პირველი Intel-სმარტფონი ევროპული ბაზრისთვის 6 ივნისიდან გამოვა

6 ივნისიდან ევროპულ ბაზარზე, ოპერატორი Orange დაიწყებს კომუნიკატორის San Digeo-ს გაყიდვებს, რომელიც არის პირველი კომერციული აპარატი Intel Medfield-ის პლატფორმაზე. სმარტფონს აქვს ერთბირთვიანი პროცესორი Atom Z2460 ტაქტური სიხშირით 1,6 გჰც და ტექნოლოგია Hyper-Threading-ის მხარდაჭერა. სიახლის აღჭურვილობაში შედის, 1 გბ ოპერატიული მეხსიერება და ფლეშ-სივრცე ტევადობით 16 გბ. სმარტფონს გააჩნია 4,03-დიუმიანი სესნორული დისპლეი გარჩევადობით 600×1024 წერტილი. გარდა ამისა, არის მთავარი კამერა […]
A5 A5X და Tegra 3 პროცესორების შედარება
ფილ შილერმა განაცხადა, რომ A5X პროცესორი ახალ iPad-ში 4-ჯერ უფრო სწრაფია ვიდრე NVIDIA-ს Tegra 3 ჩიპი. ოთხ ბირთვიანი გრაფიკლი პროცესორთი ის 2-ჯერ უფრო მეტ გრაფიკულ სიმძლავრეს გვაძლევს ვიდრე iPad 2-ის პროცესორი.
მომხმარებელს უნდა სმარტფონები დიდი ეკრანით
წლების განმავლობაში ძალიან ძნელი იყო ზოგიერთი ადამიანისთვის წარმოეგინა, რომ ხალხი დაინტერესდებოდა სმარტფონებით, რომლებსაც აქვთ 4 დიუმზე დიდი ეკრანი. ამ ადამიანებისთვის ავტორიტეტულ აზრს წარმოადგენდა Apple-ის განცხადება, რომ 3.5 დიუმიანი ეკრანი ყველაზე ოპტიმალურია და აქედან გამომდინარე ითვლებოდა, რომ მასზე დიდი ან პატარა ეკრანი ცუდი იყო მომხმარებლისთვის. მსგავსი მოსაზრება აზრს კარგავს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სამხრეთ კორეულმა გიგანტმა […]
გამოვიდა Instagram for Android
როგორც იქნა გამოვიდა Instagram-ის Android ვერსია, რომელსაც ასე მოუთმენლად ველოდით. ეს არის სწრაფი ლამაზი და სახალისო პროგრამა რომლის საშუალებითაც გადაიღებთ და გაუზიარებთ ფოტოებს თქვენს ოჯახსა და მეგობრებს.
Archos 101 G9 Turbo და 80 G9 Turbo — განხილვა

მინდა წარმოგიდგინოთ ახალი ანდროიდ პლანშეტების განხილვა, რომელიც ჩემს ხელში აღმოჩნდა და მომეცა საშუალება დეტალურად შემესწავლა და შემდგომ თქვენთვის გამეზიარებინა ჩემი შთაბეჭდილებები და მოსაზრებები. საუბარია კომპანია Archos-ის ფლაგმანური პლანშეტების შესახებ Archos 101 G9 Turbo და 80 G9 Turbo.
BlueStacks App Player ბეტა სტადიაში გადავიდა, უკვე შეუძლია ARM-თვის დაწერილი Android პროგრამების გაშვება Windows-ზე
როგორც იქნა ალფა სტადიიდან ბეტაში გადავიდა BlueStack App Player. ამ პროგრამას შეუძლია 450 ათასზე მეტი Android პროგრამების გაშვება Windows XP და Windows 7-ზე. პროგრამის უმთავრესი კომპონენტია LayerCake რომელიც საშუალებას იძლება x86 მანქანებზე გავუშვათ ARM აპლიკაციები აპარატული გრაფიკული აჩქარების ჩათვლით. პროგრამის ინტერფეისი უკვე 10 ენაზეა და რა თქმა უნდა აქვს პირდაპირი წვდომა პროგრამების ბაზარზე. მოკლედ უკვე […]
NITDroid-ის Android 4.0.3 – Nokia N9–ზე
ICE Cream Sandwich – MeeGo აპარატზე პირველად გამოდის და რა თქმა უნდა ჯერ–ჯერობით მას განვითარება და დახვეწა სჭირდება. NITDroid-ის ადმინისტრატორმა e-yes გამოაქვეყნა პრიველი ალფა რელიზი. Project Mayhem-ის ნაწარმოები Android 4.03 უზრუნველყოფს ორმაგ ჩატვირთვას ტელეფონის ფლეშ მეხსიერებაში ჩაწერის გარეშე, არის 3D გრაფიკის დრაივერები, მულტითაჩი, USB ქსელი, Bluetooth და თითქმის ყველა აპარატული ფუქნციის მხარდაჭერა. ნახეთ ვიდეო სადაც […]
IDC: Android პლანშეტები 2015 წლისთვის დაძლევენ iPad-ს
Android პლანშეტები ჯერ არ არიან ბაზრის ლიდერები, მაგრამ IDC-ის ანალიტიკოსების პროგნოზებით რამოდენიმე წელში ეს აუცილებლად მოხდება.IDC-ის სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ iPad-ის წილი მცირდება მაშინ, როცა გამოდის ყოველი უფრო იაფი Android პლანშეტი. მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს iPad-ის გაყიდვებმა მოიმატა და 50 პროცენტიან ზრდას მიაღწია მესამე და მეოთხე კვარტალში მისი წილი ბაზარზე მაინც ეცემოდა და 61.5-დან 54.7 […]
Galaxy S II ICS-ზე განახლდა
რამდენიმე დღის წინ კორეასა და ევროპაში დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული Android სმარტფონის Galaxy SII-ის განახლების პროცესი Ice Cream Sandwich-ზე. Galaxy SII გახდა პირველი სმარტფონი, რომელმაც პირველმა მიიღო გნახლება გალაქტიკებს შორის 🙂
MWC 2012: Intel-ის Xolo X900
როგორც ჭორებიდან იყო ცნობილი MWC 2012-ზე უნდა გამოჩენილიყო .Intel-ის ჩიპზე შექმნილი სმარტფონი და აი ისიც. წარმოდგენილ იქნა Intel Medfield-ზე დაფუძნებული სამი მოწყობილობა. მათ შორის არის Lava Xolo X900, რომელიც მუშაობს Android 2.3 Gingerbread-ის მართვის ქვეშ და განკუთვნილია ინდოეთის ბაზრისთვის.
