Canonical: Ubuntu for Android

Canonical-მა დაანონსა მისი ახალი პროდუქტი Ubuntu – Android პლატფორმისათვის, რომელსაც მარკ შატლვორტი წარმოადგენს შემეგ კვირას Mobile World Congress-ზე. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მაღალი წარმადობის მქონე სმარტფონზე Android-ის გარდა შეიძლება ჩაიწეროს სრული სამაგიდო Ubuntu, რომელთანაც მუშაობა შესაძლებელია მას შემდეგ რაც მივუერთებთ კომპიუტერის მონიტორს სპეციალური დოკ-სადგურის საშუალებით

Android: Chome Beta – განხილვა

Android პლატფორმისათვის Google Chrome-ის გამოსვლას რობოტის პირველი ვერსიიდანვე ველოდებოდი, მაგრამ ლოგიკურია, რომ თანამედროვე სმარტფონების აპარატული პლატფორმის გაძლიერებამდე ამის შესაძლებლობა ნაკლები იყო. აი დადგა დრო, როცა სიკეთის კორპორაციამ გამოუშვა ნანატრი ბრაუზერის მობილური ვერსია. მოლოდინი გამართლდა იმაშიც, რომ ის Android 4.0 Ice Cream Sandwich-თვის გამოვიდა მხოლოდ.

გამოვიდა BlackBerry PlayBook OS 2.0

როგორც მოსალოდნელი იყო გამოვიდა PlayBook OS 2.0, რომლის ჩამოტვირთვაც უკვე შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს პლანშეტისავე მენიუდან. განახლებბიდან აღასნიშნავია საკუთარი ელ-ფოსტის კლიენტი, კალენდარი და კონტაქტები, ინტეგრაცია Facebook, Twitter და LinkedIn სოციალურ ქსელებთან. ასევე არის წვდომა Android-ის აპლიკაციებთან BB App World-ის საშუალებით.

VLC 2.0 განახლებული გამოვა ყველა პლატფორმისათვის

ღია კოდით გავრცელებადი ვიდეო ფლეერი VLC მედია დამკვრელი უახლოვდება 2.0 ვერსიას რითაც მოაქვს უამარავი განახლება Mac OS, Windows და Linux-ის მომხმარებლებისათვის. PC ვერსიას დაემატება ახალი 64 ბიტიანი რედაქცია. Mac-ის მომხმარებლებს ელოდებათ ახალი iTunes-ის მსგავსი ინტერფეისი. დამატებულია ახალი სუბტიტრების მენეჯერი და რამოდენიმე ფაილის წაკითხვის მხარდაჭერა RAR არქივებიდან. არის ორი სიურპრიზიც; iOS-ის ვერსია დაუბრუნდება AppStore-ს და დაუშავებაშია […]

Chrome Beta – Android პლატფორმისთვის

როგორც Google Mobile Blog იუწყება, წარმოდგენილია პირველი ბეტა ვერსია Chrome ბრაუზერისა Android 4 პლატფორმისათვის. მინდა წარმოგიდგინოთ პატარა ვიდეო რგოლი სადაც მოკლედ არის მიმოხილული ახალი ბრაუზერის ფუნქციონალური შესაძლებლობები:

Google Docs for Android – განახლება

Google Docs for Android-ის განახლებამ პროგრამაში ახალი ფუნქცია დაამატა. დღემდე შეუძლებელი იყო დოკუმენტების ოფლაინ რეჟიმში რედაქტირება, რაც გარკვეულ დისკომფორტს ქმნიდა მობილური ქსელების მომხმარებლებისათვის, რომლებსაც ტრაფიკის შეზღუდვების გამო არ შეუძლიათ დიდი მოცულობის ინფორმაციის გადაცემა. პროგრამა ავტომატურად მოახდენს სინქრონიზაციას, როცა ნებისმიერი WiFi ქსელი გახდება ხელმისაწვდომი მოწყობილობისათვის.

განხილვა: PocketBook A10

დღეს თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო უკრაინული ფირმის PocketBook-ის წარმოებულ პლანშეტ-რიდერზე A10. თავიდანვე ეს კომპანია ადვილად გასცდა უსახელო და უმნიშვნელო მოწყობილობების მწარმოებლის ნიშას და გახდა ჩვენთვის ცნობილი ბრენდი იქ სადაც უკვე თავისი ადგილი უკავია Sony, Amazon-სა და Barnes & Noble-ს. ახლა უკვე მისი პროდუქცია იყიდება მთელს მსოფლიოში. A10 პირველად წარმოდგენილი იქნა გერმანიაში გამოფენაზე IFA 2011, სადაც […]

Dropbox 2 – Android-ზე

Dropbox-მა განაახლა თავისი პროგრამა Android პლატფრომაზე 2.0 ვერსიამდე. სრულიად იქნა განახლებული დიზაინი და დაამატებულ იქნა ახალი ფუნქციონალი. რამოდენიმე ახალი ფუნქცია: ფავორიტები: გინდათ ზუსთად იცოდეთ რომ ფაილი ყოველთვის არის სმარტფონში? ეს ფუნქცია იზრუნებს იმაზე, რომ ფაილი ყოველთვის იყოს ხელმისაწვდომი ოფლაინში. მასიური ატვირთვა: ახლა უკვე არ მოგიწევთ თითოეული ფაილის ცალკე ატვირთვა, მონიშნეთ რამოდენიმე ფაილი, ფოტო ან ვიდეო, რომლებიც ფონურ […]

700 000 Android მოწყობილობა დღე-ღამეში

კომპანია Google-ის მობილური ოპერაციული სისტემა Android-ის პოპულარობა იზრდება. როგორც Google-ის ვიცე პრეზიდენტი თავის Twitter-ში წერს, Android მოწყობილობების აქტივაციების დღიური რაოდენობა 700 000-ზე მეტი გახდა. შედარებისთვის: ივნისში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 500 000 იყო, ხოლო 2010 წლის დეკემბერში 300 000. Google-ის სტატისტიკა არ ითვალისწინებს გადაყიდულ გაჯეტებსა და მეორად გააქტიურებას.

ერიკ შმიდტი: Google-ის პლანშეტი ექვს თვეში გამოვა

ძვირფასო Android-ის ფანებო და უბრალოდ ჩვენი ბლოგის მკითხველებო, მემგონი სრულდება ჩემი კიდევ ერთი ოცნება და კომპანია Google გამოუშვებს პლანშეტურ კომპიუტერს. კომპანიის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ ერიკ შმიდტმა იტალიურ ჟურნალ Corriere della Sera-თან საუბრისას განცხადა “მომდევნო ექვს თვეში ჩვენ ვგეგმავთ უმაღლესი ხარისხის პლანშეტის გამოშვებას.” ნიშნავს თუ არა ეს ბაზარზე არსებული ბრენდებისთვის კონკურენციის გაწევას, რომელთა შორის მათი პარტინიორებიც არიან […]