facebook – HTC First
Facebook-მა თავისი მოწყობილობა წარმოადგინა, რაც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის პირველი სოციალური სმარტფონია. რა თქმა უნდა ის Android საოპერაციო სისტემის მართვის ქვეშ მუშაობს და აქვს შესაბამისი სრულიად სოციალური სამომხმარებლო ინტერფეისი. როგორც მარკ ცუკერბერგმა თქვა Facebook Home შექმნილია ადამიანებთან ურთიერთობისთვის. პრიაქტიკულად დეველოპერებმა მეორე პლანზე გადაწიეს სტანდარტული სატელეფონო ფუნქციები და წინ წამოსწიეს სოციალური მხარე.
Android ნეტბუქი – GoNote Mini
სანამ Google ახალი Android ნოუთბუქის გამოშვებაზე ფიქრობს, ბრიტანულმა მწარმოებელმა Ergo Electronics წარმოადგინა მინიატურული ნეტბუქი GoNote Mini, რომელიც Android 4.0 ICS საოპერაციო სისტემის მართვის ქვეშ მუშაობს.
Google Translate – უკვე ინტერნეტის გარეშე
წარმოიდგინეთ მოგზაურობთ უცხო ქვეყანაში და გინდათ თარგმნოთ ნებისმიერი თქვენთვის საინტერესო ფრაზა ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ Googel Translate, აგრამ არა გაქვთ წვდომა ინტერნეტთან? გუშინ Google-ის დეველოპერებმა გაუშვეს ენის offline პაკეტები ფრანგული და ესპანურიდან დაწყებული ჩინური და არაბულით დამთავრებული. მათ შორის არის ქართულიც.
Facebook-მა 4 აპრილს Android ღონისძიება დაგეგმა
როგორც ჩანს Facebook-მა Android-თან დაკავშირებული ღინისძიება დაანონსა 4 აპრილისთვის, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია. რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს ყველაფერი? Facebook-ის აპლიკაციის მაჟორული განახლება Android-ზე? Facebook სმარტფონი ამ პლატფორმის საფუძველზე? რაც არ უნდა იყოს ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ამ სიახლეს და როგორც კი რამეს გავიგებთ აუცილებლად შეგატყობინებთ. აღსანიშნავია რომ Graph Search და News Feed-ის განახლების გარდა მობილური მიმართულება Facebook-თვის […]
DriveDroid – კომპიუტერის ჩატვირთვა ტელეფონიდან
Android პლატფორმის უსაზღვრო შესაძლებლობების კედევ ერთი დასტურია ეს შესანიშნავი პროგრამა რომელიც დღეს მინდა წარმოგიდგინოთ. DriveDroid-ის შესახებ xda-developers ფორუმის ბლოგიდან შევიტყვე სადაც თავმოყრილია Android დეველოპერების ძალიან დიდი ჯგუფი. პროგრამის ავტორია ამ ფორუმის წევრი FrozenCow რომელმაც ეს აპლიკაცია უკვე Google-ის PlayStore-ში განათავსა
Google Play 4 – აპლიკაციამ გამოჟონა
დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ რაც Google-მა მაჟორული ცვლილებები შეიტანა Google Play-ში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კომპანია არ მუშაობდა შემდეგ დიდ ცვლილებაზე. Google Play 4.0 განახლება მის ოფიციალურ რელიზამდე გახდა ცნობილი და მასში გამოვლინდა პროგრამის ახალი დიზაინი, რომელიც უფრო ახლოსაა Android-ის Holo სამომხმარებლიო ინტერფეისთან.
Keep – უბის წიგნაკი Google Drive-ზე
Google Keep ჩანაწერების სერვისი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გამოჟონა უკვე ოფიციალურად დარელიზდა. ჩვენ უკვე გვაქვს Android აპლიკაცია და Web აპლიკაცია, რომლითაც შეიძლება სწრაფად გავაკეთოთ ჩანაწერები და to-do სიები. ყველაფერი Google Drive საცავში ინახება და Android 4.2.2 ვერსიაში არის lockscreen-ის დამატება საიდანაც უფრო ადვილად მიგიწვდებათ ხელი პროგრამაზე.
Google-მა Android-ის “უფროსი” შეცვალა
Google-ის გენერალურმა დირექტორმა ლარი პეიჯმა დღეს თავის ოფიციალურ ბლოგში გამოაქვეყნა შეტყობინება Android პალტფორმის დეველოპერების განყოფილების ახალი ბოსის დანიშვნის შესახებ. დღემდე ამ თანამდებობაზე კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ენდი რუბინი იყო.
Android 4 უკვე უფრო მეტ მოწყობილობაზეა ვიდრე Gingerbread
როგორც ცნობილია Android ოპერაციული სისტემის განახლებები არც ისე სწრაფად ვრცელდება მომხმარებლებში ვიდრე iOS და ამას თავისი ობიექტური და ხშირად სუბიექტური მიზეზებიც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სხვა და სხვა მწარმოებლები საკმაოდ აგვიანებენ სისტემის ახალ ვერსიაზე გადაყვანას დღეისათვის სტატისტიკა უკვე ოპტიმისტურად გამოიყურება.
