Android-ის განვითარება Apple-ის პატენტების გვერდის ავლით

Apple – Samsung-ის სასამართლო საქმის შემდეგ, სადაც Apple-მა გაიმარჯვა ძალიან ბევრი კითხვა წარმოიშვა და ჩემთვის ყველაზე საინტერესო მათ შორის არის ის თუ როგორ მოახერხა Google-მა Android ოპ. სისტემის და თავისი მოწყობილობების გამოშვება პატენტებზე გვერდის ავლით. Samsung-ის სადაო პროდუქცია მართლაც იყო შთაგონებული Apple-ის დიზაინით რაც აპარატულ და პროგრამულ მხარეს შეეხო.

Glaxy Note 10.1 ძალიან მალე

ძალიან საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა Galaxy Note 10.1-ის შესახებ. Samsung-მა თქვა რომ მის S Pen-ით აღჭურვილი პლანშეტი გლობალურად ხელმისაწვდომი გახდება აგვისტოდან WiFi და 3G მოდელების სახით, LTE ვერსია კი მოგვიანებით გამოვა. ოფიციალურად გავრცელდა ვიდეო რგოლი Youtube-ზე სადაც წარმოდგენილია ახალი პლანშეტის ფუნქციონალური შესაძლებლობები. ასე, რომ ძალიან მალე გვექნება ახალი Galaxy Note პლანშეტი და ნუ დაგავიწყდებათ აგვისტოშივე იქნება ახალი […]

Google Translate-ს უკვე ტექსტის ნახატებზე წაკითხვა შეუძლია

Google Translate-ის უახლეს ვერსიას უკვე შეუძლია ტექსტის ნახატიდან ამოკითხვ.ა ნახატების წაკითხვა მუშაობს ყველა იმ ენაზე, რომელიც არის ხელმისაწვდომი პროგრამაში და საშუალებას იძლევა ვთარგმნოთ მონიშნული ტექსტი. პროგრამაში შესაძლებელია ფოტოს გადაღება შემდეგ თითით ტექსტის მონიშვნა, რის შემდეგაც Google გააგზავნის თავის სერვერზე ამ სურათს და პასუხად მივიღებთ თარგმნილ ტექსტს.

Paragon-ის აპლიკაცია ნებისმიერი გარე დისკისთვის Android-ზე

თუნდაც სამაგიდე კომპიუტერებზე, მყარი დისკების ფორმატები პრობლემებს ქმნიან სხვა-და სხვა ოპერაციულ სისტემებს შორის მოძრაობისას. მობილურ მოწყობილობებზე ეს თითქმის შეუძლებელია, მაგრამ კომპანიამ Paragon-მა გადაწყვიტა Android სმარტფონების და ტაბლეტები თავსებადი გახადოს Windows და Mac ფაილურ სისტემებთან. NTFS and HFS+ for Android დღეს გაეშვა ბეტა ტესტირებაში და ის უფასოა Play Store-ზე. ის მუშაობს ყველა მოწყობილობაზე 2.3 ვერსიის ზევით […]

განხილვა Android Jelly Bean 4.1

Android ოპერაციული სისტემის ბოლო ვერსია უკვე გამოვიდა Nexus მოწყობილობებზე. 4.1 ვერსია არ არის რევოლუციური, მაგრამ ის ფუნქციონალური და სტაბილურობის განახლებაა, რომელსაც საკმაოდ დიდი ხანია ველოდებით ამა თუ იმ მწარმოებლისაგან. არის თუ არა Android 4.1 – 4.0-ის განახლება, რომელიც მოწოდებულია ხალხი გადავიდეს Nexus მოწყობილობებზე, თუ დააჩქაროს მწარმოებლების მხრიდან ახალ ვერსიებზე გადასვლა?

Samsung და Google აიძულეს Galaxy Nexus-ის downgrade.

როგორც ჩანს საპატენტო სისტემის მორიგ დიდ გამარჯვებასთან გვაქვს საქმე. ეს არის ყველაზე კარგი რისი გაკეთებაც ამ სისტემას შეუძლია. ეს არის დესტრუქციული ეფექტი, რომელიც მას აქვს ყველაზე სწრაფად განვითარებად ინდუსტრიაზე. დიდი მადლობა Apple-ის და Microsoft-ის მსგავს ტროლებს, უმარტივესი, ელემენტარული ფუნქციონალი იქნება ამოღებული მოწყობილობებიდან, რომელიც უკვე ნაყიდი აქვს ხალხს.

Google I/O 2012: Nexus Q

კონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი იქნა Android ეკოსისტემისთვის შექმნილი აქსესუარი Nexus Q, რომელიც მინი მედია ცენტრს წარმოადგენს სხვა და სხვა მულტიმედიური მოწყობილობებისათვის.

Google I/O 2012: Android 4.1 Jelly Bean

როგორც მოსალოდნელი იყო, საძიებო გიგანტის ბოლო კონფერენციაზე წარმოადგინეს Android ოპერაციული სისტემის 4.1 Jelly Bean ვერსია. ეს ვერსია გათვლილია სილამაზეზე, ფუნქციონალის გაფართოებაზე და სიმარტივეზე. ახალ ვერსიაში გაზრდილია მწარმოებლურობა, გამჯობესებულია ძიება და მოხდა რამოდენიმე საინტერესო ცვლილება.

HTC One X,S,V სამი რობოტი

ჩემს ხელთ აღმოჩნდა HTC-ის ოჯახის ბოლო სამი თვალსაჩინო წარმამადგენელი, რომელთა მიმართ ინტერესი მათი ანონსის დღიდან მქონდა და ერთი კვრა ტესტირების შემდეგ გადავწყვიტე თქვენთვის არა ცალ-ცალკე არამედ ერთად წარმომედგინა სამივე მოწყობილობა. მოწყობილობების ანონსი მიმდინარე წლის თებერვალში გაკეთდა და მაისის დასაწყისში ის უკვე ხელმისაწვდომი იყო მომხმარებლისთვის, მათ შორის ჩვენი სუპერმარკეტის თაროებზეც გამოჩნდა ეს შესანიშნავი სამეული.

მინი-პლანშეტის Samsung Galaxy Note-ის ახალი მოდელი შესაძლოა ოქტომბერში გამოვიდეს

ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, Samsung გამოსაშვებად ამზადებს მეორე თაობის Galaxy Note-ს. ახლანდელი მოდელი Galaxy Note – კომპიუტერის და სმარტფონის ჰიბრიდი, რომლსაც გააჩნია ორ ბირთვიანი 1,4-გიგაჰერციანი პროცესორი, 5,3-დიუმიანი Super AMOLED სენსორული დისპლეი გარჩევადობით 1280×800 წერტილი და 8 მეგაპიქსელიანი კამერა. აქვს თითებით და სპეციალური კალმით  S Pen-ით მართვის მხარდაჭერა; ოპერაციული სისტემა – Android, დამატებული საფირმო სამომხმარებლო ინტერფეისი TouchWiz. მინი-პლანშეტის […]