Google Android: Gmail 5.0 + Outlook + Yahoo

Android 5.0-ის გამოსვლასთან ერთად Google-მა დაიწყო თავისი პროდუქტების მობილური აპლიკაციების განახლება, რომელიც შესაბამისობაში მოდის ახალი დიზაინის ფილოსოფიასთან. როგორც ჩანს Lollipop-ის საბოლოო რელიზამდე კიდევ ერთ აპლიკაციას გვინახავს Google და ეს არის Gmail-ის 5.0 ვერსია. სანამ გამოვა Gmail-ის ოფიციალური კლიენტის განახლება ახალ საოპერაციო სისტემასთან ერთად, დეველოპერებმა გაგვიზიარეს მიმდინარე პროცესის ამსახველი სურათები სადაც ახალი აპლიკაციის შესანიშნავი დიზაინი და […]
Nexus 9, 6, და Player

Google-მა წარმოადგინა თავისი Nexus მოწყობილობების ახალი თაობა, Nexus 6 – უზარმაზარი ფაბლეტი 6 დიუმიანი ეკრანით და Nexus 9 – 8,9 დიუმიანი ტაბლეტი. ორივე გაჯეტი და რა თქმა უნდა მთელი Android საზოგადოება მოხარულია კიდევ ერთი სიახლით – Android 5.0 Lollipop, რომელიც ძალიან მალე იქნება ხელმისაწვდომი. სიურპრიზის გარეშე რა თქმა უნდა აქაც არ დავრჩენილვართ და სრულიად მოულოდნელად […]
Android L – ძალიან მალე

სუნდარ პიჩაიმ გაავრცელა ვიდეო, რომელიც Android საზოგადეობას კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ ძალიან მალე გამოვა Android L და ვიდეო იმასაც ადასტურბს, რომ ახალი ვერსია 5.0 იქნება. https://www.youtube.com/watch?v=AlEE3hXJe5o
Google Android-ს მრავალ-ფანჯრიანი ინტერფეისი ექნება

მრავალამოცანიანობა ძალიან სასარგებლო ფუნქციაა მობილური მოწყობილობისათვის, მაგრამ მრავალ-ფანჯრიანი ინტერფეისი გაცილებით უკეთესი იქნება, რომელსაც მალე ვიხილავთ Android ოპერაციულ სისტემაში. Google Android-ის გუნდი მუშაობს მრავალ-ფანჯრიან ფუნქციონალზე პლანშეტებისათვის და სმარტფონებისთვის. ჯერ-ჯერობით ოფიციალური დასტური არ არის კომპანიისგან მაგრამ მარტში გაკეთებული ანონსის თანახმად კომპანია ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
FBI აღშფოთებულია Android და iOS მოწყობილობების დაშიფრვით

FBI-ის დირექტორი ჯეიმს კომეი გამოხატავს ღრმა აღშფოთებას ახალი დაშიფრვის ტექნოლოგიების დანერგვით, რომლებიც iOS 8 და Android L საოპერაციო სისტემებში არის ჩაშენებული. ახალი მეთოდები ითვალისწინებს ინფორმაციის დაცვას და ასევე იცავს მწარმებელ კომპანიებს უხერხული მდგომარეობისგან, როცა მთავრობა აიძულებს მათ წვდომა მიიღონ მომხმარებლის მონაცემებზე. კომეი ამბობს, რომ ამ სვლით კომპანიები ხელს უშლიან დანაშაულის გამოვლენასა და პრევენციას. რთულია არ […]
Chrome APK – Android აპლიკაციები Chrome Canary-ში

ჩემს წინა პოსტში საუბარი გვქონდა Android-ის აპლიკაციების Windows, Mac და Linux-ზე გაშვების შესახებ, თუმცა გამზადებული აპლიკაციების სიმწირის გამო რეალურად შეუძლებელი იყო ამ ფუნქციონალით დატკბობა. მინდა გითხრათ, რომ ეს პრობლემაც მოგვარდა და ახლა უკვე ხელმისაწვდომია Chrome APK Packager-რომელიც, უკვე დაყენებულ ან ჩამოტვირთულ აპლიკაციებს თქვენს Android მოწყობილობაზე Chrome-ის პაკეტად გარდაქმნის. გაუშვით აპლიკაცია თქვენს Android გაჯეტზე და აირჩიეთ თქვენს […]
Google Android L – დაშიფრული იქნება

Google-ის Android საოპერაციო სისტემის შემდეგი ვერსია, რომელცი ცნობილია Android L-ის სახით, ავტომატურად დაშიფრავს მონაცემებს, რითაც გართულდება სამართალდამცავებისთვის და უსაფრთხოების პერსონალის მიერ პირად ინფორმაციაზე წვდომის მოპოვება. მიუხედავად იმისა, რომ Android-ში უკვე არის ინფორმაციის დაშიფრვის საშუალება, შემდეგი თვის განახლება ავტომატურად გააქტიურებს შიფრაციას ყველა მომხმარებლისათვის.
Android-ის აპლიკაციები Windows, Mac და Linux-ზე

თუ გახსოვთ ერთი კვირის წინ Google-მა დაიწყო Android აპლიკაციების გადმოტანა Chrome პლატფორმაზე, რომელიც მხოლოდ ზოგიერთი აპლიკაციისთვის და Chrome OS-ის მართვის ქვეშ მუშაობდა. დეველოპერმა რომელის სახელია Vladikoff შეძლო ამ ლიმიტების გადალახვა. მან პირველ რიგში გაარკვია თუ როგორ უნდა ჩატვირთოს ნებისმიერი აპლიკაცია Chrome OS-ში და უფრო მეტიც, მან შეძლო ამის გაკეთება ნებისმიერ პლატფორმაზე სადაც Chrome მუშაობს. ახლა უკვე […]
Microsoft Keyboard: Android, iOS და Windows პლანშეტებისთვის

Microsoft-მა შექმნა iOS და Android პლანშეტებისთვის კლავიატურა შექმნა, რომელიც Windows-თან თავსებადია. ეს უცნაური ნაბიჯია და ხაზს უსვამს კომპანიის ახალ სტრატეგიას შექმნას პროგრამები, სერვისები და მოწყობილობები მოწინააღმდეგე პლატფორმებისთვისაც. ახალი უნივერსალური მობილური კლავიატურა, რომელიც ძალიან გავს Logitech-ის K480-ს და უბრალოდ დამატებული აქვს გადამრთველი iOS, Android და Windows პლატფორმებისთვის, ასევე Windows-ის Bluetooth რეჟიმები. iOS და Android-ის მხარდაჭერა Microsoft-ისთვის […]
Android-ის აპლიკაციები უკვე Chromebook-ში
Google I/O-ზე კომპანიამ პირველად აჩვენა Chrome OS-ში Android-ის აპლიკაციების გაშვების შესაძლებლობა, რაც დღეს უკვე მომხმარებლებისთვისაც გახადა ხელმისაწვდომი. პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომი გახდა რამდენიმე აპლიკაცია, Duolingo, Evernote, Vine და Sight Words – რომლებიც თავის კატეკორიაში საკმაოდ პოპულარული პროდუქტებია. პირველი Android-ის აპლიკაციები Chrome OS-ში გამოჩნდა იმიტომ, რომ Google-მა თავის ბეტა არხით ხელმისაწვდომი გახადა ახალი App Runtime რომელიც ღიაა […]
